,,ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ?''- ლევან ნიკოლეიშვილი

ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც დე ფაქტო უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება-რა, რის სანაცვლოდ?! მით უმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოლდოვას ღიად ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება. „პოლიტიკა რომ დიდი თამაშია, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. სამწუხარო, რეალობა კი ის გახლავთ რომ ამ დიდი თამაშის უფრო დიდი მოთამაშეები, ხშირად მცირე თუ პატარა აქტორებს (პატარა ქვეყნებს!) შარში ხვევენ. როგორც გინდათ იფიქრეთ და ამის საფუძველს სწორედ მედვედევის ქვემოთ მოყვანილი განცხადება მაძლევს.

ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც დე ფაქტო უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება-რა, რის სანაცვლოდ?! მით უმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში!

ახლა კი იმის შესახებ, პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თქვენ თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს?! p.s. სანამ ვინმე რუსების მიმართ, შიშს დამაბრალებთ, მანამდე გაიხსენეთ, 2008 წლის ომის დროს ვინ რომელი საზღვრიდან ტოვებდა საქართველოს, რუსების ერთი თვითმფრინავის ცაზე გამოჩენისას როგორ ფორთხავდა სააკაშვილი ისიც გაიხსენეთ.

არც ის დაგვიწყდეთ რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებების დროს რუსი გენერლებისა თუ დიპლომატების წინაშე როგორ ჩასვრილები იყვნენ მავანი.. ჰოდა აი, იმ რუსეთის ბაზების გაყვანაში საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილის მქონეს, მათი უკან ორმაგად შემოსვლა ნამდვილად არ მინდა, დამერწმუნეთ ამისთვის ბევრსაც გავაკეთებ და ბევრსაც ვამხელ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე. 





მსგავსი სიახლეები
"მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია"
"რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი" - სერგო ჩიხლაძე
"კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? - ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? - საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ"
"აშშ-ში ისეთი „გორდიას კვანძი“ იკვრება, რომლის გახსნაც სერიოზული კატაკლიზმების გარეშე წარმოუდგენლად გამოიყურება"
"ვადასტურებთ მზადყოფნას, გავცეთ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
" „ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც უამრავი თვალსაზრისით დასაცინი გახდა, თუმცა მალე სიდიადეს დავიბრუნებთ"- დონალდ ტრამპი
"ამერიკის ისტორიაში არცერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდი არ ჩატარებულა"- მაიკ პენსი
"ზონდერ" მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ"- გია ცაგარეიშვილი
თავდაცვის სამინისტო განცხადებას ავრცელებს
"ეს არის ღალატი" - ელენე ხოშტარია
„ოპოზიციის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“ - ირაკლი ხელაძე დაგეგმილ მშენებლობაზე
"ხელისუფლება ყიდის ჯარისკაცებს, ცალობით აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს"- ნიკა მელია
" საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება"- კელი დეგნანი
"სიმართლე არის საქართველოს მხარეს"- რატი ბრეგაძე
"აშშ ვერ იტყვის ივანიშვილზე ან სხვაზე – არის თუ არა ოლიგარქი" - კელი დეგნანი
"ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან" - ხავიერ კოლომინა
"2008 წელს, საერთაშორისო გამოხმაურება სუსტი კი არ იყო, საერთოდ არ ყოფილა" - როგორ აფასებს აგვისტოს ომს ისტორიკოსი 14 წლის შემდეგ
რამდენიმე „ინტერ-სუბიექტური“ სიმართლე აგვისტოს ომზე
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს
„ევროპული ზამთარი პუტინისთვის შეიძლება გაზაფხული გახდეს“ - ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი