,,ელენა გეორგიევნა ხოშტარია არის ოლიგარქების და პუტინის აგენტი'' - სვიმონ ჯანგულაშვილი

„მოქმედი ომის დროს, როცა პუტინი ასე ხოცავს ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, მე უარი ვთქვი ყველა რუსულ პროექტზე. სულაც არ მიმაჩნია რომ ეს რამე სიქველე ან სადიდებელი ამბავია. ჩვეულებრივი რამეა,” - წერს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი. 

როგორც ჯანგულაშვილი აღნიშნავს, ელენა გეორგიევნა ხოშტარია არის ოლიგარქების და პუტინის აგენტი.

„შემოთავაზება მქონდა მარინის თეატრში კონცერტის გამართვის, მარინის თეატრის (გერგიევის) სიმფონიურ ორკესტრთან, რუსულ გუნდთან და ჩემს გუნდთან ერთად. ჩვენი რუსი მეგობრის, ძალიან საყვარელი ადამიანის ნაწარმოები უნდა შეგვესრულებინა და დანარჩენი რაც გვინდოდა. არ და ვერ წავედით ამ ომის გამო. განა რა - ჰონორარს ავიღებდით და ამ ოდიოზური ოჯახივით ქართველებს „მოვახმარდით“.

1 თვის წინ შემოთავაზება მქონდა, „კულტურაზე“ ძალიან მნიშვნელოვან და გრანდიოზულ პროექტში დირიჟორობის. რამდენიმე თვის მანძილზე უნდა მედირიჟორა ორკესტრთან. ვარსკვლავი გახდებიო, გზები გაგეხსნება რუსეთისა და ევროპის ორკესტრებთანო.

რუსები მთავაზობდნენ იმას, რაშიც ჩემმა ქართველმა „მეგობრებმა“ გზა ჩამიკეტეს. არასდროს ასე ახლოს არ ვყოფილვარ ჩემი ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასრულებასთან, მაგრამ უკრაინის ომის გამო უარი ვთქვი. ზოგადად, ბევრჯერ გამომიხატავს ჩემი პოზიცია - სანამ რუსეთთან, ოკუპაციის მიუხედავად, რაიმენაირი ურთიერთობა აქვს ჩვენს ქვეყანას (მათ შორის, ეს არარაობა სანამ ფულს იღებს გერგიევისგან), მანამდე ხელოვანებისა და სპორტსმენების ბულინგი რუსეთში გამოსვლების გამო, არის დანაშაული და უსინდისო ღორობა.

ვინც რუსულ დენს და საწვავს მოიხმარს, კვარაცხელიას ან ნებისმიერ სხვას რომ აგინებს, რუსეთში რატომ მუშაობო, ის კეზერაშვილია, ქეთი დევდარიანია და ვახო სანაიაა. მაგრამ, მოქმედი ომის დროს, როცა პუტინი ასე ხოცავს ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს, მე უარი ვთქვი ყველა რუსულ პროექტზე.

სულაც არ მიმაჩნია რომ ეს რამე სიქველე ან სადიდებელი ამბავია. ჩვეულებრივი რამეა. ჰო და მაინტერესებს - რატომაა ჩემთვის დანაშაული რუსული ჰონორარის მიღება სახელოვნებო მუშაობაში და რატომ არაა ეს დანაშაული კგბ-შნიკი მამისა და კეკელკა დედის ამ უტიფარი შვილისათვის?

რატომ შეიძლება, რომ საქართველოსთვის 2008 წლის ომში გამოყოფილი მილიარდებით გაოლიგარქებული კეზერაშვილის ფულებით მოწყობილ მიტინგებზე დარბოდეთ და ჩხაოდეთ, ჩემო მეგობრებო, ოლიგარქებსა და რუსულ ფულზე? ვინც კეზერას მიტინგზე დადიოდით ან აწი წახვალთ, არანაირი უფლება არ გაქვთ, მორალი გვიკითხოთ ოლიგარქიაზე, კორუფციაზე, რუსეთსა და ევროპულ ორიენტაციაზე.

ეზერაშვილი ტიპური პუტინური ოლიგარქია - მინისტრობით გამილიარდერებული ნუვორიში, დამნაშავე და საშიში ადამიანი. ელენა გერგიევნა ხოშტარია კი ოლიგარქების და პუტინის აგენტია. ვერ გაიმარჯვებთ, ნაცებო!” - წერს facebook-ზე.

ცნობისთვის, პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პარტნიორია და პარტნიორობას მომავალშიც გააგრძელებს. 





მსგავსი სიახლეები
"ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს „დვიჟოკები"- ირაკლი კობახიძე
" მერწმუნეთ, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს"-ირაკლი კობახიძე
„თავისუფლებას და ღირსებას არ აქვს საზღვარი - აი, ესაა ქართველის ნამდვილი სახე!" - ხაზარაძე
"ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია"
„გაზრდილი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს“ - გიორგი ტყემალაძე
"როგორც ჩანს, რაც თვითონ პარტიული მიზნებიდან გამომდინარე აწყობთ, შეუძლიათ დასხდნენ და დალაგდნენ „ოცნება“ და „ნაცები“ კულუარულად'
"ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრდა და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს" - სოზარ სუბარი
"ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ" - რატი იონათამიშვილი
"მოქმედი ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს საზარბაზნე ხორცად ქცევის დავალებას, ამ ფაქტთან შეგუება ამერიკელებს უჭირთ"
"სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება დროული და პრაგმატული ნაბიჯი იქნება"
"არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე"- მამუკა მდინარაძე
"საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ" – ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი
"იომე, მაგრამ პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი"- პრემიერი
"ვინმეს არ ჰქონდეს ილუზია, რომ ომის პარტიას, ლუზერებს რამე არეულობას შემოვატანინებთ"- პრემიერი
"აფხაზეთის ომში დაღუპული 11 გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს"
"უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით"
"ომში ჩართვაზე უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით"
"რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო?" - ხაინდრავა ზურაბიშვილს
"რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება" -ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე
„თუ ხელისუფლება ტოტალურ შეცდომას არ დაუშვებს, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის ნულოვანი საფრთხეა“ - დემურ გიორხელიძე