"მთავარ გამოწვევას დღეს მაინც ინფლაცია წარმოადგენს"- გიორგი ცუცქირიძე

მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარებით მიმდინარეობს, გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის, საერთაშორისო ტურიზმის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, მთავარ გამოწვევას დღეს მაინც ინფლაცია წარმოადგენს, – ასე ეხმიანება   სოციალურ ქსელში ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, საქსტატის მიერ  გამოქვეყნებულ მონაცემებს 

როგორც ის განმარტავს, ლარის გამყარებამ ინფლაციაზე გარკვეულწილად დადებითი ეფექტი მოახდინა.

 

“მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც ლარის გაცვლითი კურსის გამყარებით მიმდინარეობს, გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტის, საერთაშორისო ტურიზმის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფონზე, მთავარ გამოწვევას დღეს მაინც ინფლაცია წარმოადგენს.


2022 წლის ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა, წლიური ინფლაციის დონე წინა თვესთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.


არაერთხელ აღმინიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ომის შედეგად წნეხი ინფლაციაზე გაიზარდა. სანქციების და მიწოდების ჯაჭვების რღვევის ფონზე ნავთობის ფასები ივლისში 46%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ამასთან, 2022 წლის ივნისში FAO-ს სასურსათო პროდუქციის ფასების ინდექსი 23.1%-ით გაიზარდა.

 


გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთან მაღალი ინფლაცია დიდწილად ეგზოგენურ ფაქტორს წარმოადგენს, ლარის გამყარების დადებითი ეფექტი ინფლაციაზე აისახა და იმპორტირებული საქონლის ინფლაციის შენელებას შეუწყო ხელი.
ნიშანდობლივია, რომ თუ წლის პირველ კვარტალში ზრდის სარეკორდო 14.9 პროცენტიანი მაჩვენებლით, ასევე პირველ 6 თვეში ეკონომიკური ზრდის 11.2 პროცენტიანი მაჩვენებლით არა თუ რეგიონში, ან ევროპაში ვართ პირველ ადგილზე, არამედ მსოფლიოში წამყვანი 5 ქვეყანას შორისაც ვიმყოფებით, ინფლაციის დაწების დონითაც ვლიდერობთ და დადებით ტენდენციას ვინარჩუნებთ.


მაშინ როდესაც ინფლაციამ არაერთ ქვეყანაში არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ
2022 წლის ივნისში თურქეთში ინფლაცია 78.6% იყო, რუსეთში 15.9%, უკრაინაში 21.5%, სომხეთში 10.3%, აზერბაიჯანში 14.2%, ბელარუსში 17.6%, მოლდოვაში 31.8% და ესტონეთში 21.9% იყო.


ევროკავშირის ქვეყნებში ინფლაცია 15- 20%-ის ფარგლებშია, ამერიკაში რეკორდულია 9%, ბრიტანეთში 9,4%, რაც არ ყოფილა ბოლო 40 წლის მანძილზე.


მიმაჩნია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოს მაღალ ორნიშნა ნიშნულთან იქნება, ინფლაციაც შემცირების ტენდენციებს შეინარჩუნებს, საგარეო ფაქტორების მილევის შედეგად და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, თუმცა ბუნებრივია, წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება”, – წერს ცუცქირიძე.





მსგავსი სიახლეები
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს? - ნახეთ უცხოური ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8372 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 სექტემბრისთვის
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოში ყურძნის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8261 ლარი გახდა
"საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში უზბეკეთის ტვირთი თითქმის გაორმაგდა"- გურამ გურამიშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8301 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8299 ლარი გახდა
"მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად" - ლევან დავითაშვილი
"დღეს შევუერთდით მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას როგორც დონორი ქვეყანა"- ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8378 ლარი გახდა
"რომ არა ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, ორიენტირებული ბიზნესზე და ექსპორტ ჩანაცვლებად სტრატეგიაზე, შესაძლებელია დღეს, არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი გვქონოდა"
2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა - ფინანსთა მინისტრი
"ვერ დაინახო და არ აღიარო ეს მიღწევები უმადურობა და დაუნახავობაა" - ანდრია გვიდიანი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8342 ლარი გახდა
"ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან" - ლევან დავითაშვილი