,,არ გამოუვიდა, წინ ეს კაცი გადაეღობა, ფოტოზე რომ ხედავთ“ - გელა ზედელაშვილი თეიმურაზ კუპატაძეზე

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსად თეიმურაზ კუპატაძის დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, თეიმურაზ კუპატაძეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან დაპირისპირება არ აპატია და კრიმინალური პოლიციის უფროსობიდან გაუშვა.

როგორც ზედელაშვილი განმარტავს, კუპატაძე მელიას შეჩერებისა და აქციის მშვიდობიანად დასრულების გამო დაისაჯა.

ჟურნალისტი საკუთარ ფეისბუკპოსტში რამდენიმე ეპიზოდზე საუბრობს:

„ეს კაცი გახსოვთ? ეპიზოდი პირველი:

თელავში საპრეზიდენტო ინაუგურაცია რომ იმართებოდა, ე.წ. ოპოზიცია ველისციხის გადასახვევთან გაიჭედა, ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან. „დასტოინი“ დავით კირკიტაძე სწორედ მაშინ მისწვდა გაჩაჩხულ მდგომარეობაში ავტობუსის ბოლო ფანჯარას და პოლიციელებს დაუწყო ცემა. კირკიტაძე იქ წაიყვანეს, სადაც ასეთი თავხედები მიჰყავთ ხოლმე და მერე ჯღნავიან. ეგრე იჯღნავლა მაგანაც, რამდენიმე თვის განმავლობაში ამტკიცა, არ ვარ მე ის კაცი, გამიშვითო.
 
ეპიზოდი მეორე:

მაშინ ნიკანორ მელიამ წარმოიდგინა, რომ ჩაგრულ ხალხთა ბელადი იყო და შეეცადა, პოლიციის კორდონი გაერღვია. არ გამოუვიდა, წინ ეს კაცი გადაეღობა, ფოტოზე რომ ხედავთ. სიტუაცია დაიძაბა. ვიფიქრე, ნიკანორი ალიყურს მიიღებს-მეთქი, მაგრამ გადარჩა და გადარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ „დაზადნა“. ეგეც გემახსოვრებათ, მაშინ მელია დასიცხული კამეჩივით ზმუოდა.
 
ეპიზოდი მესამე:

ამ მაგარ კაცს, თეიმურაზ კუპატაძეს (მას მერე მუდამ რომ მესიმპატიურებოდა) გიორგი გახარიამ მელიასთან დაპირისპირება არ აპატია, კრიმინალური პოლიციის უფროსობიდან გაუშვა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სახელოვანი „კრიზის-მენეჯერი“ „ნაცებთან“ იყო გარიგებული და „ოცნების“ გუნდში ფორმალურად თამაშობდა.
წარმოგიდგენიათ? კუპატაძე დაისაჯა მელიას შეჩერებისა და აქციის მშვიდობიანად დასრულების გამო. ეს გააკეთა გიორგი გახარიამ!
 
ეპიზოდი მეოთხე:

ჰოდა, ახლა, როგორც იქნა, სამართალმა პური ჭამა - ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. როგორც მოსალოდნელი იყო, „ნაცებს“ ერთი ადგილი აეწვათ და დაიწყეს კიდევაც თავიანთებური ჯღნავილი - ისაო, ესაო, ეგ ტიპი აქციებს არბევდაო. ჰა, ჰა, ჰა! „ნაცები“ იძახიან, კუპატაძე აქციებს არბევდაო!
 
დასკვნა: მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, წარმატებები თეიმურაზ კუპატაძეს! ვისაც მისი დაწინაურება გეწყინათ, ძმარი დალიეთ, ცივი წყალი არ მემეტება!“, - წერს გელა ზედელაშვილი.





მსგავსი სიახლეები
"ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს „დვიჟოკები"- ირაკლი კობახიძე
" მერწმუნეთ, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს"-ირაკლი კობახიძე
„თავისუფლებას და ღირსებას არ აქვს საზღვარი - აი, ესაა ქართველის ნამდვილი სახე!" - ხაზარაძე
"ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია"
„გაზრდილი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს“ - გიორგი ტყემალაძე
"როგორც ჩანს, რაც თვითონ პარტიული მიზნებიდან გამომდინარე აწყობთ, შეუძლიათ დასხდნენ და დალაგდნენ „ოცნება“ და „ნაცები“ კულუარულად'
"ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრდა და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს" - სოზარ სუბარი
"ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ" - რატი იონათამიშვილი
"მოქმედი ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს საზარბაზნე ხორცად ქცევის დავალებას, ამ ფაქტთან შეგუება ამერიკელებს უჭირთ"
"სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება დროული და პრაგმატული ნაბიჯი იქნება"
"არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე"- მამუკა მდინარაძე
"საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ" – ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი
"იომე, მაგრამ პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი"- პრემიერი
"ვინმეს არ ჰქონდეს ილუზია, რომ ომის პარტიას, ლუზერებს რამე არეულობას შემოვატანინებთ"- პრემიერი
"აფხაზეთის ომში დაღუპული 11 გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს"
"უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით"
"ომში ჩართვაზე უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით"
"რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო?" - ხაინდრავა ზურაბიშვილს
"რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება" -ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე
„თუ ხელისუფლება ტოტალურ შეცდომას არ დაუშვებს, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის ნულოვანი საფრთხეა“ - დემურ გიორხელიძე