"რომ არა ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, ორიენტირებული ბიზნესზე და ექსპორტ ჩანაცვლებად სტრატეგიაზე, შესაძლებელია დღეს, არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი გვქონოდა"

რომ არა ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, ორიენტირებული ბიზნესზე და ექსპორტ ჩანაცვლებად სტრატეგიაზე, შესაძლებელია დღეს, არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი გვქონოდა, – ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მიმდინარე წელს, ექსპორტის ზრდა სარეკორდო მაჩვენებლებზეა.

 

“მიმდინარე წლის წლის აგვისტოში ექსპორტის 40.4 პროცენტიანი ზრდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია გასული წლის აგვისტოს თვის მონაცემებთან შედარებით, მაღალი საბაზისო ეფექტის მიუხედავად, როდესაც 2021 წელს 23 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, ადასტურებს მაღალი ეკონომიკური აქტივობის მზარდ დინამიკას.

 

2022 წლის იანვარ-აგვისტოში ექსპორტი გაიზარდა 36.9 პროცენტით და 3 571.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 36.5 პროცენტით გაიზარდა და 8 364.8 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. სავაჭრო ბრუნვამ 11 936.1 აშშ დოლარი შეადგინა.

 

ექსპორტის მაღალი ზრდის ფონზე მიმდინარე წლის აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა ასევე სარეკორდოდ 39.9 პროცენტით არის გაზრდილი და 1,684.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ისევე როგორც იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვის 11,936.1 მლნ. აშშ დოლარის მაჩვენებელი, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია.

 

რეგიონში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ექსპორტის ასეთი მაღალი ზრდის დინამიკა, აჩვენებს, რომ აგვისტოში ეკონომიკის ზრდა კვლავ მაღალი იქნება და პირველ 8 თვის მიხედვით, ორნიშნა ზრდის მაჩვენებელზე გავა.

 

ამასთან, თუ მხედველობაში მივიღებთ ტურიზმის აღდგენის ტენდენციებს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი ორი კვარტლის სარეკორდო მაჩვენებელს, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გადააჭარბებს 8.5 %-იანი ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელსაც და სავარაუდოდ ისევე როგორც 2021 წელს კვლავ ორნიშნა ნიშნულზე იქნება.

 

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველ 7 თვეში ქვეყნის ეკონომიკაში შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, და 3,2-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე, ხოლო თუ 2019 წელთან მიმართებით გავაანალიზებთ, ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელი 7 თვეში 87%-ს აღემატება, ხოლო მაისი-ივლისის პერიოდში საშუალო მაჩვენებელმა 100%-ს გადააჭარბა;

 

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ 2 კვარტალში 922,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62,4%-ით აჭარბებს;

 

მიუხედავად უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შედეგად, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ინფლაციისა და რომ არა ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკა, ორიენტირებული ბიზნესზე და ექსპორტ ჩანაცვლებად სტრატეგიაზე, შესაძლებელია დღეს, არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი გვქონოდა“, – წერს ცუცქირიძე.





მსგავსი სიახლეები
აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება - დეტალები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
რატომ არის საწვავის განსხვავებული ფასები ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე - კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვლია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა
რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს - რუსეთ-უკრაინის ომის 287-ე დღე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა
რას გულისხმობს გადავადებული მოგების გადასახადის „ესტონურ მოდელი" და რატომ სპეკულირებს პრემერის განცხადებით ოპოზიცია
უცხოური ვალუტის კურის 6 დეკემბრისთვს
"გამზადებულია 50-მდე ტურისტული ლოკაცია, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება" - ეკონომიკის მინისტრი
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა - ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში ხორბლის საცავი აშენდება
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
უცხოური ვალუტის კურსი 3 დეკემბრისთვის
როდის აისახება ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი სამომხმარებლო ფასების კლებაზე - ექსპერტის პროგნოზი
2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.4 % შეადგინა - საქსტატი
"შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას, რაც რეგიონულ ციფრულ ჰაბად საქართველოს გადაქცევის წინაპირობაა"
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7112 ლარი გახდა
"გამართლებულად მიმაჩნია მთავრობის ახალი სტრატეგია, რომ ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია განახორციელონ ამ მიმართულებით"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი დეკემბრისთვის
"ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა" - „საქსტატი“