ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა - ზაალ ანჯაფარიძე

„მთელი ორი თვე ხოშტარია იტყუებოდა თითქოს უკრაინელებს ხალხისგან მიღებული შემოწირულობებით ეხმარებოდა და ახლა ეტყობა აიძულეს ეღიარებინა ვისი ფულით აკეთებს ამას და ვინ არის მისი ფინანსური პარტნიორი, პატრონიც და კურატორიც“, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუკ სტატუსს, სადაც ის წერს, რომ კეზერაშვილთან პარტნიორობს და სწორედ მისი და მისი ცოლის დაფინანსებით ეხმარებიან უკრაინელებს.

ანჯაფარიძის თქმით ამ „აღიარებით“ კიდევ უფრო გაამყარა არგუმენტი, რომ თუ ვინმეა ოლიგარქი, სწორედ კეზერაშვილი.

„პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე მინიმუმ იმას მაინც უნდა აკეთებდეს, რომ არ იტყუებოდეს ყოველ ნაბიჯზე. მთელი ორი თვე ხოშტარია იტყუებოდა, თითქოს უკრაინელებს ხალხისგან მიღებული შემოწირულობებით ეხმარებოდა და ახლა ეტყობა აიძულეს ეღიარებინა ვისი ფულით აკეთებს ამას და ვინ არის მისი ფინანსური პარტნიორი, პატრონიც და კურატორიც. ისე მოსკოვიდან მიღებული მილიონებიც შეეძლო მოეხმარებინა უკრაინელი ლტოლვილებისთვის თუ მათი დახმარება უნდოდა, მაგრამ ხომ პოლიტიკური პიარისთვის სჭირდება ეს ყველაფერი და კეზერაშვილის ფულებით რატომაც არა! სხვათა შორის, ამ „აღიარებით“ კიდევ უფრო გაამყარა არგუმენტი, რომ თუ ვინმეა ოლიგარქი, სწორედ კეზერაშვილი (ფლობს ტელევიზიებს, აფინანსებს პარტიებს და ა.შ.). კრიმინალ კეზერაშვილთან პარტნიორობის აღიარებით, ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა,“ - წერს ანჯაფარიძე ფეისბუკზე.

ცნობისთვის, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პარტნიორია და პარტნიორობას მომავალშიც გააგრძელებს. 





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე