"მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად" - ლევან დავითაშვილი

„საქართველოში წელს პირველად გაიმართა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი, რომელზეც ვიმსჯელეთ საქართველოს შესაძლებლობებზე ციფრული კავშირებისა და მონაცემთა ცენტრების მოწყობის კუთხით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

 

მინისტრის თქმით, ამ თვალსაზრისით, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით დღევანდელი მოვლენების ფონზე, საქართველო როგორც სანდო დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია.

 

„მათ შორის ჩვენ განვიხილავთ შავი ზღვისქვეშა კავშირს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროპა და აზია მონაცემთა გაცვლის კუთხით პირდაპირ დავაკავშიროთ ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, საქართველოში, გარდა მონაცემთა გაცვლის სატრანზიტო ფუნქციისა, გაჩნდეს მონაცემთა ცენტრები. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს - გაგვაჩნია ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოს სანდოობა ზოგადად არის ძალიან მაღალი. ეს საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ ინვესტიციები და საქართველოში შემოვიდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ამაზონი, გუგლი, ეფლი, სხვა მსხვილი კომპანიები და აქ მოეწყოს მონაცემთა ცენტრები, მოხდეს მონაცემთა გაცვლა რეგიონის მეზობელ ქვეყნებს შორის. ასევე საქართველოში იყოს ის კვანძი, რომელიც ინტერნეტ კავშირს დაამყარებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებსა და ევროპას შორის უმოკლესი კავშირის მეშვეობით“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ეს ძალიან მნიშველოვანი წინაპირობა იქნება, რომ ციფრული ტრანსფორმაცია დაჩქარდეს, რაც ყველა დარგის განვითარებას უკავშირდება და ზოგადად ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

 

„საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით იმართება და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას ეძღვნება.

 

სამიტში ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი დეკლარაციის მიღება.





მსგავსი სიახლეები
აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება - დეტალები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 დეკემბრისთვის
რატომ არის საწვავის განსხვავებული ფასები ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე - კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვლია
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა
რუსულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ოლქს ირანული წარმოშობის, ე.წ. „კამიკაძე“ დრონების გამოყენებით დაარტყეს - რუსეთ-უკრაინის ომის 287-ე დღე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6943 ლარი გახდა
რას გულისხმობს გადავადებული მოგების გადასახადის „ესტონურ მოდელი" და რატომ სპეკულირებს პრემერის განცხადებით ოპოზიცია
უცხოური ვალუტის კურის 6 დეკემბრისთვს
"გამზადებულია 50-მდე ტურისტული ლოკაცია, რომელიც ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება" - ეკონომიკის მინისტრი
"ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა - ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი" - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოში ხორბლის საცავი აშენდება
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
უცხოური ვალუტის კურსი 3 დეკემბრისთვის
როდის აისახება ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი სამომხმარებლო ფასების კლებაზე - ექსპერტის პროგნოზი
2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.4 % შეადგინა - საქსტატი
"შავი ზღვის გავლით ევროპასთან ციფრული კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ინტერნეტის ხარისხის ზრდას, რაც რეგიონულ ციფრულ ჰაბად საქართველოს გადაქცევის წინაპირობაა"
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7112 ლარი გახდა
"გამართლებულად მიმაჩნია მთავრობის ახალი სტრატეგია, რომ ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია განახორციელონ ამ მიმართულებით"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი დეკემბრისთვის
"ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა" - „საქსტატი“