"მართლა რომ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას ბოლო ლურსმანი დაეჭედება"– ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ ყველაფერს გააკეთეს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მას "ბოლო ლურსმანი დაეჭედება." ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ რეფორმების გატარების შემდეგ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

"არ იზამს ერთიანი დივერსიული მოძრაობა, იძიძგილავებენ. პროევროპულობა დიდი ხანია წაართვა "ოცნებამ" და ახლა ეს 12 პუნქტი რომ შესრულდეს, თავის დეპოლარიზაციასთან ერთად და მართლა მოგვცენ კანდიდატობა, ასოცირების, უვიზო მიმოსვლის და თავისუფალი ვაჭრობის შემდეგ, ბოლო ლურსმანი დაეჭედებათ.

მაგრები არიან, თქვენ გაიწიეთ, თქვენს შეკაზმულ ცხენს უნდა მოვაჯდეთო. თუ მოაჯდნენ, კანდიდატობასაც დაიბრალებენ, მერე რიკოთის 96 ხიდს და 53 გვირაბს 3-3-ჯერ გახსნიან, კობი-გუდაურის 9–კილომეტრიან გვირაბს ჯერ აქედან, მერე იქედან, წალკის შუშის ხიდი მოღუნული იყოო და გაასწორებენ და ახლიდან გახსნიან და ა.შ.

ჰო, ვერ მოაჯდებიან. მიზეზი ისაა, რომ ბევრი დაუშავეს ერს და ჯერჯერობით გამოუსწორებლად დააზიანეს სახელმწიფო"– წერს ამირან სალუქვაძე. 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეფორმების გატარების შემდეგ ბოსნიას და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ. 





მსგავსი სიახლეები
"მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია"
"რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი" - სერგო ჩიხლაძე
"კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? - ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? - საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ"
"აშშ-ში ისეთი „გორდიას კვანძი“ იკვრება, რომლის გახსნაც სერიოზული კატაკლიზმების გარეშე წარმოუდგენლად გამოიყურება"
"ვადასტურებთ მზადყოფნას, გავცეთ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
" „ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც უამრავი თვალსაზრისით დასაცინი გახდა, თუმცა მალე სიდიადეს დავიბრუნებთ"- დონალდ ტრამპი
"ამერიკის ისტორიაში არცერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდი არ ჩატარებულა"- მაიკ პენსი
"ზონდერ" მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ"- გია ცაგარეიშვილი
თავდაცვის სამინისტო განცხადებას ავრცელებს
"ეს არის ღალატი" - ელენე ხოშტარია
„ოპოზიციის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“ - ირაკლი ხელაძე დაგეგმილ მშენებლობაზე
"ხელისუფლება ყიდის ჯარისკაცებს, ცალობით აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს"- ნიკა მელია
" საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება"- კელი დეგნანი
"სიმართლე არის საქართველოს მხარეს"- რატი ბრეგაძე
"აშშ ვერ იტყვის ივანიშვილზე ან სხვაზე – არის თუ არა ოლიგარქი" - კელი დეგნანი
"ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან" - ხავიერ კოლომინა
"2008 წელს, საერთაშორისო გამოხმაურება სუსტი კი არ იყო, საერთოდ არ ყოფილა" - როგორ აფასებს აგვისტოს ომს ისტორიკოსი 14 წლის შემდეგ
რამდენიმე „ინტერ-სუბიექტური“ სიმართლე აგვისტოს ომზე
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს
„ევროპული ზამთარი პუტინისთვის შეიძლება გაზაფხული გახდეს“ - ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი