" საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება"- კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატები იყო და არის საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი,- ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. 

 

"ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან ღიად ვსაუბრობდით. ფაქტობრივად, საქართველოს ამერიკაზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს და ეს არ შეიცვლება. ეს იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს ევროპული მომავლის. ეს არის საქართველოს ისტორია. ეს არის ის, რაც ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და ეს არის საქართველოს ბედი. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოსთან, როგორც ქვეყნის მტკიცე მეგობარი, რათა დავეხმაროთ იმ მოთხოვნების შესრულებაში, რაც NATO-სა და ევროკავშირის წევრობის ნაწილია. ეს არ არის ადვილი პროცესი, ეს NATO-ს ნებისმიერ მოკავშირესა თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს შეუძლია, დაადასტუროს. ეს ძალიან მომთხოვნი პროცესია და მას სჭირდება ყველა დაინტერესებული მხარის პოლიტიკური ნება და დიდი ძალისხმევა არამხოლოდ პოლიტიკური პარტიებისა, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების.

 

ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნები იმისთვის, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს NATO-ს მოკავშირეებთან ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას მიაღწევს და აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ გზაზე. საბოლოო ჯამში, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწევთ დიდი სამუშაოს შესრულება",- განაცხადა ელჩმა "ფორმულასთან" ინტერვიუში.





მსგავსი სიახლეები
"იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ოპოზიცია გასაცოდავებულია, ბიძინა ივანიშვილს აწყობს" - პაატა მანჯგალაძე
ნიკა მელია დავით კეზერაშვილს ღიად უპირისპირდება
რუსეთში ხვალიდან შესაძლოა, კაცებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალონ - მედია
ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს ბუნტს“ - ირანის პრეზიდენტი
"გახსოვდეთ, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს" - მარია ზახაროვა
მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია მახაჩყალაში - აქციაზე ისმის სროლის ხმაც
,,კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა დალია ჩემთვის ჩაილურის წყალი" - ელისო კილაძე
,,ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში'' - ბაჩო დოლიძე
,,ამ ქალს ჰქვია მრავალმხრივი აგენტი!''- ედიშერ გვენეტაძე
,,ელენა გეორგიევნა ხოშტარია არის ოლიგარქების და პუტინის აგენტი'' - სვიმონ ჯანგულაშვილი
,, რუსული რუბლის გადახურდავებით დაღლილმა ელენე ხოშტარიამ, დაფინანსების მეორე წყარო ამხილა'' - თამთა მეგრელიშვილი
იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
,,კარგია აღსარებები'' - გია აბაშიძე ელენე ხოშტარიაზე
ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვრებს, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც - ადამ კინზინგერი
,, ყარს ოპოზიცია, ყარს და მათ უნდოდა დროებითი მთავრობა?'' - ნინო ფოჩხუა
,,არ გამოუვიდა, წინ ეს კაცი გადაეღობა, ფოტოზე რომ ხედავთ“ - გელა ზედელაშვილი თეიმურაზ კუპატაძეზე
ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა - ზაალ ანჯაფარიძე
ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს - დავით ქართველიშვილი
პუტინმა სტუდენტებს მობილიზაცია გადაუვადა | რუსული მედია
''მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ''- ხოშტარია კეზერაშვილზე