„ოპოზიციის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“ - ირაკლი ხელაძე დაგეგმილ მშენებლობაზე

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე დედაქალაქის ნაძალადევის და დიდუბის რაიონებში მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა,  ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სერიოზული მცდელობა. 

 

„მე როგორც ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარს, ბევრი ვერ შემეცილება ამ რაიონის სიყვარულში და იმ კონკრეტული არეალის სამომავლოდ განვითარების სურვილში. მოგახსენებთ, რომ დავიბადე და გავიზარდე სწორედ იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც აღნიშნული მშენებლობა უნდ განხორციელდეს. მე მახსოვს თუ რა ხდებოდა ამ ტერიტორიაზე და ზოგადად ხალხის განწყობა იყო, რომ ეს ტერიტორია უნდა განვითარებულიყო.


აზრს მოკლებულია მცდელობები, რომლითაც ოპოზიცია გამოირჩევა. აქ მთავარი სამუშაო არის წინ. ტექნიკური დეტალები შესათანხმებელია და მე გპირდებით, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარი, პირველ რიგში დაინტერესებული ვიქნები, რომ რაიმე არასწორი ნაბიჯი არ იქნას გადადგმული. თქვენ ხედავთ, ბოლო წლებში, როგორც ვითარდება ქალაქი და ვერავინ შემოგვედავება, რომ ჩვენ ამ ქალაქისთვის ცუდი გვინდა,“- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.


საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს და ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.


„არის ალბათ იმ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რომელიც ოპოზიციას აქვს. მესმის რომ პერიოდულად, ოპოზიციას თემები აკლდება და ყველა ხავსს ეჭიდება, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.


რა თქმა უნდა, ეს ტერიტორია უნდა განვითარდეს გენერალური გეგმის შესაბამისად და აუცილებლად რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ როგორც დავიცავთ პროექტის შეთანხმების და დამტკიცების ეტაპებზე ჩვენს პოზიციებს, მათ შორის საზოგადოებრივ პოზიციებს, ყველა კარგად იხილავს,“- დასძინა ირაკლი ხელაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
"იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ოპოზიცია გასაცოდავებულია, ბიძინა ივანიშვილს აწყობს" - პაატა მანჯგალაძე
ნიკა მელია დავით კეზერაშვილს ღიად უპირისპირდება
რუსეთში ხვალიდან შესაძლოა, კაცებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალონ - მედია
ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს ბუნტს“ - ირანის პრეზიდენტი
"გახსოვდეთ, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს" - მარია ზახაროვა
მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია მახაჩყალაში - აქციაზე ისმის სროლის ხმაც
,,კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა დალია ჩემთვის ჩაილურის წყალი" - ელისო კილაძე
,,ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში'' - ბაჩო დოლიძე
,,ამ ქალს ჰქვია მრავალმხრივი აგენტი!''- ედიშერ გვენეტაძე
,,ელენა გეორგიევნა ხოშტარია არის ოლიგარქების და პუტინის აგენტი'' - სვიმონ ჯანგულაშვილი
,, რუსული რუბლის გადახურდავებით დაღლილმა ელენე ხოშტარიამ, დაფინანსების მეორე წყარო ამხილა'' - თამთა მეგრელიშვილი
იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
,,კარგია აღსარებები'' - გია აბაშიძე ელენე ხოშტარიაზე
ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვრებს, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც - ადამ კინზინგერი
,, ყარს ოპოზიცია, ყარს და მათ უნდოდა დროებითი მთავრობა?'' - ნინო ფოჩხუა
,,არ გამოუვიდა, წინ ეს კაცი გადაეღობა, ფოტოზე რომ ხედავთ“ - გელა ზედელაშვილი თეიმურაზ კუპატაძეზე
ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა - ზაალ ანჯაფარიძე
ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს - დავით ქართველიშვილი
პუტინმა სტუდენტებს მობილიზაცია გადაუვადა | რუსული მედია
''მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ''- ხოშტარია კეზერაშვილზე