"ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან" - ლევან დავითაშვილი

„ელექტროენერგიის წარმოება და ენერგეტიკის სფერო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში - ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ არის დაკავშირებული ენერგეტიკის სფეროს წარმატებასთან. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეკონომიკის ამბიციურ გეგმებზე, მიღწევებზე, შედეგებსა და ამოცანებზე, ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება წარმატებულ ენერგეტიკულ დარგს, რადგან ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ენერგეტიკის სფეროსთან", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

 

ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე საქართველოში უკვე ოცი წელია, ყოველი წლის 10 სექტემბერს აღინიშნება. წელს ენერგეტიკოსთა დღე „გარდაბანი თბოსადგური - 2" -ის ტერიტორიაზე გაიმართა. ენერგეტიკოსთა დღეს დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა  როგორც ენერგეტიკის სფეროში, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენ ქვეყნის განვითარების და ტრანსფორმაციის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე და ეპოქაში ვიმყოფებით, საქართველოს ახალი ისტორიაც ასე იწყებოდა მე-19 საუკუნეში, როდესაც ერის მამამ, ილია ჭავჭავაძემ ქვეყნის განვითარება დაუკავშირა ტექნოლოგიების შემოტანას და მათ შორის, პირველი ელექტროსადგური სწორედ მისი ინიციატივით აშენდა თბილისში. ენერგეტიკის წარმატებული განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეშიც. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ახალ ერაზე, ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციებასა და ტექნოლოგიებზე და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ აქტუალური რჩება ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის წარმოების და მთლიანად სექტორის განვითარება. ვფიქრობთ, რომ ბოლო ათწლეული იყო ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეული. ჩვენ არაერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი განვახორციელეთ. ეს უკავშირდება როგორც მდგრად, განახლებად ენერგეტიკულ პროექტებს, ისე ისეთ თანამედროვე პროექტს, როგორიც გარდაბნის თბოელექტროსადგურია. ვფიქრობ, მომავალში ჩვენ კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ - თქვენთან ერთად, თქვენი პროფესიონალიზმის გარეშე ჩვენს გეგმებზე ლაპარაკი ზედმეტია," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

 

ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დარგში მიმდინარე და დაგეგმუილ ღონისძიებებსა და პროექტებზე პრეზენტაცია გააკეთა მინისტრის მოადგილემ რომეო მიქუტაძემ ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული სურათი, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და მთლიანად ქვეყნის ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგია გააცნო.

ტრადიციულად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ღვაწლმოსილი და ვეტერანი ენერგეტიკოსების დაჯილდოება იყო - მათ საპატიო სიგელები გადაეცათ.

 





მსგავსი სიახლეები
აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება - დეტალები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
რატომ არის საწვავის განსხვავებული ფასები ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე - კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვლია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა
რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს - რუსეთ-უკრაინის ომის 287-ე დღე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა
რას გულისხმობს გადავადებული მოგების გადასახადის „ესტონურ მოდელი" და რატომ სპეკულირებს პრემერის განცხადებით ოპოზიცია
უცხოური ვალუტის კურის 6 დეკემბრისთვს
"გამზადებულია 50-მდე ტურისტული ლოკაცია, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება" - ეკონომიკის მინისტრი
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა - ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში ხორბლის საცავი აშენდება
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
უცხოური ვალუტის კურსი 3 დეკემბრისთვის
როდის აისახება ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი სამომხმარებლო ფასების კლებაზე - ექსპერტის პროგნოზი
2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.4 % შეადგინა - საქსტატი
"შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას, რაც რეგიონულ ციფრულ ჰაბად საქართველოს გადაქცევის წინაპირობაა"
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7112 ლარი გახდა
"გამართლებულად მიმაჩნია მთავრობის ახალი სტრატეგია, რომ ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია განახორციელონ ამ მიმართულებით"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი დეკემბრისთვის
"ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა" - „საქსტატი“