"ეს არის ღალატი" - ელენე ხოშტარია

ჩვენი ხელისუფლება ჩვენს მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს - ეს არის ღალატი, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი სამხედროს საბუთები რუსეთის ხელში მოხვდა.

 

ხოშტარიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტით დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთს შორის თანამშრომლობა არსებობს და მმართველი გუნდი ქართველ სამხედროებს საფრთხის წინაშე აყენებს.

 

„ჩვენ წლების განმავლობაში არაერთი საფუძვლიანი ეჭვი გვქონია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ სპეცსამსახურები რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. წლების განმავლობაში არც ერთი აგენტი არ გამოვლენილა. ჩვენ გვქონდა ტრისტან წითლაშვილის საქმე, როდესაც პრაქტიკულად დადასტურდა, რომ სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაცია რუსეთს გადაეცა. გვქონდა გია ცერცვაძის საქმე, როდესაც, ასევე, გადაეცა ჩვენი გმირი სამხედროს შესახებ რუსეთს. არა ერთი ფაქტი იყო იმის შესახებ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს. ასევე, ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროების მიმართ დამოკიდებულებას. დაღუპული სამხედროების მიმართ, რომლებსაც ჩამოასვენებენ ჩვენ ქვეყანაში და მათ არა თუ პატივს არ მიაგებენ, ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის ამ ბრძოლის მიმართ. ეს დამოკიდებულება და რაც ჩვენ გუშინ ვანახეთ, არის უკვე არა ეჭვი, არამედ ფაქტი. ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში დავინახეთ. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, რომელმაც დევნილები გამოყარა და ქალები და ბავშვები აწამა. ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად უკრაინა ებრძვის, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს „ქართული ოცნება“ კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს. ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს. მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

 

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ ეთერში გავიდა ინფორმაცია, რომ ქართველი ოფიცრის პირადი საქმე რუსული სპეციალური სამსახურების ხელში აღმოჩნდა. ტელეკომპანიის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმს მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან სრული წვდომა აქვს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.





მსგავსი სიახლეები
"იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ოპოზიცია გასაცოდავებულია, ბიძინა ივანიშვილს აწყობს" - პაატა მანჯგალაძე
ნიკა მელია დავით კეზერაშვილს ღიად უპირისპირდება
რუსეთში ხვალიდან შესაძლოა, კაცებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალონ - მედია
ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს ბუნტს“ - ირანის პრეზიდენტი
"გახსოვდეთ, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს" - მარია ზახაროვა
მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია მახაჩყალაში - აქციაზე ისმის სროლის ხმაც
,,კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა დალია ჩემთვის ჩაილურის წყალი" - ელისო კილაძე
,,ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში'' - ბაჩო დოლიძე
,,ამ ქალს ჰქვია მრავალმხრივი აგენტი!''- ედიშერ გვენეტაძე
,,ელენა გეორგიევნა ხოშტარია არის ოლიგარქების და პუტინის აგენტი'' - სვიმონ ჯანგულაშვილი
,, რუსული რუბლის გადახურდავებით დაღლილმა ელენე ხოშტარიამ, დაფინანსების მეორე წყარო ამხილა'' - თამთა მეგრელიშვილი
იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
,,კარგია აღსარებები'' - გია აბაშიძე ელენე ხოშტარიაზე
ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვრებს, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც - ადამ კინზინგერი
,, ყარს ოპოზიცია, ყარს და მათ უნდოდა დროებითი მთავრობა?'' - ნინო ფოჩხუა
,,არ გამოუვიდა, წინ ეს კაცი გადაეღობა, ფოტოზე რომ ხედავთ“ - გელა ზედელაშვილი თეიმურაზ კუპატაძეზე
ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა - ზაალ ანჯაფარიძე
ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს - დავით ქართველიშვილი
პუტინმა სტუდენტებს მობილიზაცია გადაუვადა | რუსული მედია
''მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ''- ხოშტარია კეზერაშვილზე