,,ჩემო „სამართლიანებო“! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ'' - მაია ბითაძე

 

„ჩემო „სამართლიანებო“! ბევრი იწვალეთ, როგორც ჩანს, ჩემი ინტერვიუს დამახინჯებაზე, მიჭრა-მოჭრაზე, სამაგიეროდ, ალბათ გიხარიათ, რომ „რაღაც გააკეთეთ“ და „ერთი ნაბიჯით წინ წახვედით ევროკავშირისკენ“. რატომ გიკვირთ მერე, ინტერვიუს რომ არ გაძლევთ“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე Facebook-ზე წერს.

 

„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტის ფეისბუქ-გვერდის „სინამდვილეში“ ინფორმაციით, „მთავარმა არხმა“ მანიპულაციურად გამოაქვეყნა და დაამახინჯა მაია ბითაძის ციტატა ბანერზე.

 

აქვე აღნიშნულია, რომ „მთავარი არხი“ კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში „ქართული ოცნების“ წევრების დისკრედიტაციას, რითიც კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას.

 

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ირაკლი ვაჩიბერაძემ სტატიის ბანერზე გამოაქვეყნა შემდეგი ციტატა, თითქოს მაია ბითაძემ განაცხადა: „არც მკითხავი ვარ და არც მარჩიელი... არ ვიცი, ვინაა ოლიგარქი“.

სინამდვილეში, „მთავარმა არხმა“ მანიპულაციურად გამოაქვეყნა და დაამახინჯა მაია ბითაძის ციტატა ბანერზე. სინამდვილეში, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ოლიგარქის განმარტება ერთია როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის და მოლდოვასთვის და თუ მედია ცდილობს, რომ ეს განმარტება კონკრეტულ ადამიანს მოარგოს და დაუკავშიროს, ეს არასწორია.

 

„მთავარი არხი“ კვლავ აგრძელებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში „ქართული ოცნების" წევრების დისკრედიტაციას, რითიც კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას.

 

ბოლო პერიოდში რადიკალური მედია განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ ქალი პოლიტიკოსების მიმართ. სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციური მედიის მხრიდან ქალი პოლიტიკოსების მიმართ მასირებულ შეტევებზე და დისკრედიტაციაზე, კვლავ ვერ ვხედავთ ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების რეაგირებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
"მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია"
"რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი" - სერგო ჩიხლაძე
"კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? - ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? - საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ"
"აშშ-ში ისეთი „გორდიას კვანძი“ იკვრება, რომლის გახსნაც სერიოზული კატაკლიზმების გარეშე წარმოუდგენლად გამოიყურება"
"ვადასტურებთ მზადყოფნას, გავცეთ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
" „ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც უამრავი თვალსაზრისით დასაცინი გახდა, თუმცა მალე სიდიადეს დავიბრუნებთ"- დონალდ ტრამპი
"ამერიკის ისტორიაში არცერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდი არ ჩატარებულა"- მაიკ პენსი
"ზონდერ" მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ"- გია ცაგარეიშვილი
თავდაცვის სამინისტო განცხადებას ავრცელებს
"ეს არის ღალატი" - ელენე ხოშტარია
„ოპოზიციის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“ - ირაკლი ხელაძე დაგეგმილ მშენებლობაზე
"ხელისუფლება ყიდის ჯარისკაცებს, ცალობით აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს"- ნიკა მელია
" საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება"- კელი დეგნანი
"სიმართლე არის საქართველოს მხარეს"- რატი ბრეგაძე
"აშშ ვერ იტყვის ივანიშვილზე ან სხვაზე – არის თუ არა ოლიგარქი" - კელი დეგნანი
"ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან" - ხავიერ კოლომინა
"2008 წელს, საერთაშორისო გამოხმაურება სუსტი კი არ იყო, საერთოდ არ ყოფილა" - როგორ აფასებს აგვისტოს ომს ისტორიკოსი 14 წლის შემდეგ
რამდენიმე „ინტერ-სუბიექტური“ სიმართლე აგვისტოს ომზე
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს
„ევროპული ზამთარი პუტინისთვის შეიძლება გაზაფხული გახდეს“ - ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი