
"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი
ავტორი: დავით ზარდიაშვილი
ბიძინას არჩევამ ნაც აგრესიის მთავარ სამიზნედ და "დეოლიგარქიზაციიამ" - მათი ახალი "რევოლუციის" მთავარ სტრატეგიად, ხალხის ბრბოდ გადაქცევის ტენდენციას მისცა დასაბამი.
ეს ტენდენცია უკვე მკაფიოდ იკვეთება მოლიბერალო ე.წ. შუაშისტებში. მოდაში შემოდის ბიძინას ლანძღვა და რაც ყველაზე მძიმეა და ამაზრზენი, მისი ქველმოქმედების ბოროტმოქმედებად სახელდება; რასაკვირველია, ამას ნაცები იმთავითვე, ბიძინას საჯარო სივრცეში გამოჩენისთანავე სჩადიოდნენ, მაგრამ დღეს მათ შეძლეს გარკვეული კატეგორიის, ძირითადად მოლიბერალო და "პროევროპული" განწყობის ხალხის დიდი ნაწილის აყოლიება; მიაღწიეს იმას, რომ ასეთი კატეგორიის ხალხი დააბნიეს და ისინი, სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ბრბოს: არა მხოლოდ ბიძინა, არამედ ნებისმიერი, ვინც მიიჩნევს, რომ მისი ქველმოქმედება სიკეთეა და არა ბოროტება, ხდება მათი განურჩეველი, უკვე სოციალური, ფაქტობრივად - კლასობრივი, ზიზღისა და აგრესიის ობიექტი.
ასე მაგალითად: გუშინ ერთმა მეგობარმა, რომელიც თანამოაზრედ მიმაჩნდა და არაერთგზის მინახავს კიდეც თუნდაც ანტი-ნაცურ აქციებზეც, თავის ფბ კედელზე მწარედ გალანძღა ბიძინაცა და რაც მთავარია, ანონიმურად, კონკრეტული სახელით მოხსენიების გარეშე - ვინმე "ცნობილი სპორტსმენი", მისი სახით კი ყველა ის დამსახურებული ადამიანი, მთელი ის სოციალური ფენა, რომელიც ბიძინას ქველმოქმედების ბენეფიციარი და ღირსეულად დამფასებელიცაა;
რასაკვირველია, პოლიტიკური თვალსაზრისით - ეს ახალი ნაცური რევოლუცია აბსოლუტურად უპერსპექტივოა. მაგრამ ნაცების მიერ გაღვიძებული ბოროტი ტენდენცია გაცილებით უფრო დამანგრეველი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თუნდაც მათი ე.წ. რევოლუციაა: თუ ამ ტენდენციამ ფეხი მოიკიდა და იმძლავრა, ე.ი. ხალხმა სახე დაკარგა და ბრბოდ, რომელსაც შავისა და თეთრის, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა არ ძალუძს, იქცა - ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავს ის "ევროპული 12 პუნქტიცა" და საერთოდ, ნებისმიერი პოლიტიკური პროგრამა თუ ეროვნული პროექტი.
პოლიტიკური ფორმის მიუხედავად, რომელიც ნებისმიერი შეიძლება იყოს, მიღწეული იქნება მტრული, ანტი-ქართული "პროექტის" ძირითადი ამოცანა - ქართველი ხალხის სახის წაშლა და მისი ბრბოდ, ე.ი. უსახურ მასად, რომელსაც მხოლოდ ინსტინქტებითა და აფექტებით ძალუძს ველურ მდგომარეობაში ყოფა, გადაქცევა. ასეთ ბრბოს სჯული, ე.ი. კონსტიტუცია და სამართალი არა სჭირდება, არამედ "ლინჩის წესია" მისთვის სამართლის უზენაესობა. რადგან სჯულს არ მისდევს, კონსტიტუციას არა ცნობს, ბრბოს თავშესაფარი სჭირდება და არა სახელმწიფო. ხოლო ბრბოთა თავშესაფრისკენ ნაცების რეჟიმია, ხოლო დიდ მასშტაბში - რუსეთი! თუკი რაღა თქმა უნდა, ანტი-სასწაული არ მოხდა და ასეთად ევროკავშირი არ იქცა. რისი საშიშროებაც, თუკი საქართველოსთან მათი დამოკიდებულებით, განსაკუთრებით იმ ანტი-ქართული რეზოლუციის მაგალითზე და ახლა "დეოლიგარქიზაციის" აბსურდული მოთხოვნით თუ განვსჯით, უდავოდ არსებობს!
მსგავსი სიახლეები



















