
"როგორ შეიძლება აქ საერთოდ რამეზე ვილაპარაკოთ, როდესაც ბურჯანაძე, პაატა ბურჭულაძე და ეს ხალხი პროევროპულობას უწუნებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც როგორც არასდროს, ისე დააახლოვა ევროპასთან და ჩვენს მთავარ მიზანთან. ეს იგივეა, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი მონოგამიაზე ლაპარაკობდეს"– - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ მედიასთან რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერმა პოლარიზაციის შესამცირებლად აიღო პასუხისმგებლობა, ოპოზიციამ ეს "თემა ეგრევე ჩაკეტა."
„ამ ხალხის მიზანია მოვიდნენ ხელისუფლებაში. გამოვიდა პრემიერი, გააკეთა განცხადება, აბსოლუტურად ყველაფერზე აიღო პასუხისმგებლობა, ყველაფერზე გახსნა კარი, ყველანაირ დიალოგზე. ოპოზიციურ არხების სტუდიებში სიარულზე გამოთქვა მზაობა, აბსოლუტურად ყველაფერზე, რაც შეამცირებდა პოლარიზაციას, რაც ხელშესახებ შედეგებამდე მიგვიყვანდა, რომ ჩვენს პარტნიორებს ეს ჩვენი მზაობა უკეთ დაენახათ, მაგრამ ეგრევე ჩაკეტეს თემა“, - განაცხადა გამსახურდიამ.
მსგავსი სიახლეები



















