"დღეს შევუერთდით მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას როგორც დონორი ქვეყანა"- ლევან დავითაშვილი

მოხარული ვარ, რომ საქართველო დღეს ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA), როგორც დონორი სახელმწიფო ქვეყნის სახელით და გვაქვს საშუალება ჩვენი წარმატების მაგალითები და გამოცდილება გავუზიაროთ ქვეყნებს, რომლებიც დღეს სამწუხაროდ გაჭირვების პირას არიან და მიზნად აქვთ დასახული, უფრო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებად განვითარდნენ, - ამის შესახებ  ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლის აღსანიშნავ ცერემონიაზე განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის პერიოდში რა თქმა უნდა, იყო გამოწვევები და არაერთი ქარტეხილი, თუმცა ეს პერიოდში წარმატებული იყო ეკონომიკური წინსვლის კუთხით.

 

„მსოფლიო ბანკის მხრიდან აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო ერთ-ერთი სამაგალითოა მსოფლიოში და ხაზი გაესვა, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ ქცეულიყო უღარიბესი ქვეყნიდან საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნად და ქვეყნად, რომელსაც აქვს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის სტატუსის მიღების ამბიცია. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე. აღინიშნა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის მდგრადობა და რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სამომავლო პროექტებზე, როგორც სექტორული მიმართულებით,  აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობამ გასული სამი ათეული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს განვითარების დღის წესრიგს. ასეთი მტკიცე და მდგრადი მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ შეძლო რეფორმების განხორციელება ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსება და ენერგოუსაფრთხოება.





მსგავსი სიახლეები
აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება - დეტალები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
რატომ არის საწვავის განსხვავებული ფასები ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე - კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვლია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა
რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს - რუსეთ-უკრაინის ომის 287-ე დღე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა
რას გულისხმობს გადავადებული მოგების გადასახადის „ესტონურ მოდელი" და რატომ სპეკულირებს პრემერის განცხადებით ოპოზიცია
უცხოური ვალუტის კურის 6 დეკემბრისთვს
"გამზადებულია 50-მდე ტურისტული ლოკაცია, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება" - ეკონომიკის მინისტრი
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა - ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში ხორბლის საცავი აშენდება
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
უცხოური ვალუტის კურსი 3 დეკემბრისთვის
როდის აისახება ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი სამომხმარებლო ფასების კლებაზე - ექსპერტის პროგნოზი
2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.4 % შეადგინა - საქსტატი
"შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას, რაც რეგიონულ ციფრულ ჰაბად საქართველოს გადაქცევის წინაპირობაა"
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7112 ლარი გახდა
"გამართლებულად მიმაჩნია მთავრობის ახალი სტრატეგია, რომ ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია განახორციელონ ამ მიმართულებით"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი დეკემბრისთვის
"ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა" - „საქსტატი“