"ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ პროექტი ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას ხელს შეუწყობს" - ლევან დავითაშვილი

ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ პროექტი ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია და ის ქვეყნის ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის უკეთესად გამოყენებას ხელს შეუწყობს - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ქართულ-ამერიკული პროდუქტი, როდესაც დაფინანსების კუთხით ამერიკის საფინანსო კორპორაცია გვყავს, როგორც პარტნიორი, ასევე წარმოდგენილია კორპორაცია Gazelle Finance, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წარმატებით დაფინანსებას ახორციელებს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ სერტიფიცირების პროცესის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე, Gazelle Finance-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი, ასევე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და საქაერონავიგაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ სერტიფიცირების პროცესის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პროექტი, ფაქტობრივად, პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც კრიზისულ მდგომარეობაში ძალიან ბევრი კომპანია იყო და ბევრი ახალი ავიაკომპანიის დაფუძნებას ვერ გაბედავდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ის ეკონომიკური გარემო და ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ალბათ იძლეოდა სტიმულს, რომ ინვესტორებს თამამი ნაბიჯები გადაედგათ და ამას მხარი ამერიკელმა პარტნიორებმაც დაუჭირეს. შედეგად, ჩვენ ავიაგადაზიდვების სფეროში ახალი, თანამედროვე საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია მივიღეთ, რომელიც, ვფიქრობ, თავის სიტყვას ნამდვილად იტყვის და ქვეყნის ლოგისტიკური პოტენციალის უკეთესად გამოყენებას და საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალის მეტად ათვისებას ხელს შეუწყობს“ , - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

სამინისტროს ცნობით, „კამექს ეარლაინსი“ ქართული კომპანიაა. ავიაბაზარზე ახალი გადამზიდავი კომპანიის გამოჩენა ამერიკულ საფინანსო კორპორაცია Gazelle Finance-თან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. „კამექს ეარლაინსის“ კუთვნილი Boeing 737-800 BCF თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ივლისის დასაწყისში მიიღო და მან პირველადი ტექნიკური დათვალიერებაც უკვე წარმატებით გაიარა.

 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „კამექს ეარლაინსი“ ბაზარზე უახლოეს მომავალში 4 ბორტით იქნება წარმოდგენილი და დროის მოკლე მონაკვეთში სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მულტიმოდალური სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას მოახერხებს.

 

„ვხედავთ, რომ ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი დღეს არის სატრანსპორტო სფეროში გაზრდილი მომსახურებიდან შემოსავლები - იგულისხმება საზღვაო, სარკინიგზო, სახმელეთო გადაზიდვები და, რა თქმა უნდა, აქ თავის სიტყვას ასევე საავიაციო გადაზიდვები ამბობს და ვფიქრობ, რომ უკეთესი კოორდინაციის პირობებში კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეგვიძლია,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, თბილისი, როგორც ერთ-ერთი ლოგისტიკური ცენტრი, ნამდვილად ყალიბდება - უკვე ექვსი ასეთი ავიაკომპანიაა დაფუძნებული, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და ყველა მათგანი არის ძალიან წარმატებული სატვირთო, სატრანსპორტო, საავიაციო გადაზიდვების სფეროში.

 

ვიცე-პრემიერის თქმით, ამას სატვირთო გადაზიდვებში ჩართული ავიაკომპანიების მხრიდან ქუთაისის მიმართულებით მზარდი ინტერესი ემატება და ორი ცენტრი ნამდვილად ხელს შეუწყობს რეგიონის, როგორც სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის გაძლიერებას, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე გვაქვს პირდაპირი კავშირები ისეთ მნიშვნელოვან ცენტრებთან, როგორიცაა ფრანკფურტი, სტამბოლი, ბაქო, ჩინეთის ქალაქები, რაც მომავალში ტვირთნაკადების კიდევ უფრო გაზრდას ხელს უწყობს.

 

აღსანიშნავია, რომ „კამექს ეარლაინსი“ პირველი კომერციული ფრენის შესრულებას აგვისტოს მეორე ნახევარში გეგმავს. კომპანიის ინფორმაციით, საინვესტიციო პროექტის შედეგად, ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკას უკვე 100 მლნ ლარის მოცულობის აქტივი შეემატა, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა 150-ს მიაღწევს.





მსგავსი სიახლეები
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს? - ნახეთ უცხოური ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8372 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 სექტემბრისთვის
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოში ყურძნის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8261 ლარი გახდა
"საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში უზბეკეთის ტვირთი თითქმის გაორმაგდა"- გურამ გურამიშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8301 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8299 ლარი გახდა
"მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად" - ლევან დავითაშვილი
"დღეს შევუერთდით მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას როგორც დონორი ქვეყანა"- ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8378 ლარი გახდა
"რომ არა ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, ორიენტირებული ბიზნესზე და ექსპორტ ჩანაცვლებად სტრატეგიაზე, შესაძლებელია დღეს, არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი გვქონოდა"
2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა - ფინანსთა მინისტრი
"ვერ დაინახო და არ აღიარო ეს მიღწევები უმადურობა და დაუნახავობაა" - ანდრია გვიდიანი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8342 ლარი გახდა
"ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან" - ლევან დავითაშვილი