"რამდენად შეადგენს რუსების „შემოსევა“ რეალურ საფრთხეს, ან როგორი უნდა იყოს მათ მიმართ დამოკიდებულება"

თვალსაჩინოა, რომ ანტირუსული (იგულისხმება თბილისში ჩამოსული რუსები და არა რუსეთის სახელმწიფო) გრძნობები ახლა გაცილებით ძლიერია, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ნოდია წერს.

 

მისი თქმით, ეს პარადოქსია: რაც არ უნდა სოლიდარობა გვქონდეს უკრაინის მიმართ, უშუალოდ საქართველოზე თავდასხმა მაინც სხვაა. 

 

"წესით, რუსებზე მაშინ უფრო უნდა ვყოფილიყავით გაბრაზებულები. რა ხსნის ამას? 

 

ზედაპირული ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ იმ ომის შემდეგ რუსების ასეთი რაოდენობით „შემოსევა“ არ ყოფილა, შესაბამისად, ამ დონის ვიზუალური გამღიზიანებელი არ გვქონია (ადამიანები, როგორც ვიცით, თვალს უფრო აყვებიან, ვიდრე რაციონალურ არგუმენტებს). 

 

ესეც ფაქტორია. მაგრამ მე მგონი, მთავარი მიზეზი შიდაპოლიტიკურია: მაშინდელ მთავრობას ბევრი ემტერებოდა სხვადასხვა ნიშნით, მაგრამ პრორუსულს (ოდნავ ჭკუათმყოფელი) ვერავინ უწოდებდა. ცხადია, რუსეთის ახალი აგრესიის შიში არსებობდა, მაგრამ არავის ეშინოდა, რომ ხელისუფლება რუსეთის ჩვენს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას წაახალისებდა და ხელს შეუწყობდა. ამიტომ, ვთქვათ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შექმნა და მათი ტურიზმის წახალისება პრაქტიკულად არავის გაუპროტესტებია. არავინ ჩაუთვლია ეს „პრორუსულ“ ნაბიჯად (ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანად), რადგან მიშასგან პრორუსულ ნაბიჯებს არ ელოდნენ.  

 

ახლა კი გვყავს მთავრობა, რომლის „პრორუსულობა“ სულ უფრო თვალსაჩინო ხდება და რომელიც მხოლოდ რიტუალურ პროდასავლურობას ინარჩუნებს; ის სულ უფრო მეტად ეყრდნობა ხალხს, ვისთვისაც მისი პრორუსულობა სულაც არ არის ნაკლი. შესაბამისად, რაკი არ გვწამს (ვისაც არ გვწამს), რომ ხელისუფლება მოტივირებულია რუსეთის მხრიდან პოლიტიკური (და არა მხოლოდ სამხედრო) აგრესიისგან ჩვენს დასაცავად, რუსეთის და რუსების წინაშე გაცილებით უფრო დაუცველად ვგრძნობთ თავს. ეს დაუცველობის განცდა ბადებს რეაქციას, რომ ნებისმიერი კაფეში მჯდომი რუსი წყვილი ოკუპაციური პროექტის ნაწილია. 

 

რამდენად შეადგენს რუსების „შემოსევა“ რეალურ საფრთხეს, ან როგორი უნდა იყოს მათ მიმართ დამოკიდებულება - სრულიად სხვა საკითხია. ამაზე არ ვწერ (რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას მეც მხარს ვუჭერ - მაგრამ ეს არსებული ხელისუფლების პირობებში წმინდად თეორიული საკითხია), მხოლოდ იმ ფაქტის გაგებას ვცდილობ, რატომ არის ჩვენი სპონტანური ფსიქოლოგიური რეაქცია რუსის დანახვაზე დღეს გაცილებით უფრო მძაფრი, ვიდრე 2008 წლის ომის შემდეგ. 

 

ამიტომ გავიმეორებ, რაც აქ რამდენჯერმე ვთქვი: როგორც არ უნდა ვაფასებდეთ რუსეთის მოქალაქეების "შემოსევას", როგორც პრობლემას, ის მაინც მეორადია უფრო სტრატეგიულ პრობლემასთან შედარებით, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელიც გვყავს,"- წერს გია ნოდია.





მსგავსი სიახლეები
"კვდებოდა ულამაზესი სოხუმი, რომელსაც ომი არ უყვარდა, რომელსაც ზღვა უყვარდა, ყავა უყვარდა ზღვიდან იოდისნარევ ბრიზში მირთმეული, სოხუმს იუმორი უყვარდა, ქალაქურ-ზღვაური" -კახა კვაშილავა
"დაბრუნდი დავით!" -ვის მიმართავს გიორგი ვაშაძე
„მელიას ფლანგი, მისი ნორჩი ნაციონალებით, ცდილობს კეზერაშვილისგან დისტანცირებას" - ამირან სალუქვაძე
"პატივცემულო, რა გინდა, რას ერჩი ამ სპორტს?" - დავით ხვადაგიანი თეა წულუკიანს
"გაერო-ში ააგდეს რუსეთი და არ დაუშვეს! ტკეპნეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით"
"ამ ამბავმა გადაფარა პუტლერის მობილიზაციაც, ბაიდენის და თვითონ ზელენსკის გაეროში გამოსვლებიც!"
"იქნებ ჰკითხოთ ვინმემ, რამდენი ქართველის სიცოცხლე შეეწირება აქ 10 000 რუსი სამხედროს "დაბმას"
"სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ უთხრა „ნაცების“ ქუჩის აქტივისტებს - დემოკრატიის პროცესის მონაწილეებმა პატივი უნდა სცენ ეროვნულ კანონმდებლობას"
"ვეთანხმები კახა კალაძეს, ნება უნდა ვიბოძოთ და მოვითმინოთ"
"დღეს პუტინმა თვითონ დააჩქარა მისი რეჟიმის დასრულება და რუსეთის დაშლა"
"უცნაურ „ფენომენთან" გვაქვს საქმე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სახით" - ლევან ნიკოლეიშვილი
"იმის მაგივრად, რომ საზოგადოება არ დაზაფრონ, პოლიტიკური განცხადებების კეთება დაიწყო ზოგიერთმა ნაძირალამ"- ზურაბ ქადაგიძე
"მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3 კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის"
"ღალატი და უსამშობლოობის მორიგი გამოხატულებაა შსს-ს აგდებულად და ცინიკურად მოხსენიება" - დავით ქართველიშვილი
"გვიანია იმაზე საუბარი, რა უნდა ექნა მსოფლიოს გუშინ, ახლა საფიქრალია როგორ უნდა იმოქმედო დღეს და ხვალ"
„არადა სიღატაკისთვის ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული , ვითომ“- დავით ფანჯაკიძე
"ვისაც ნენსის ცრემლის სიანკარის, მისი გრძნობების სიალალის არ გჯერათ, ყველანი პუტინის აგენტები ხართ"-სოსო მანჯავიძე
"ხერსონში შეიძლება ჩვენებმა ხარკოვზე ბევრად დიდი მასშტაბის გამარჯვება მოიპოვონ"- მიხეილ სააკაშვილი
"ვაჟკაცურად იმის განცხადება სჯობს, რომ საქართველომ ვერ შეძლო და ვერც მოახერხებს დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას"
"რა იყო ეს, ქალბატონო ელჩო დეგნან - რუსული პროპაგანდა თუ დემოკრატია?!" - გოგა ხაინდრავა აშშ-ს ელჩს