"ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა" - „საქსტატი“

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

 

„საქსტატის“ ცნობით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების დარგებში.

 

„სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 110.6-ის,ხოლო წინა თვესთან შედარებით 100.5.

 

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 105.6, ხოლო წინა თვესთან შედარებით 99.2.

 

რაც შეეხება საქონლის ექსპორტს (FOB) 4 546.0 მლნ აშშ დოლარია, პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში 34.0.

 

საქონლის იმპორტი (CIF) 10 682.4 მლნ აშშ დოლარია, პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში 33.3.

 

საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15 228.4 მლნ აშშ დოლარია, პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში 33.5“,- ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

 

რაც შეეხება ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას, ”საქსტატის“ ცნობით, ოქტომბრის მონაცემებით, 7 214 ერთეული დარეგისტრირდა. ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობის ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (%) 70.3-ია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 11 219.0 მლნ. ლარია. ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 14.8%.

 

„საქსტატი“ ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
"მთავარი რაცაა, იმ კრიტერიუმებში წინ ვყოფილვართ ყველაფერში და სტატუსი რატომ არ მოგვცეს?!"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი თებერვლისთვის
"გაორმაგებული ან გაასმაგებული ეკონომიკა არის შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები, დასაქმებასთან ერთად"
"ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება" - ლაშა ხუციშვილი
საქართველოში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება - „საქსტატი“
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს - ნახეთ ახალი მონაცემები
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება იგეგმება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 იანვრისთვის
"სააკაშვილი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს" - გიული ალასანია
დოლარის ღირებულება 2.6499 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
"უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, თითქოსდა რუსეთის ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალა, ეს ყველაფერი საქართველოდან შეტანილი საქონლის შედეგად ხდება"
"15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ... სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა" - შალვა ალავერდაშვილი
2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო