"გვიანია იმაზე საუბარი, რა უნდა ექნა მსოფლიოს გუშინ, ახლა საფიქრალია როგორ უნდა იმოქმედო დღეს და ხვალ"

გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რეფერენდუმების ჩატარების ორგანიზებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ეხმაურება.

 

სალუქვაძე ამბობს, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს მსოფლიო არ აღიარებს, მოსკოვი კი სპეციალურ სამხედრო ოპერაციას სამამულო ომად გამოაცხადებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამ მოვლენების ფონზე მსოფლიო საკმაოდ საშიში და უმართავ პროცესებში შედის.

 

„კრემლი უკრაინაში ოკუპირებულ რეგიონებში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, მგონი ზაპოროჟიეც), რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით, დაჩქარებული წესით რეფერენდუმების ერთდროულად ჩატარებას აპირებს. მსოფლიო ამ რეფერენდუმებს, რომლებიც ჩატარდება ოკუპაციის და მოსახლეობის დიდი ნაწილის გადინების, ასევე საომარი მოქმედებების პირობებში, არ ცნობს. მოსკოვი, ალბათ, სპეციალურ სამხედრო ოპერაციას სამამულო ომად გამოაცხადებს, ხოლო დონეცკის ოლქის ტერიტორიის ნაწილს, რომელსაც უკრაინის ცენღტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, ოკუპირებულად.

 

მსოფლიო ძალიან საშიშ და უმართავ პროცესებში შედის. ეს არაა მსოფლიოს გადანაწილება, როგორც ბევრი უწოდებს, გადანაწილება გავლენების გაყოფაა, არამედ ესაა ტერიტორიების დაპყრობა.

 

დღეს გვიანია იმაზე საუბარი, რა უნდა ექნა მსოფლიოს გუშინ. ახლა საფიქრალია როგორ უნდა იმოქმედო დღეს, ხვალ, ოღონდ წარსულის ანალიზზე დაყრდნობით. კრემლის ეს ნაბიჯი, ალბათ, ხარკოვის წარუმატებლობამ დააჩქარა.

 

კიდევ გავიმეორებ, რასაც ომის დასაწყისში ვამბობდი, უკრაინას მეტი მძიმე შეიარაღება და ტექნიკა სჭირდება, ასევე ავიაცია, საჰაერო თავდაცვა. ჯერ ისევ არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება,“- წერს ამირან სალუქვაძე.

 

შეგახსენებთ, რუსულმა საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, როგორ აპირებს რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩატარებას ამ რეგიონების რუსეთთან შეერთების მიზნით. დოკუმენტების მიხედვით, საუბარია არამხოლოდ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებზე, არამედ 24 თებერვლის შემდეგ დაპყრობილ ტერიტორიებზეც.





მსგავსი სიახლეები
"ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა" - ნიკა გვარამია
"დაგვიდექით გვერდში" - მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს
"ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი"
"გერმანიაში დიდი დაჭერები განხორციელდაო, მსოფლიო მასმედიამ გვამცნო - თურმე შეთქმულება მზადდებოდა" - სიმონ კილაძე
"შეიძლება თუ არა სამხედრო სამსახური იყოს ანაზღაურების გარეშე, უფასო, მხოლოდ მრწამსზე დაფუძნებული?"
"ანუ ბიძინა გვეუბნება, რომ ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები"
"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა"- გიული ალასანია
"მარიინკას ცენტრიდან უკან დაახევინეს ურდოს ჩვნებმა, პერვომაისკშიც დიდი ბრძოლებია"
"ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება" - გია გაბრიჭიძე
„ბატონო პაატა, სამოთხეში რა მიგვიყვანს, ომი და სიკვდილი?" - ზურაბ ქადაგიძე პაატა ზაქარეიშვილს
"ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? - დიახ ასამართლებენ!" - ზაალ ანჯაფარიძე
"სიმპტომები ხშირად მსუბუქია, მაგრამ დაავადება შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ინფექციური" - რას წერს ზაზა წერეთელი
"7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო" - სოსო გოგაშვილი
"უსახლკარობა დედაქალაქში უფრო მძიმე და სასტიკ ფორმებს იღებს" - თამთა მიქელაძე
"სვატოვე-კრემენას მიმართულებაზე ჩვენები აგრძელებენ ურდოს დაბაბანებას"
"ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს"
,,ურთიერთობა შიშზე არა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული" - პეტრე კოლხი
„კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი" - გია აბაშიძე
"დღეს, როცა რუსეთი უკვე უკან იხევს, უკრაინა იბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს, ქართველი ბიჭების დახოცვა გაუმართლებლად მიმაჩნია"
"მოგიწოდებთ, რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით" - ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან