
საქართველო წარსულში ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმებში, მაგრამ ახლა მათ სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული" - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა იოლა ფონ კრამონმა „ევროაქტივთან“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"რაც შეეხება საქართველოს. ქვეყანას აქვს პრობლემა. წარსულში, ის ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში, საზოგადოების მოდერნიზაციაში. მაგრამ ახლა მათ სრულიად არასწორი მიმართულება აქვთ აღებული. და ამ ბზარების ამოვსების ნაცვლად, ისინი ამ ბზარს აფართოებდნენ, და ურთულებდნენ ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ მათთვის იგივე სტატუსი, რაც უკრაინას და მოლდოვას.
სამართლიანია მხოლოდ შემდეგი – თავდაპირველად შეასრულეთ საშინაო დავალება და მხოლოდ შემდეგ მოგანიჭებთ იმ სტატუსს, რომელიც დანარჩენ ორ ქვეყანას მივეცით“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
მისი თქმით, "ევროკავშირის საბჭოს მიერ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „ძალიან იაფფასიანი“ გადაწყვეტილებაა.
მსგავსი სიახლეები



















