"უცნაურ „ფენომენთან" გვაქვს საქმე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სახით" - ლევან ნიკოლეიშვილი

გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებსა და მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ადამიანის შესახებ აზრის ჩამოსაყალიბებლად, მის მიერ წარსულში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების გადახედვაა საჭირო. რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევას, ანალიტიკოსის აზრით, მისი ბოლოდროინდელი განცხადებების გადახედვაც საკმარისია.

 

„ახლა ამას რომ უსმენ, ხომ ფიქრობ რა უნდა, რას ითხოვს, რას გადაეკიდა ამ ქვეყანასო: ხან საბოტაჟიო, ხან ევროკავშირიო, ხან დანგრევა და ხანაც დასავლური ცივილიზაციაო, აგერ გუშინ თუ გუშინ წინ ერთი ათი ათასი (10 000), რუსი ჯარისკაცი საქართველოში შემოვიტყუოთო, მართალია უკრაინას შეიძლება დიდად ვერ დაეხმარება, მაგრამ „მაგრად გაასწორებსო.“

 

უცნაურ „ფენომენთან“ გვაქვს საქმე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სახით, ყურადღების მიქცევის მიზნით ეს ხელმოცარული და ვერ შემდგარი პოლიტიკოსი რას არ იგონებს ხოლმე, ხან შარვალს ჩაიხდის საოკუპაციო ხაზზე და ოკუპანტებს უკანალით ემუქრება და ხანაც ხელისუფლების დამხობას აანონსებს. ფაქტია, რომ მის მთავარ ინსტრუმენტს ძალა არ არ გააჩნია, ხოლო მიზიდულობაზე აღარც ვლაპარაკობ, თორემ აქამდეც გამოუჩნდებოდა შესაბამისი პატრონი. ისე ადამიანზე, რომ აზრი შეგექმნას, მის წარსულსაც უნდა გადახედო, მის შემთხვევაში კი არც თუ შორეული გამონათქვამებიც გამოგადგება.

 

თვითონ ნაცმოძრაობის ყველაზე ოდიოზური ლიდერებიც კი აღიარებენ იმ „ შეცდომებსა“ და დანაშაულს რაც აქვთ ჩადენილი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, უფრო მეტიც ამის გამო მოგვიწია ხელისუფლების დათმობაო, ეს კი რას ამბობთ, ნაციონალურ მოძრაობას არაფერი არ აქვს არც საბოდიშო და არც მოსანანიებელიო, მგონი კომენტარი აქ მართლაც ზედმეტია,“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

ცნობისათვის, საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სტუმრობას გია გაჩეჩილაძის საავტორო გადაცემაში „კიდობანი“, სადაც ჯაფარიძემ რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ოპონენტების განსაკუთრებული კრიტიკა ჯაფარიძის მიერ გადაცემაში გაკეთებულმა შემდეგმა განცხადებამ გამოიწვია:

 

„შეგიძლია გააკეთო მოძრაობები, უკრაინისთვის შეიძლება იყოს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვერ ვიტყვი, მაგრამ რაღაც ტიპის მხარდაჭერა იყოს რომ რუსების რაღაც ნაწილები აქ დააბა და გააჩერო და იმათ იქ გაუადვილდეთ იგივე ბოროტების დამარცხება, რომელიც შენ გებრძვის ამდენი საუკუნე. ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ პატარა საქმე არ არის, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება.“





მსგავსი სიახლეები
"ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა" - ნიკა გვარამია
"დაგვიდექით გვერდში" - მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს
"ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი"
"გერმანიაში დიდი დაჭერები განხორციელდაო, მსოფლიო მასმედიამ გვამცნო - თურმე შეთქმულება მზადდებოდა" - სიმონ კილაძე
"შეიძლება თუ არა სამხედრო სამსახური იყოს ანაზღაურების გარეშე, უფასო, მხოლოდ მრწამსზე დაფუძნებული?"
"ანუ ბიძინა გვეუბნება, რომ ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები"
"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა"- გიული ალასანია
"მარიინკას ცენტრიდან უკან დაახევინეს ურდოს ჩვნებმა, პერვომაისკშიც დიდი ბრძოლებია"
"ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება" - გია გაბრიჭიძე
„ბატონო პაატა, სამოთხეში რა მიგვიყვანს, ომი და სიკვდილი?" - ზურაბ ქადაგიძე პაატა ზაქარეიშვილს
"ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? - დიახ ასამართლებენ!" - ზაალ ანჯაფარიძე
"სიმპტომები ხშირად მსუბუქია, მაგრამ დაავადება შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ინფექციური" - რას წერს ზაზა წერეთელი
"7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო" - სოსო გოგაშვილი
"უსახლკარობა დედაქალაქში უფრო მძიმე და სასტიკ ფორმებს იღებს" - თამთა მიქელაძე
"სვატოვე-კრემენას მიმართულებაზე ჩვენები აგრძელებენ ურდოს დაბაბანებას"
"ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს"
,,ურთიერთობა შიშზე არა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული" - პეტრე კოლხი
„კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი" - გია აბაშიძე
"დღეს, როცა რუსეთი უკვე უკან იხევს, უკრაინა იბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს, ქართველი ბიჭების დახოცვა გაუმართლებლად მიმაჩნია"
"მოგიწოდებთ, რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით" - ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან