"თხოვნა მაქვს, - ფეხქვეშ არავის გავეგოთ" - გიორგი ბერძენიშვილი

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, გიორგი ბერძენიშვილი, საკუთარ გვერდზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

მე ვიცი, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ, სტუმარ-მასპინძლობა ჩვენ რომ ვიცით, ასეთი მსოფლიოში არ არსებობს. მასპინძელი ოდითგანვე ბოლო კაპიკს იღებდა, რომ სტუმარი დაეპურებინა, პატივი ეცა... კულტურა უმაგრესი გვაქვს, რომელსაც ანალოგი არ აქვს, არც კავკასიაში და არც რომელიმე რეგიონში.

 

მოყვრობა ვიცით, ამასაც ანალოგი არ აქვს. მტრობა ვიცით, მართლაც რომ ჩვენს მტერს... სიტყვა ვიცით, სიმღერა, ცეკვა…. მოლხენა… ჩხუბი… ყველაფერი კარგად გამოგვდის, მაგრამ უმეტესწილად ზედმეტობაში გადაგვდის ეს. ქართველი რომ ქართველს ისე ექცეოდეს, როგორც სტუმარს, რომელიც ღვთისაა ჩვენი გაგებით, ამდენი მტრობა არ გვექნებოდა.

 

მეგობრებო, 2016 წელს, როდესაც მე, ჩემი ძმაკაცი და მისი მამა ჩავედით გერმანიაში, მანდ მივხვდი, რომ მე არ ვარსებობ. კი, გერმანია მაგარია, ეკონომიკურადაც და სხვა ბევრ სფეროშიც, მაგრამ მოგიყვებით პატარა ისტორიას, რომელიც ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის… 

 

ჩავფრინდით ჰამბურგში და ჩავსხედით მატარებელში, - ბარგი გვაქვს აკიდებული ყველას, - დიდი ჩანთები... ვეძებთ ავტობუსების გაჩერებას და არ ვიცით სადაა. მე ვეცადე გამერკვია სად იყო ავტობუსების გაჩერება. მივედი ერთ ადამიანთან ბოდიშის მოხდით, მოწიწებით და ვთხოვე შეგიძლიათ ავტობუსის გაჩერება მიმასწავლოთ-თქო? - კარგად მახსოვს, კაცი იყო კარგად გამოწკეპილი (არც მე მეცვა ბომჟივით). კითხვის დასმა იყო და ამ კაცმა შუბლიდან ფეხის წვერამდე ჩამათვალიერა ჩუმად და გამიარა, ვიფიქრე ინგლისური არ ესმის და სხვას ვცდი-თქო. შემდეგ სხვას ვკითხე სხვამაც ასევე გააკეთა, - დამათვალიერა და გამიარა... მოკლედ რომ ვთქვა, 10 კაცზე მეტს ვკითხე ზუსტად, ვერ გეტყვით ციფრს, აღარ მახსოვს. ათივესგან იგივე დამოკიდებულება მივიღე. იცით რა გრძნობა დამეუფლა? ის, რომ მე არარაობა ვარ და ის, რომ მე არ ვარსებობ, - ჩემი ხმა რომ არ ესმოდათ, ჩემი სხეული რომ აღუქმელი იყო… იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ცარიელი ადგილი ვარ. არადა ჩავედით ჩვენი ოჯახების დაფინანსებით რომ გვესწავლა, არც მოსაპარად ვიყავით და არც რაიმე სხვა დასაძრახი საქმისთვის.

