"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთი რეალურად დამარცხდეს" - ანა ფოტიგა

ყოველთვის არ არის შესაძლებელი გენოციდის თავიდან აცილება, ბუჩას მსგავსი შემთხვევები ჩვენს წარმოდგენას სცილდება, მაგრამ როცა გავიგეთ ამის შესახებ, ვალდებული ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „დიდება უკრაინას“ განაცხადა.

 

„მინდა გავიხსენო, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერები, აწ გარდაცვლილი პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით ჩამოვიდნენ აქ, თბილისში და განაცხადეს, რომ თბილისის შემდეგ შესაძლოა ყოფილიყო უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები და სხვები და შესაძლოა პოლონეთიც და ეს კიდევ ასეა. ის, რასაც პუტინი აკეთებს შესაძლოა, აღვწეროთ როგორც მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა. რეალურად სასტიკი იმპერიული პოლიტიკა”, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

მისი თქმით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს რუსეთის რეალურად დასამარცხებლად.

 

„როდესაც გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე ვსაუბრობთ, არსებობს ძალიან პოზიტიური გეოპოლიტიკური ცვლილება. ვხედავთ, რომ გმირი უკრაინელების წყალობით, რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რუსეთი რეალურად დამარცხდეს. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია: იარაღი, იარაღი და იარაღი და ჩართულობა.

 

რა არის ის, რაზედაც ომის დამნაშავე პუტინთან მოლაპარაკება ასე ძალიან გვსურს? ის არის ომის დამნაშავე და უნდა დაისაჯოს.

 

ყოველთვის არ არის შესაძლებელი გენოციდის თავიდან აცილება. ზოგიერთები საუბრობენ, რომ ბუჩას მსგავსი შემთხვევების გათვალისწინება და პრევენცია უნდა მომხდარიყო. ეს უბრალოდ ჩვენს წარმოდგენას სცილდება, მაგრამ როდესაც გავიგეთ ამის შესახებ, ჩვენ ვალდებულები ვართ საერთაშორისო კანონმდებლობით, ყველა ჩვენგანი ვალდებული ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამის შესაჩერებლად, თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.





მსგავსი სიახლეები
"ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით, რაც უნდა იმპიჩმენტით დამემუქროთ"- პრეზიდენტი მმართველ გუნდს
"სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვატარო ეს ტვირთი" - ლაშა ფურცხვანიძე
ნიკა ამაშუკელი - "რჩეული"
დავით ყიფიანი - "რჩეული"
იოანე ნათლისმცემელი - "ფრაგმენტები" რუსუდან ძნელაძესთან ერთად
ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა - ვიდეო
ბასკები - „საქართველოს ისტორიის გაკვეთილები“
პირველი მზიურელები - "რჩეული"
კახი კავსაძე - „რეტრო ფრაგმენტები“
ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი გივი ბერიკაშვილი- "რჩეული"
გურამ საღარაძე - "რჩეული"
მიხეილ ჯავახიშვილი და სასულიერო პირები - „არქივის უცნობი ისტორიები“
ფრანგული ჯარის მშრალი კვება N1 - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
"რჩეული" - გურამ წიბახაშვილი
ქართული ჯარის მშრალი ულუფა N6 - ზურაბ კვანჭახაძის ვიდეობლოგი
ვინ მოკლა ილია? - „არქივის უცნობი ისტორიები“
კრწანისის ბრძოლა - "ფრაგმენტები რუსუდან ძნელაძესთან" ერთად
აკაკი კვანტალიანი - „რეტრო ფრაგმენტები“
გივი ბერიკაშვილი - „რეტრო ფრაგმენტები“
"თიხა" - "ფრაგმენტები" რუსუდან ძნელაძესთან ერთად