თავდაცვის სამინისტო განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ:

 

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანიამთავარისეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებითნაციონალურმა მოძრაობამდა მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში.

 

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო.  არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში  შესაბამისი სამსახური დაადგენს.

 

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიამთავარისწერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი დანაციონალური მოძრაობაარ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ. სამწუხაროა, რომ ტელეკომპანიამთავარიდანაციონალური მოძრაობაკვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ.

 

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
"იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ოპოზიცია გასაცოდავებულია, ბიძინა ივანიშვილს აწყობს" - პაატა მანჯგალაძე
ნიკა მელია დავით კეზერაშვილს ღიად უპირისპირდება
რუსეთში ხვალიდან შესაძლოა, კაცებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალონ - მედია
ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს ბუნტს“ - ირანის პრეზიდენტი
"გახსოვდეთ, რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს" - მარია ზახაროვა
მობილიზაციის საწინააღმდეგო აქცია მახაჩყალაში - აქციაზე ისმის სროლის ხმაც
,,კიდევ ერთმა პოლიტიკოსმა დალია ჩემთვის ჩაილურის წყალი" - ელისო კილაძე
,,ვის ვისთანაც უნდა მეგობრობა თუ პარტნიორობა, აბსოლუტურად თავისუფალია თავის არჩევანში'' - ბაჩო დოლიძე
,,ამ ქალს ჰქვია მრავალმხრივი აგენტი!''- ედიშერ გვენეტაძე
,,ელენა გეორგიევნა ხოშტარია არის ოლიგარქების და პუტინის აგენტი'' - სვიმონ ჯანგულაშვილი
,, რუსული რუბლის გადახურდავებით დაღლილმა ელენე ხოშტარიამ, დაფინანსების მეორე წყარო ამხილა'' - თამთა მეგრელიშვილი
იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
,,კარგია აღსარებები'' - გია აბაშიძე ელენე ხოშტარიაზე
ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავდა საზღვრებს, არ შეუშვებდა რუს ტურისტებს მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც - ადამ კინზინგერი
,, ყარს ოპოზიცია, ყარს და მათ უნდოდა დროებითი მთავრობა?'' - ნინო ფოჩხუა
,,არ გამოუვიდა, წინ ეს კაცი გადაეღობა, ფოტოზე რომ ხედავთ“ - გელა ზედელაშვილი თეიმურაზ კუპატაძეზე
ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა - ზაალ ანჯაფარიძე
ხოშტარია-კეზერაშვილი-გერგიევის სამკუთხედი „საპარტნიორო“ ხასიათს ატარებს - დავით ქართველიშვილი
პუტინმა სტუდენტებს მობილიზაცია გადაუვადა | რუსული მედია
''მე ვპარტნიორობ და ვიპარტნიორებ, მოკლედ, საქმეს მივხედოთ და წესიერება ურთიერთობაში შევინარჩუნოთ''- ხოშტარია კეზერაშვილზე