 

საქართველოში კი, ნებისმიერი ეროვნების ადამიანი როდესაც მხვდებოდა და დახმარებას მთხოვდა, რაღაცის საპოვნელად ზუსტად იმავეს ვუკეთებდი. რა თქმა უნდა, გადავეჩვიე და ჩემში ეს ნაციონალისტური მიდგომა მოკვდა. თუმცა, თხოვნა მაქვს, რომ ფეხთქვეშ არავის გავეგოთ. არავის მივცეთ იმის საშუალება, რომ ჩვენი წაიღოს, ან სულ თუ არ წაიღოს - გააუფერულოს. კარგია ფულიც, კარგია ურთიერთობაც,  მაგრამ როდესაც უკვე ზედმეტს ვაკეთებთ, სიმახინჯეში გადადის და ჩვენი ერი არაა მახინჯი. 

 

ეს ისტორია კი, რაც მოვყევი ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც გერმანიაში გამოვიარე, - განვითარებულ სახელმწიფოში, სადაც სოლიდარობა უპირველესი დევიზია", - წერს გიორგი ბერძენიშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
"კვდებოდა ულამაზესი სოხუმი, რომელსაც ომი არ უყვარდა, რომელსაც ზღვა უყვარდა, ყავა უყვარდა ზღვიდან იოდისნარევ ბრიზში მირთმეული, სოხუმს იუმორი უყვარდა, ქალაქურ-ზღვაური" -კახა კვაშილავა
"დაბრუნდი დავით!" -ვის მიმართავს გიორგი ვაშაძე
„მელიას ფლანგი, მისი ნორჩი ნაციონალებით, ცდილობს კეზერაშვილისგან დისტანცირებას" - ამირან სალუქვაძე
"პატივცემულო, რა გინდა, რას ერჩი ამ სპორტს?" - დავით ხვადაგიანი თეა წულუკიანს
"გაერო-ში ააგდეს რუსეთი და არ დაუშვეს! ტკეპნეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით"
"ამ ამბავმა გადაფარა პუტლერის მობილიზაციაც, ბაიდენის და თვითონ ზელენსკის გაეროში გამოსვლებიც!"
"იქნებ ჰკითხოთ ვინმემ, რამდენი ქართველის სიცოცხლე შეეწირება აქ 10 000 რუსი სამხედროს "დაბმას"
"სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ უთხრა „ნაცების“ ქუჩის აქტივისტებს - დემოკრატიის პროცესის მონაწილეებმა პატივი უნდა სცენ ეროვნულ კანონმდებლობას"
"ვეთანხმები კახა კალაძეს, ნება უნდა ვიბოძოთ და მოვითმინოთ"
"დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა"
"უცნაურ „ფენომენთან" გვაქვს საქმე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სახით" - ლევან ნიკოლეიშვილი
"იმის მაგივრად, რომ საზოგადოება არ დაზაფრონ, პოლიტიკური განცხადებების კეთება დაიწყო ზოგიერთმა ნაძირალამ"- ზურაბ ქადაგიძე
"მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3 კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის"
"ღალატი და უსამშობლოობის მორიგი გამოხატულებაა შსს-ს აგდებულად და ცინიკურად მოხსენიება" - დავით ქართველიშვილი
"გვიანია იმაზე საუბარი, რა უნდა ექნა მსოფლიოს გუშინ, ახლა საფიქრალია როგორ უნდა იმოქმედო დღეს და ხვალ"
„არადა სიღატაკისთვის ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული , ვითომ“- დავით ფანჯაკიძე
"ვისაც ნენსის ცრემლის სიანკარის, მისი გრძნობების სიალალის არ გჯერათ, ყველანი პუტინის აგენტები ხართ"-სოსო მანჯავიძე
"ხერსონში შეიძლება ჩვენებმა ხარკოვზე ბევრად დიდი მასშტაბის გამარჯვება მოიპოვონ"- მიხეილ სააკაშვილი
"ვაჟკაცურად იმის განცხადება სჯობს, რომ საქართველომ ვერ შეძლო და ვერც მოახერხებს დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას"
"რა იყო ეს, ქალბატონო ელჩო დეგნან - რუსული პროპაგანდა თუ დემოკრატია?!" - გოგა ხაინდრავა აშშ-ს ელჩს