,,ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან და არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში'' - ირაკლი კობახიძე

 

“ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით გავიდა პოლიტიკიდან. ეს მოხდა დაახლოებით 1,5 წლის წინ და იმის შემდეგ არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ის რაიმე ფორმით ჩაერია ან პოლიტიკაში, ან მედიაში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი ვერ მოხვდება ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ, “- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მედიასთან  საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ოლიგარქს და ამას ახსნაც აქვს.

 

„ამ წლების განმავლობაში მას 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედების სახით. ეს აუდიტით დადასტურებული ინფორმაციაა. ამის შესახებ უამრავი ფაქტი იცის საზოგადოებამ - როგორ ეხმარებოდა კონკრეტულ ადამიანებს, ტაძრების, თეატრების აღდგენა და ა.შ. უამრავი ფაქტია, რაზეც საზოგადოებას სრული წარმოდგენა აქვს. მას არაფერი უშოვია საქართველოდან, მით უმეტეს პოლიტიკიდან, პირიქით, გასცა ქველმოქმედებაზე 3 მილიარდი დოლარი“, - ამბობს კობახიძე.

 

მისივე თქმით, არიან კონკრეტული შეძლებული პირები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი გავლენა, როგორც მედიაზე ასევე პოლიტიკაზე და მაგალითად დავით კეზერაშვილი მოჰყავს.

 

„მაგალითად, რომ ავიღოთ უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს, - ამ კანონის მიხედვით ოლიგარქად აუცილებლად ჩაითვლებოდა ცნობილი კეზერაშვილი, რომელსაც აქვს 85 მილიონზე მეტი. ეს არის ამ კანონით დადგენილი ზღვარი. მას აქვს საკუთრებითი უფლებები მედიის მიმართ და ეს მედია პირდაპირ არის პოლიტიკურ პროცესში ჩარეული“, - ამბობს კობახიძე.

 





მსგავსი სიახლეები
"მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია"
"რიგგარეშე არჩევნები არის გამოსავალი" - სერგო ჩიხლაძე
"კანონი აღარ მოსწონთ?- გაანადგურებენ, პრეზიდენტი აღარ მოწონთ? - ჩადებენ მიწაში, ევროკავშირი აღარ მოწონთ? - საქართველოში ომის გამჩაღებლობას დააბრალებენ"
"აშშ-ში ისეთი „გორდიას კვანძი“ იკვრება, რომლის გახსნაც სერიოზული კატაკლიზმების გარეშე წარმოუდგენლად გამოიყურება"
"ვადასტურებთ მზადყოფნას, გავცეთ ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი" - უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს
" „ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც უამრავი თვალსაზრისით დასაცინი გახდა, თუმცა მალე სიდიადეს დავიბრუნებთ"- დონალდ ტრამპი
"ამერიკის ისტორიაში არცერთი ყოფილი პრეზიდენტის რეზიდენციაში რეიდი არ ჩატარებულა"- მაიკ პენსი
"ზონდერ" მელიასგან და ავაზაკი ადამიანისგან ვერავითარ შეგონებას ვერ მოვისმენ"- გია ცაგარეიშვილი
თავდაცვის სამინისტო განცხადებას ავრცელებს
"ეს არის ღალატი" - ელენე ხოშტარია
„ოპოზიციის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“ - ირაკლი ხელაძე დაგეგმილ მშენებლობაზე
"ხელისუფლება ყიდის ჯარისკაცებს, ცალობით აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს"- ნიკა მელია
" საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება"- კელი დეგნანი
"სიმართლე არის საქართველოს მხარეს"- რატი ბრეგაძე
"აშშ ვერ იტყვის ივანიშვილზე ან სხვაზე – არის თუ არა ოლიგარქი" - კელი დეგნანი
"ნატო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან" - ხავიერ კოლომინა
"2008 წელს, საერთაშორისო გამოხმაურება სუსტი კი არ იყო, საერთოდ არ ყოფილა" - როგორ აფასებს აგვისტოს ომს ისტორიკოსი 14 წლის შემდეგ
რამდენიმე „ინტერ-სუბიექტური“ სიმართლე აგვისტოს ომზე
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს
„ევროპული ზამთარი პუტინისთვის შეიძლება გაზაფხული გახდეს“ - ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი