,, ვინც ბიძინა ივანიშვილს ფეხსაცმელს ულოკავდა და ფულს ემათხოვრებოდა, დღეს მისი ფულის დაყადაღებას ითხოვს'' - სანდრო ბრეგაძე

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ქვეყენაში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„2016 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა და უპატრონოდ დარჩენილ „ქართულ ოცნებას“ ეშმაკები დაეპატრონენ - პირველად პრეზიდენტად წოდებული მარგველაშვილი  ვამხილე ღალატში - პასუხად მთელი მთავრობა რადიკალურად დამიპირისპირდა!

 

შემდეგ რესპუბლიკურ პარტიას, ბერძენიშვილებს და ხიდაშელს მივახურე პატრიარქის - ეკლესიის ლანძღვის და ანტიქართული საქმიანობის გამო - მთელი მთავრობა რადიკალურად დამიპირისპირდა!

 

ამ მწარე რეალობიდან გამომდინარე  უაზრობად ჩავთვალე  იმ მინისტრთა კაბინეტში დარჩენა, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების იდეების წინააღმდეგ მიდიოდა!

 

პროტესტის ნიშნად გადავდექი, მინისტრთა კაბინეტიდან წამოვედი და გადადგომის განცხადება მაშინდელ პრემიერ-მინისტრს (რესპუბლიკელების მეგობარს და ლობისტს) გიორგი კვირიკაშვილს სახეზე მივახიე!

 

რატომ გავიხსენე ეს ისტორია - ყველა ის „ქართული ოცნების“ კოალიციის ლიდერი, რომელსაც მაშინ დავუპირისპირდი და ღალატში ვამხილე, დღეს ბიძინა ივანიშვილის დაუძინებელი მტერია და მისადმი სანქციების შემოღებას ითხოვს!

 

მაგალითი უამრავია -

მარგველაშვილიც, რესპუბლიკელებიც, ხიდაშელიც, ბერძენიშვილებიც, კვირიკაშვილიც და ყველა მათი ამფსონები „ქართული ოცნების“ გასამართლებას, საერთაშორისო სანქციებს  და მთავრობის გადადგომას ითხოვენ!

 

ის ხალხი, ვინც ბიძინა ივანიშვილს ფეხსაცმელებს ულოკავდა და ფულს ემათხოვრებოდა (მაგ. რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი, რომელსაც 200 000 დოლარი გადაუხადა სამკურნალოდ და სიცოცხლე აჩუქა), დღეს მისი ფულის დაყადაღებას და წართმევას ითხოვს (ეს უმადურობის აპოგეაა)!

 

ყოველივედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - წლებით ადრე მივხვდით გონიერი ხალხი, ვინ ვინ იყო, მაგრამ არ მოგვეცა საშუალება, რომ გაგვეწმინდა ხელისუფლება, რასაც ბუნებრივად მოჰყვა ის, რომ სახელმწიფოს ღალატმა დაგვაკარგინა 2012 წლის გამარჯვების მონაპოვარი!

 

მერწმუნეთ - დღეს ბევრად უარესი კატასტროფის და დაპირისპირების წინაშე ვდგავართ!

 

მიმდინარეობს მაქსიმალური მცდელობა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში გახვიონ!

 

ახლა მაინც გვმართებს გონიერება და სიმტკიცე, რათა პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა კვლავ არ მოახერხონ თავიანთი ღალატის სისრულეში მოყვანა“, - წერს სანდრო ბრეგაძე.





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე