რამდენიმე „ინტერ-სუბიექტური“ სიმართლე აგვისტოს ომზე

"ჯორჯია თაიმსის" ბლოგი


ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

აგვისტოს ომზე რამდენიმე „ინტერ-სუბიექტური“ სიმართლე არსებობს. დღევანდელი პოსტ-ეპოქა იმიტომაა ის, რაც არის, რომ სიმართლე და პოსტ-სიმართლე აღარ განირჩევა. პოსტ-სიმართლე - ყოველთვის კონიუნქტურულია, ამოდის იქიდან, ვის  რა „აწყობს“ და არა ობიექტური სინამდვილიდან; ეს ყოველთვის სავალალოა, რადგან ასეთი, კონიუნქტურული „ინტერ-სუბიექტურობა“, საბოლოო ჯამში რეალობასა და მაშასადამე ყოფიერებას, ცნობიერებიდან  უმოწყალოდ დევნის და ადამიანები კონიუნქტურულ მოჩვენებებში ცხოვრობენ, რის გამოც თავადაც მოჩვენებებად იქცევიან....

 

...აგვისტოს ომზე ტალიავინის დასკვნა - ყველაზე ახლოს არის ობიექტურ სინამდვილესთან. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ, ვინაიდან კონიუნქტურულად - საქართველოს ეს დასკვნა თურმე „არ აწყობს“ (რაც არასწორია!) , სიმართლეს მაინც პოსტ-სიმართლეს ვამჯობინებთ. მაგრამ: სიმართლე არ დაიმალება და  მით უმეტეს,  ვერანაირი ქაჯთა ყაყანი მას ვერ ჩაახშობს. 

 

აგვისტოს ომში რომ სააკაშვილი რეჟიმმა სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა - სამართლის, სამართლიანობისა და სიმართლის პოზიციებიდან უდავოა. მან 7-ში ღამით, როგორც ეს წერია ტალიავინის დასკვნაში და ასევე იმ ავადსახსენებელი რეზოლუციის მე-5 პუნქტიც მიანიშნებს, ვინაიდან ეს ობიექტური სინამდვილეა - გასცა ანტი-კონსტიტუციური სამხედრო ბრძანება ქ. ცხინვალზე შეტევითი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. 

 

ნებისმიერი ლოგიკით, იმისდა მიუხედავად, იყო თუ არა 7-შივე სახეზე რუსეთის სამხედრო შემოჭრა, სააკაშვილის ეს სამხედრო ბრძანება საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ ანტი-კონსტიტუციურია და თავისი უმძიმესი შედეგებიდან გამომდინარე, ვინაიდან ამას მოჰყვა საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური კრახი, ცალსახად წარმოადგენს სახელმწიფო ღალატს. რატომ არის ეს ობიექტური შეფასება ნებისმიერი ლოგიკით, ძალზე მარტივი ასახსნელია: 

 

თუ დაუშვებთ, რომ 7-ში უკვე სახეზე იყო რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია და საგარეო თავდასხმა საქართველოზე, სააკაშვილი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ, შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე ტელეფონოგრამით გადაცემული სამხედრო ბრძანების გაცემისთანავე, დაესაბუთებინა ეს მტრის მოგერიების  გარდაუვალი აუცილებლობით და გამოეცხადებინა საომარი მდგომარეობა:  ასევე: ყველა საშინაო თუ საგარეო არხით, ყველა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით, უწყვეტ რეჟიმში ემეორებინა, რომ რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი. მან ეს შეგნებულად არ გააკეთა.  უარესიც: 9 აგვისტოს ბრძანებულებით, რითაც საქართველოში გამოცხადდა საომარი მდგომარეობა, შავით თეთრზე ჩაწერა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო შემოჭრა განხორციელდა 8 აგვისტოს, ანუ: თუ სამხედრო აგრესია სახეზე იყო 7-ში, მან მსოფლიოსა და საქართველოს, შეგნებულად, წინასწარი ბოროტი განზრახვით,  დანაშაულებრივად, მოღალატეობრივად, ვინაიდან მოქმედებდა აშკარად მტრის ინტერესებში,  დაუმალა,  რომ რუსეთის ფედერაცია 8 აგვისტომდე საქართველოს თავს დაესხა და სახეზე იყო საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტი; ცხადია - ეს წარმოადგენს კონსტიტუციის განსაკუთრებით უხეშ დარღვევას და სხვაგვარად, თუ არა სახელმწიფო ღალატად, ვერასგზით ვერ შეაფასებდა!

 

თუ გავყვებით თავად პრეზიდენტ სააკაშვილის 9 აგვისტოს ბრძანებულების, რითაც საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, ლოგიკას - 7 აგვისტოს სამხედრო ბრძანება, რაც მხოლოდ ტელეფონოგრამის მეშვეობით იქნა გადაცემული და არანაირო ოფიციალური დოკუმენტით, მათ შორის არც 9 აგვისტოს ბრძანებულებით,  დასაბუთებული არ ყოფილა, ცალსახად ანტი-კონსტიტუციურია, ვინაიდან უხეშად არღვევს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს, კერძოდ: კონფლიქტის დემილიტარიზებულ ზონაში, სადაც დგანან სამმხრივი სამშვიდობო ძალები, არათუ რაიმე სამხედრო ოპერაციის ცალმხრივად წამოწყება, არამედ - ერთი ჯარისკაცის დამატებით შეყვანაც კი, კატეგორიულად აკრძალულია. უარესიც: ამ საერთაშორისო ხელშეკრულების ძალით, კონფლიქტის ზონაში მშვიდობის დაცვის, მაშასადამე, რომელიმე მხარის უკანონო სამხედრო ოპერაციის შეჩერებისა და აღკვეთის პასუხისმგებლობა, როგორც მშვიდობის გარანტორს,  ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რის გამოც ცხინვალზე სამხედრო შეტევის საპასუხოდ პროპორციული სამხედრო ძალის, საჭიროების შემთხვევაში - თუნდაც არმიის, გამოყენება რუსეთის არა მხოლოდ უფლება, არამედ - საერთაშორისო ვალდებულებაც არის. რასაკვირველია, სააკაშვილმაც და მთელმა მისმა მთავრობამაც, შესანიშნავად იცოდა, რომ ცხინვალზე სამხედრო შეტევას გარდაუვლად მოჰყვებოდა რუსეთის სამხედრო პასუხი, ხოლო დიდი ალბათობით სამხედრო ძალის არაპროპორციული გამოყენებაც,  სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც მოხდა კიდეც. ამიტომაც, ამ ლოგიკითაც, რაც 9 აგვისტოს ბრძანებულებაშიც ცალსახად იკითხება, ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაშიც ასახულია და ტალიავინის დასკვნაც ამ ლოგიკას მისდევს, სააკაშვილის ანტი-კონსტიტუციური მოქმედება ვერასგზით სხვაგვარად ვერ შეფასდება თუ არა ამაზრზენ დანაშაულად - მტრის ინტერესებში მოქმედებად, საარაკო სახელმწიფო ღალატად.  

 

რასაკვირველია, საპირისპირო ე.წ. არგუმენტები, ვითომცდა სააკაშვილი მოქმედებდა შექმნილი გადაუდებელი  აუცილებლობიდან გამომდინარე და მას სხვა გზა და შესაძლებლობა, გარდა იმისა, რაც გააკეთა არა ჰქონდა, ელემენტარული დემაგოგიაა და აბსოლუტური სიცრუე. სააკაშვილი კონსტიტუციით ვალდებული იყო  ყველა ღონე ეხმარა და ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა, თავიდან აერიდებინა დამღუპველი, კატასტროფული შედეგების მომტანი ომი.  ამისათვის მას ჰქონდა ფართო შესაძლებლობები. ხოლო თუ ომი მაინც გარდაუვალი იყო, ეს უნდა გაკეთებულიყო კონსტიტუციისა და სამართლის ზედმიწევნით დაცვით. უწინარეს ყოვლისა, როგორც კი კონფლიქტის ზონაში ვითარება უკიდურესად გამწვავდა, სააკაშვილს საერთაშორისო დონეზეც, ყველა დიპლომატიური არხით და თუნდაც გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნით კატეგორიულად უნდა დაეყენებინა საკითხი რუსი სამშვიდობოებისათვის მანდატის შეწყვეტის თაობაზე და მკაფიო განეცხადებინა, რომ ვინაიდან რუსეთი არა მხოლოდ არღვევდა თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, არამედ ხელს უწყობდა ვითარების ესკალაციასა და სამშვიდობო მანდატს იყენებდა სეპარატისტების წასაქეზებლად, მათ შორის - სამხედრო დახმარების გაწევის გზებითაც,  საქართველო იძულებული ხდებოდა ცალმხრივად შეეწყვიტა დაგომისის ხელშეკრულება და საკუთარი ძალებით აღედგინა და დაეცვა წესრიგი კონფლიქტის ზონაში; პარალელურად, საქართველოს პარლამენტში მოეხდინა ე.წ. დაგომისის ხელშეკრულების დენონსაციის ინიცირება. როგორც კი  ამ წინმსწრებ ნაბიჯებს გადადგამდა, დიდი ალბათობით, თავად რუსები, რომლებიც კარგავდნენ საქართველოში სამხედრო ყოფნის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს,  მათ მარიონეტ სეპარატისტებს აიძულებდნენ პროვოკაციების შეწყვეტას და საქმე ომამდე არ მივიდოდა. მან ეს არ ქნა და ვინაიდან მოქმედებდა მტრული ინტერესებით, უკანონობის, ანტი-კონსტიტუციურობის გზას შეგნებულად დაადგა, რამაც კატასტროფამდე მიგვიყვანა. ამისათვის, ამ უდიდესი ღალატისათვის საქართველოს ისტორიაში,  მას პასუხი მოეთხოვება. 

 

ეს გახლავთ მწარე სიმართლე და რაც არ უნდა იყაყანონ ქაჯებმა, სიმართლეს ქვებიც კი იღაღადებენ და ამას ვერაფერი ჩაახშობს: სააკაშვილი არის საქართველოს ისტორიაში ნომერ პირველი მოღალატე. ეს არა პოსტ-სიმართლეა, არამედ ობიექტური სინამდვილე!

 





მსგავსი სიახლეები
"იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ოპოზიცია გასაცოდავებულია, ბიძინა ივანიშვილს აწყობს" - პაატა მანჯგალაძე
ნიკა მელია დავით კეზერაშვილს ღიად უპირისპირდება
რუსეთში ხვალიდან შესაძლოა, კაცებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალონ - მედია
ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს ბუნტს“ - ირანის პრეზიდენტი
"გახსოვდეთ, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს" - მარია ზახაროვა
მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია მახაჩყალაში - აქციაზე ისმის სროლის ხმაც
,,კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა დალია ჩემთვის ჩაილურის წყალი" - ელისო კილაძე
,,ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში'' - ბაჩო დოლიძე
,,ამ ქალს ჰქვია მრავალმხრივი აგენტი!''- ედიშერ გვენეტაძე
,,ელენა გეორგიევნა ხოშტარია არის ოლიგარქების და პუტინის აგენტი'' - სვიმონ ჯანგულაშვილი
,, რუსული რუბლის გადახურდავებით დაღლილმა ელენე ხოშტარიამ, დაფინანსების მეორე წყარო ამხილა'' - თამთა მეგრელიშვილი
იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
,,კარგია აღსარებები'' - გია აბაშიძე ელენე ხოშტარიაზე
ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვრებს, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც - ადამ კინზინგერი
,, ყარს ოპოზიცია, ყარს და მათ უნდოდა დროებითი მთავრობა?'' - ნინო ფოჩხუა
,,არ გამოუვიდა, წინ ეს კაცი გადაეღობა, ფოტოზე რომ ხედავთ“ - გელა ზედელაშვილი თეიმურაზ კუპატაძეზე
ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა - ზაალ ანჯაფარიძე
ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს - დავით ქართველიშვილი
პუტინმა სტუდენტებს მობილიზაცია გადაუვადა | რუსული მედია
''მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ''- ხოშტარია კეზერაშვილზე