
გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ძალიან იაფია. მათთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ამ გეოპოლიტიკურად რთულ სიტუაციაში არაფერი ღირს",- აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.
„გადაწყვეტილება უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ძალიან იაფია. მათთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ამ გეოპოლიტიკურად რთულ სიტუაციაში არაფერი ღირს. მათ შეუძლიათ იყვნენ კანდიდატის სტატუსით მოსაცდელ ოთახში სამუდამოდ, როგორც არიან თურქეთი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ, ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე.
რაც შეეხება საქართველოს - ქვეყანას პრობლემა აქვს. წარსულში როცა საქმე რეფორმებს, ანტიკორუფციას, საზოგადოების მოდერნიზებას ეხებოდა, საქართველოს ყოველთვის მოწინავე პოზიცია ეკავა. მაგრამ ახლა ქვეყანა სრულიად არასწორი მიმართულებით წავიდა. იმის ნაცვლად, რომ არსებული უფსკრული დაეხურათ, პირიქით მოიქცნენ. ევროპის საბჭოს გაუჭირდა მათთვის იგივე სტატუსის მინიჭება. შესაბამისად მათ თქვეს შემდეგი რამ: ჯერ საშინაო დავალება შეასრულეთ და შემდეგ მოგანიჭებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს",- განაცხადა კრამონმა.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს
მსგავსი სიახლეები



















