ნავთობი იაფდება? - რა ღირს საწვავი საქართველოში

კვირის დასაწყისიდან მოყოლებული მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ იაფდება. შემცირდა ფასები როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე.

 

თბილისის დროით 10:00 საათისთვის Brent-ის ტიპის საწვავი ბარელზე 96,64 დოლარი ღირს. ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ფასი და ამ დროისთვის 90,71 დოლარს შეადგენს ბარელზე.

 

ფასების კლების ერთ-ერთი მიზეზი ოპეკ+ის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც სექტემბრიდან წევრი ქვეყნები ნავთობის წარმოებას მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდიან.

 

რაც შეეხება საქართველოს, ავტოგასამართ სადგურებზე ფასის მნიშვნელოვანი შემცირება არ შეიმჩნევა, გარკვეული კატეგორიის საწვავის ფასი კვლავ 4 ლარზე მეტია.

 

უფრო კონკრეტულად,  გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ფასი დაგხვდებათ სხვადასხვა ავტოგასამართ სადგურზე:

 

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 4 ლარია; „რეგულარი“ – 3.75; სუპერი – 4.25; ევრო-დიზელი კი 4.65 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 4.60 ლარია.

 

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 4.63 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 4.74 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 4.19 და 3.75 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 4.28 ლარი შეადგინა.

 

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 3.99 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 3.79 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 3.59; ხოლო „სუპერის“ ფასი 4.29 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 4.47 და 4.57 ლარია.

 

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ - 4 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ - 3.75 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი - 4.62 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავის კი – 4.25 ლარია.

 

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 4.67 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” – 4.60 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 4.19 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი - 3.80 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 4.29 ლარი ღირს.





მსგავსი სიახლეები
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს? - ნახეთ უცხოური ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8372 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 სექტემბრისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 სექტემბრისთვის
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
საქართველოში ყურძნის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 სექტემბრისთვის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8261 ლარი გახდა
"საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში უზბეკეთის ტვირთი თითქმის გაორმაგდა"- გურამ გურამიშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8301 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8299 ლარი გახდა
"მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად" - ლევან დავითაშვილი
"დღეს შევუერთდით მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას როგორც დონორი ქვეყანა"- ლევან დავითაშვილი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8378 ლარი გახდა
"რომ არა ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, ორიენტირებული ბიზნესზე და ექსპორტ ჩანაცვლებად სტრატეგიაზე, შესაძლებელია დღეს, არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი გვქონოდა"
2022 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5%-მდე გაიზარდა - ფინანსთა მინისტრი
"ვერ დაინახო და არ აღიარო ეს მიღწევები უმადურობა და დაუნახავობაა" - ანდრია გვიდიანი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8342 ლარი გახდა
"ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან" - ლევან დავითაშვილი