"ღალატი და უსამშობლოობის მორიგი გამოხატულებაა შსს-ს აგდებულად და ცინიკურად მოხსენიება" - დავით ქართველიშვილი

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და წერს, რომ ამ უკიდურესი ხიფათის შემცვლელი ვითარების გარშემო, რა თქმა უნდა „სვავთა“ და „აფთართა“ ნაცნობი კოლექტივი კვლავ პოლიციის დაბულინგებით არის დაკავებული, ტერორისტის მხარეზე თავისი დაუფარავი "სტოკჰოლმის სინდრომის" გამოხატვით.

 

მისივე თქმით ღალატი და უსამშობლოობის მორიგი გამოხატულებაა ამ უმძიმეს წუთებში შსს-ს აგდებულად და ცინიკურად მოხსენიება, მაშინ როდესაც ჩვენი გმირი-ბიჭები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერს აკეთებენ ვითარების მშვიდობიანად დასასრულებლად.

 

„იმ სახელმწიფოებში, სადაც კანონის დონეზეა აკრძალული მძევლების ამყვანი ტერორისტების პირობების დაკმაყოფილება, ყველაფერი უკვე დიდი ხანია დასრულებული იქნებოდა - და თუ როგორი შედეგით თავად მძევლებისთვის, ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. სწორედ ის გარემოება, რომ საქართველოს სახელმწიფოსთვის, მისი ამჟამინდელი ხელისუფლების სახით, პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლეა პრიორიტეტული - ასე „გაწელილად“ ეჩვენება მავანს ქუთაისში მიმდინარე მოვლენები.

 

დიახ - ხელისუფლება ამ ჰუმანურობის „მძევლობაშია“ და ეძებს ადამიანების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის მინიმალური რისკის შემცვლელ გადარჩენის გზებს. ამ უკიდურესი ხიფათის შემცვლელი ვითარების გარშემო, რა თქმა უნდა „სვავთა“ და „აფთართა“ ნაცნობი კოლექტივი კვლავ პოლიციის დაბულინგებით არის დაკავებული, ტერორისტის მხარეზე თავისი დაუფარავი "სტოკჰოლმის სინდრომის" გამოხატვით.

 

ჩვეული ღალატი და უსამშობლოობის მორიგი გამოხატულებაა ამ უმძიმეს წუთებში შსს-ს აგდებულად და ცინიკურად მოხსენიება, მაშინ როდესაც ჩვენი გმირი-ბიჭები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ყველაფერს აკეთებენ ვითარების მშვიდობიანად დასასრულებლად. ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს, მძევლებს უფლის შეწევნა და იმედი, ხოლო კაცთმოძულეთა ლეგიონს კი - ტრადიციული დამარცხება!“- წერს ქართველიშვილი.





მსგავსი სიახლეები
"ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა" - ნიკა გვარამია
"დაგვიდექით გვერდში" - მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს
"ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი"
"გერმანიაში დიდი დაჭერები განხორციელდაო, მსოფლიო მასმედიამ გვამცნო - თურმე შეთქმულება მზადდებოდა" - სიმონ კილაძე
"შეიძლება თუ არა სამხედრო სამსახური იყოს ანაზღაურების გარეშე, უფასო, მხოლოდ მრწამსზე დაფუძნებული?"
"ანუ ბიძინა გვეუბნება, რომ ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები"
"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა"- გიული ალასანია
"მარიინკას ცენტრიდან უკან დაახევინეს ურდოს ჩვნებმა, პერვომაისკშიც დიდი ბრძოლებია"
"ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება" - გია გაბრიჭიძე
„ბატონო პაატა, სამოთხეში რა მიგვიყვანს, ომი და სიკვდილი?" - ზურაბ ქადაგიძე პაატა ზაქარეიშვილს
"ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? - დიახ ასამართლებენ!" - ზაალ ანჯაფარიძე
"სიმპტომები ხშირად მსუბუქია, მაგრამ დაავადება შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ინფექციური" - რას წერს ზაზა წერეთელი
"7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო" - სოსო გოგაშვილი
"უსახლკარობა დედაქალაქში უფრო მძიმე და სასტიკ ფორმებს იღებს" - თამთა მიქელაძე
"სვატოვე-კრემენას მიმართულებაზე ჩვენები აგრძელებენ ურდოს დაბაბანებას"
"ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს"
,,ურთიერთობა შიშზე არა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული" - პეტრე კოლხი
„კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი" - გია აბაშიძე
"დღეს, როცა რუსეთი უკვე უკან იხევს, უკრაინა იბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს, ქართველი ბიჭების დახოცვა გაუმართლებლად მიმაჩნია"
"მოგიწოდებთ, რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით" - ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან