"ვერ დაინახო და არ აღიარო ეს მიღწევები უმადურობა და დაუნახავობაა" - ანდრია გვიდიანი

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი, პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ, 2022 წლის ბიუჯეტის ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"დღეს პრემიერმინისტრმა 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებაზე და მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.

 

ქვეყნის წინააღმდეგ ჩასაფრებული ოპოზიცია, მუდმივად ცდილობს, გააუბრალოოს ის რეალობა, რაც დღეს ეკონომიკაშია. "აბა ეკონომიკა დუღს?" - ცინიკურად სვამენ ხოლმე ამ კითხვას. ეს კითხვა უაზროსთან ერთად, უვიცობაც არის.

 

ყველაფერი შედარებითია, მაშინ, როცა ყველა ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ურთულესი ეკონომიკური ვითარებაა და შენ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვს - ერთმნიშვნელოვნად წარმატებაა. მაშინ, როცა უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებაც კი და შენ ქვეყანაში ყველა მაკრო-პარამეტრი უმჯობესდება, ეს, რა თქმა უნდა, მიღწევაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხერხით ცდილობენ, საქილიკოდ გახადონ ყველა მიღწევა, ვერ ხედავდე ამ წარმატებებს სიბრმავეა და მეტი არაფერი.

 

 

 

 

 

ახლა რაც შეეხება კონკრეტიკას:

 

 

 

 

 

 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ნაცვლად 6,5%-სა 8.5%-მდე გაიზარდა;

 

 

ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი, ნაცვლად 64.8 მილიარდი ლარისა, 72,2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა;

 

 

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1,6 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 3,2-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე;

 

 

საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარია, რაც 36,4%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს;

 

 

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ კვარტალში 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება;

 

 

დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა იანვარ-ივლისის პერიოდში 21%-ზე მეტითგაიზარდა და 80,3 მილიარდ ლარს გაუთანაბრდა;

 

 

ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარით;

 

 

იმდინარე წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე;

 

 

ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე;

 

 

 

 

P.S. - ეს ყველაფერი საკმარისია? - რა თქმა უნდა, არა. მიღწეულით კმაყოფილი არავინ არის და ცხადია, უფრო მეტია საჭირო. თუმცა, არსებული დროსა და სივრცის გათვალისწინებით, ვერ დაინახო და არ აღიარო ეს მიღწევები უმადურობა და დაუნახავობაა.

 

 

 

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება - დეტალები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
რატომ არის საწვავის განსხვავებული ფასები ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე - კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვლია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა
რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს - რუსეთ-უკრაინის ომის 287-ე დღე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა
რას გულისხმობს გადავადებული მოგების გადასახადის „ესტონურ მოდელი" და რატომ სპეკულირებს პრემერის განცხადებით ოპოზიცია
უცხოური ვალუტის კურის 6 დეკემბრისთვს
"გამზადებულია 50-მდე ტურისტული ლოკაცია, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება" - ეკონომიკის მინისტრი
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა - ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში ხორბლის საცავი აშენდება
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
უცხოური ვალუტის კურსი 3 დეკემბრისთვის
როდის აისახება ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი სამომხმარებლო ფასების კლებაზე - ექსპერტის პროგნოზი
2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.4 % შეადგინა - საქსტატი
"შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას, რაც რეგიონულ ციფრულ ჰაბად საქართველოს გადაქცევის წინაპირობაა"
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7112 ლარი გახდა
"გამართლებულად მიმაჩნია მთავრობის ახალი სტრატეგია, რომ ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია განახორციელონ ამ მიმართულებით"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი დეკემბრისთვის
"ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა" - „საქსტატი“