ნიკა მელია დავით კეზერაშვილს ღიად უპირისპირდება

ნიკა მელია უკვე რამდენიმე დღეა, დავით კეზერაშვილს ღიად უპირისპირდება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რამდენიმე სატელევიზიო ეთერში განმარტა, რომ კეზერაშვილის ფინანსური რესურსი და შესაბამისად გავლენების სურვილი პარტიისთვის დამაზიანებელია. მელია საქართველოში ძებნილ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან თანამშრომლობას არ აპირებს, რის გამოც, ის კოლეგების მხრიდან კრიტიკის ობიექტად იქცა. კეზერაშვილი პარტნიორად და ოპოზიციის გამაერთიანებლად უკვე გამოაცხადა "დროას" ლიდერმა. ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში კოლეგას მორალური სტანდარტების დაცვა ურჩია და თქვა, რომ ახლა ე.წ. "რაზბორკების" დრო არ არის.

მელიას პოზიციას თავად "ნაციონალურ მოძრაობაში" რომ ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავს, ეს რამდენიმე დღის წინაც გამოჩნდა. პარტიის წევრების ის ნაწილი, რომელიც კეზერაშვილის პერსონას მისაღებად მიიჩნევს დღეს მედიასთან არ გამოჩენილან. ე.წ. მელიას ფლანგის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ "ნაცმოძრაობაში" ყველას აქვს უფლება, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება ჰქონდეს, თუმცა ეს არსებულ მოცემულობას ვერ შეცვლის.

"ნაცმოძრაობის" შიგნით არსებულ დაპირისპირებას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. მათი ნაწილი კოლეგებს რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებას ურჩევს. მეორე ნაწილი კი თავმჯდომარის შეცვლას.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს ლუსტრაციას უწოდებს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპონენტ პოლიტიკურ ძალაში პოლიტიკურ ვექტორს მხოლოდ ფული განსაზღვრავს. დეპუტატების თქმით, კეზერაშვილის ფაქტორმა გამოაჩინა, რომ "ნაცმოძრაობასა" და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის განსხვავება მხოლოდ ფიქტიურია.

როგორ დასრულდება მელია-კეზერაშვილის დაპირისპირება, ჯერჯერობით უცნობია. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა ნაწილი მელიას გადაყენების აუცილებლობაზე უკვე ღიად ალაპარაკდა.





მსგავსი სიახლეები
"ხალხი შეჰყავთ შეცდომაში, თითქოს უკრაინაში საქართველომ უნდა გაგზავნოს „დვიჟოკები"- ირაკლი კობახიძე
" მერწმუნეთ, აქ რომ მშვიდობა დაირღვეს, პირველი რადიკალური ოპოზიცია გაიქცევა წითელი ხიდიდან, როგორც გაიქცნენ 2008 წელს"-ირაკლი კობახიძე
„თავისუფლებას და ღირსებას არ აქვს საზღვარი - აი, ესაა ქართველის ნამდვილი სახე!" - ხაზარაძე
"ჩვენი ქვეყნის მოქალაქე უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში თუ შევა, ეს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველია"
„გაზრდილი ბიუჯეტი მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს“ - გიორგი ტყემალაძე
"როგორც ჩანს, რაც თვითონ პარტიული მიზნებიდან გამომდინარე აწყობთ, შეუძლიათ დასხდნენ და დალაგდნენ „ოცნება“ და „ნაცები“ კულუარულად'
"ნაციონალური მოძრაობა“ გაკოტრდა და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს" - სოზარ სუბარი
"ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ" - რატი იონათამიშვილი
"მოქმედი ხელისუფლება არ ასრულებს საქართველოს საზარბაზნე ხორცად ქცევის დავალებას, ამ ფაქტთან შეგუება ამერიკელებს უჭირთ"
"სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება დროული და პრაგმატული ნაბიჯი იქნება"
"არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე"- მამუკა მდინარაძე
"საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ" – ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი
"იომე, მაგრამ პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადება ომის ფრონტიდან, რა სტილია, არ ვიცი"- პრემიერი
"ვინმეს არ ჰქონდეს ილუზია, რომ ომის პარტიას, ლუზერებს რამე არეულობას შემოვატანინებთ"- პრემიერი
"აფხაზეთის ომში დაღუპული 11 გმირის ნეშტი დავუბრუნეთ მათ ოჯახებს, კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს"
"უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით"
"ომში ჩართვაზე უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური პირების საჯარო განცხადებების გარდა, კიდევ მეტი ინფორმაცია ვიცით"
"რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო?" - ხაინდრავა ზურაბიშვილს
"რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება" -ანრი ოხანაშვილი სააკაშვილზე
„თუ ხელისუფლება ტოტალურ შეცდომას არ დაუშვებს, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის ნულოვანი საფრთხეა“ - დემურ გიორხელიძე