"ხერსონში შეიძლება ჩვენებმა ხარკოვზე ბევრად დიდი მასშტაბის გამარჯვება მოიპოვონ"- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი  პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ პირველად დაგმო ომი.

მისი თქმით, პუგაჩოვა დიდი ავტორიტეტია და მის სიტყვას აქვს წონა.

როგორც ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, პუგაჩოვას ვერავინ დაიჭერს და დააშინებს.

როგორც სააკაშვილის „ფეისბუქგვერდზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამი, მნიშვნელოვანია,რომ ყაზახეთი დასავლეთის ძირითად სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ მიუერთდა.

„ალა პუგაჩოვამ პირველად ღიად დაგმო ომი.

რუსეთში ის დიდი ავტორიტეტია და მის სიტყვას უდავოდ აქვს წონა. თანაც მას ვერავინ დაიჭერს და დააშინებს იმდენად დიდი სახელი აქვს (სხვათა შორის მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი ოდესაში პირდაპირ უყურებს ჩემ ბინას).

კიდევ ერთი საინტერესო ამბავია, რომ ყაზახეთი მიუერთდა დასავლეთის ძირითად სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ასევე ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩვენებმა ჩამოაგდეს მტრის 8 თვითმფრინავი და რამდენიმე უპილოტო აპარატი, მათ შორის, რუსეთის საუკეთესო დრონი, რომელიც რუსეთს ძალიან ცოტა აქვს - კარტოგრაფი.

 

რაც შეეხება დასავლურ სამხედრო დახმარებას, მთელ რიგ პოზიციებში უკრაინელებს პირველად გაუჩნდათ პროპიციტი ე.ი უფრო მეტი მიიღეს ვიდრე სჭირდებათ დღესდღეისობით.

 

სულ მალე შევა ასევე გერმანული და ამერიკული ანტი-საჰაერო სისტემები.

 

ამავე დროს, უკრაინა აქტიურად აგრძელებს რუსული იარაღის წართმევას - ბოლო სტროფებს შორის არის საუკეთესო რუსული ტანკები ,,პროსივ" და ყველაზე დახვეწილი თვითმავალი საარტილერიო სისტემები, რომლებიც ახლა უკრაინას უფრო მეტი აქვს ვიდრე რუსეთს დარჩა“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

ის ასევე უკრაინის ქალაქ ხარკოვში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ უკრაინელები ამ რეგიონში საშუალო ტემპით, მაგრამ ძალიან მტკიცედ მიიწევენ წინ.

 

„ხერსონში შეიძლება ჩვენებმა ხარკოვზე ბევრად დიდი მასშტაბის გამარჯვება მოიპოვონ.

 

ვინაიდან ხარკოვის ოლქისგან განსხვავებით ხერსონის მარჯვენა ნაპირზე უზარმაზარ დაჯგუფებას გასაქცევიც არსად აქვს.

 

უკრაინელები ამ რეგიონში საშუალო ტემპით, მაგრამ ძალიან მტკიცედ მიიწევენ წინ.

 

ფრონტზე გამოჩნდნენ ირანული უპილოტოები, რომლებიც პრობლემებს უქმნიან უკრაინელებს.

 

აღმოსავლეთში ამერიკელებმა სასწრაფოდ დაიწყეს ამ უპილოტოებზე სანადირო დანადგარების გადასროლა და იმედია უკრაინელები მალე შეძლებენ ამ ახალი იარაღის განეიტრალებას“,- აცხადებს სააკაშვილი.

 





მსგავსი სიახლეები
"ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა" - ნიკა გვარამია
"დაგვიდექით გვერდში" - მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს
"ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი"
"გერმანიაში დიდი დაჭერები განხორციელდაო, მსოფლიო მასმედიამ გვამცნო - თურმე შეთქმულება მზადდებოდა" - სიმონ კილაძე
"შეიძლება თუ არა სამხედრო სამსახური იყოს ანაზღაურების გარეშე, უფასო, მხოლოდ მრწამსზე დაფუძნებული?"
"ანუ ბიძინა გვეუბნება, რომ ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები"
"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა"- გიული ალასანია
"მარიინკას ცენტრიდან უკან დაახევინეს ურდოს ჩვნებმა, პერვომაისკშიც დიდი ბრძოლებია"
"ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება" - გია გაბრიჭიძე
„ბატონო პაატა, სამოთხეში რა მიგვიყვანს, ომი და სიკვდილი?" - ზურაბ ქადაგიძე პაატა ზაქარეიშვილს
"ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? - დიახ ასამართლებენ!" - ზაალ ანჯაფარიძე
"სიმპტომები ხშირად მსუბუქია, მაგრამ დაავადება შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ინფექციური" - რას წერს ზაზა წერეთელი
"7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო" - სოსო გოგაშვილი
"უსახლკარობა დედაქალაქში უფრო მძიმე და სასტიკ ფორმებს იღებს" - თამთა მიქელაძე
"სვატოვე-კრემენას მიმართულებაზე ჩვენები აგრძელებენ ურდოს დაბაბანებას"
"ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს"
,,ურთიერთობა შიშზე არა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული" - პეტრე კოლხი
„კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი" - გია აბაშიძე
"დღეს, როცა რუსეთი უკვე უკან იხევს, უკრაინა იბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს, ქართველი ბიჭების დახოცვა გაუმართლებლად მიმაჩნია"
"მოგიწოდებთ, რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით" - ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან