"ვეთანხმები კახა კალაძეს, ნება უნდა ვიბოძოთ და მოვითმინოთ"

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება:

 

"ვეთანხმები კახა კალაძეს! დღეს თბილისში გადაადგილება ცოტაოდენ ჭირს, არის საცობები და შეიძლება მტვერიც. არც ერთია სასიამოვნო და არც მეორე.

 

მაგრამ! ნება უნდა ვიბოძოთ და მოვითმინოთ.

რადგან!

საქმე ეხება ამ ქვეყანას, ამ ქალაქს, ჩვენს სამშობლოს!

თუ არ მოწესრიგდა გზები, ინფრასტრუქტურა, მუდმივად იქნება საცობები, ნერვების წყვეტა და დროის ფუჭი ხარჯვა. 

ბარემაც კარგია, არც მტვერმა შეგვაწუხოს, არც უწყლობამ, არც ტალახმა, არც სხვა სახის დისკომფორტმა, მაგრამ კარგი ცხოვრება ასე იოლად არ მოდის.

 

პრინციპში, აქ არც არაფერია საბოდიშო... კახა კალაძე არ უნდა იხდიდეს ბოდიშს!

შენ, ჩემო მეგობარო, დედაქალაქის ბინადარო, თუნდაც სტუმარო, თუნდაც რეგიონიდან ჩამოსულო, თუნდაც ინტელიგენტო, თუნდაც გლეხო და თუნდაც მუშავ, ეს საკითხი მარტო კალაძეს არ ეხება, თუ ვერაფერს აკეთებ, ნუ წუწუნებ, ბოღმას მაინც ნუ ანთხევ - არა უშავს, ცოტა ხანს საცობშიც იდექი, მტვერიც ყლაპე და სხვა რაღაცებიც მოითმინე, სამაგიეროდ ხვალ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

აბა, რაააააა... ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, დალოცვილებო?!

 

ეგრე არ არის, ამხელა ტვირთი ერთ კაცს არ უნდა ავკიდოთ... თუ ავკიდებთ, გავჩუმდეთ მაინც!

 

როგორც გავიგე, უახლოეს ხანში კიდევ ბევრის გაკეთებაა დაგეგმილი - წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების რეაბილიტაცია. თბილისის მერმა იმდენი ჩამოთვალა, ძნელია დამახსოვრება.

მე კი ყველაზე ძალიან ის მიხარია, დედაქალაქის გამზირებსა და პროსპექტებზე ყაჩაღ უგულავას მიერ აცა-ბაცა ჩადებული ჭები რომ გასწორდება და ჩემი მანქანა ხათქა-ხუთქით აღარ ივლის!

(ვხუმრობ, მე ბევრი რამ მიხარია).

 

ჩემი მხარდაჭერა კახა კალაძეს და თბილისის მერიას!

მიდით, ბიჭებო და გოგოებო, საქმეს მიხედეთ, მოწუწუნეებმა იწუწუნონ, ზოგისთვის ეგ პროფესიაა, მაგაზე არ იდარდოთ!" - წერს გელა ზედელაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას გზებზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სატრანსპორტო პოლიტიკის მომდევნო ეტაპის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა აღარ იქნება.

 

„კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, მაგრამ მეგობრებო, ყველა ვცხოვრობთ ამ ქალაქში და გვინდა ამ ქალაქის კეთილდღეობა, განვითარება. ამ სამუშაოების გარეშე შეუძლებელია ამ ყველაფრის გაკეთება. მე ძალიან კარგად მესმის თქვენიც, როდესაც ჩადიხართ ევროპულ ქალაქებში, ევროპულ ქვეყნებში ძალიან მოგწონთ იქ არსებული ინფრასტრუქტურა, როგორ არის ქუჩები მოწესრიგებული, როგორ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შესაბამისი ზოლები გამოყოფილი და როგორ სწრაფად არის შესაძლებელი გადაადგილება. 100%-ით დარწმუნებული ვარ, გაქვთ სურვილი, რომ იგივე ჩვენს ულამაზეს ქალაქში გაკეთდეს, იგივე პროექტები განხორციელდეს და ვირტუალურად ამის მომხრეები ხართ. გაქვთ სურვილი, რომ დედაქალაქის მერიამ ეს პროექტები განახორციელოს, მაგრამ როდესაც დისკომფორტი თითოეულ ჩვენგანს გვეხება, მაშინვე გრძნობთ უკმაყოფილებს, მაშინვე არ მოგწონთ ეს ყველაფერი. მაშინვე ვიწყებთ საუბარს, რას აკეთებს თბილისის მერია, ეს რა პროექტები ხორციელდება? მესმის, რომ არის დისკომფორტი, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე ქალაქის განვითარება წარმოუდგენელია“,- განაცხადა კალაძემ.





მსგავსი სიახლეები
"ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა" - ნიკა გვარამია
"დაგვიდექით გვერდში" - მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს
"ვინც ატყუებს ამ ადამიანებს არის უღირსი, ხოლო ვინც თანხას იღებს უკრაინაში საბრძოლველად მათი წაყვანის სანაცვლოდ არის კატეგორიულად მიუღებელი"
"გერმანიაში დიდი დაჭერები განხორციელდაო, მსოფლიო მასმედიამ გვამცნო - თურმე შეთქმულება მზადდებოდა" - სიმონ კილაძე
"შეიძლება თუ არა სამხედრო სამსახური იყოს ანაზღაურების გარეშე, უფასო, მხოლოდ მრწამსზე დაფუძნებული?"
"ანუ ბიძინა გვეუბნება, რომ ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები"
"მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას, ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა"- გიული ალასანია
"მარიინკას ცენტრიდან უკან დაახევინეს ურდოს ჩვნებმა, პერვომაისკშიც დიდი ბრძოლებია"
"ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება" - გია გაბრიჭიძე
„ბატონო პაატა, სამოთხეში რა მიგვიყვანს, ომი და სიკვდილი?" - ზურაბ ქადაგიძე პაატა ზაქარეიშვილს
"ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? - დიახ ასამართლებენ!" - ზაალ ანჯაფარიძე
"სიმპტომები ხშირად მსუბუქია, მაგრამ დაავადება შეიძლება იყოს წარმოუდგენლად ინფექციური" - რას წერს ზაზა წერეთელი
"7 დეკემბერს არის ჩემი ,,სასამართლო” პროცესი, გადავწყვიტე დავესწრო" - სოსო გოგაშვილი
"უსახლკარობა დედაქალაქში უფრო მძიმე და სასტიკ ფორმებს იღებს" - თამთა მიქელაძე
"სვატოვე-კრემენას მიმართულებაზე ჩვენები აგრძელებენ ურდოს დაბაბანებას"
"ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს"
,,ურთიერთობა შიშზე არა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული" - პეტრე კოლხი
„კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი" - გია აბაშიძე
"დღეს, როცა რუსეთი უკვე უკან იხევს, უკრაინა იბრუნებს საკუთარ ტერიტორიებს, ქართველი ბიჭების დახოცვა გაუმართლებლად მიმაჩნია"
"მოგიწოდებთ, რეალობას ჩავხედოთ თვალებში, ამის გარეშე ვერაფერს შევცვლით" - ნიკა გვარამიას წერილი ციხიდან