როდის აისახება ეკონომიკის ზრდის მაღალი მაჩვენებელი სამომხმარებლო ფასების კლებაზე - ექსპერტის პროგნოზი

2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში, ეკონომიკურმა ზრდამ კვლავ მაღალი მაჩვენებელი - 8.3% შეადგინა, ხოლო იანვარ - ოქტომბრის საშუალო ზრდა ორნიშნა 10.0%-ით განისაზღვრა.

 

საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.

 

ოქტომბერში წინა თვეების მსგავსად კვლავ მზარდი იყო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, რაც  წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 14.8%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 7,214 ერთეულს გაუტოლდა, რაც 70.3 პროცენტით მეტია 2021 წლის ოქტომბრის თვის მონაცემზე.

 

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის ეკონომიკური ზრდა, წლის დასაწყისიდან მოყოლებული ატარებს დივერსიფიცირებულ ხასიათს. ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა: მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, სამთომოპოვებითი მრეწველობის, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობების, სოფლის მეურნეობისა და ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებმა.

 

ექსპერტების განმარტებით, 2022 წლის ოქტომბერში ეკონომიკური გაჯანსაღების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. 2022 წლის ოქტომბერში ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 448.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

 

გაჯანსაღების ტენდენციები განსაკუთრებით გაძლიერდა ტურიზმის სექტორში, კერძოდ ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26.4%-ით გადააჭარბა და 337.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ზრდის მაჩვენებელი 1.5 %-ით აღემატება გასული წლის ოქტომბერში დაფიქსირებული 6.9 % იან მაჩვენებელს, როდესაც გასულ წელს წლიურმა ზრდამ 10.4 % შეადგინა. შემთხვევითი არ არის, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკის ანალიზისას, ჯერ კიდევ ორი თვის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადასინჯა წლიური ზრდის პროგნოზი და გაზარდა 5. 5 %-დან 9 %-მდე, ხოლო საქართველო მთავრობამ ჯერ 8.5 %-მდე დააკორექტირა, ხოლო ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით უკვე 10 %-მ დე არის გაზრდილი, რაც თანხვედრაშია ეროვნული ბანკის შეფასებაზე წლიურ ორნიშნა 10 %-იან ზრდაზე.

 

თავის მხრივ, მაღალი ზრდა პოზიტიურად აისახა უმუშევრობის შემცირებაზე, რაც ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული მესამე კვარტლის მიხედვით, დასაქმების და რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის ზრდაზეა დადებითად ასახული, რაც მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის პოზიციონირებას და სპეკულაციებს ქვეყნიდან ათასობით სამუშაო ძალის გადინებაზე.

 

"ჯორჯიან თაიმსი" დაინტერესდა, - როდის აისახება ქვეყანაში არსებული ეკონომიკის ზრდის  მაღალი მაჩვენებელი ინფლაციის შემირებასა და სამომხმარებლო ფასების კლებაზე.

 

ეკონომიკის ექსპერტ, გიორგი ცუცქირიძის განმარტებით, პროცესი დაწყებულია და ამ მიმართულებით სასიკეთო ცვლილებებს, უკვე მომავალი წლიდან უნდა ველოდეთ.

 

"ის,  რაც მაღალ ეკონომიკურ ზრდებს ახასიათებს,  ფასებზე ანუ ინფლაციაზე ნაკლებად არის დაკავშირებული.


რადგან მაღალი ინფლაციაა, პირიქით, ის ანელებს ეკონომიკურ ზრდას მოხმარების ფასების შემცირებით. რომ არა - საგარეო ფაქტორების გავლენა იმპორტზე, (რაც მიწოდების ჯაჭვების წყვეტით და ენერგომატარებლების მკვეთრი გაძვირების შედეგი იყო), ზრდა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. 


ყველა პროგნოზით, გლობალურმა ინფლაციამ პიკურ მაჩვენებელს უკვე მიაღწია და მომავალ წელს მის მნიშვნელოვან კლებას უნდა ველოდოთ. ეს ჩვენც შეგვეხება და ინფლაციის სამიზნე 3-4 პროცენტიან მაჩვენებელზე დაყვანა, სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე პირდაპირ აისახება", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ "ჯორჯიან თაიმსთან". 





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
"მთავარი რაცაა, იმ კრიტერიუმებში წინ ვყოფილვართ ყველაფერში და სტატუსი რატომ არ მოგვცეს?!"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი თებერვლისთვის
"გაორმაგებული ან გაასმაგებული ეკონომიკა არის შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები, დასაქმებასთან ერთად"
"ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება" - ლაშა ხუციშვილი
საქართველოში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება - „საქსტატი“
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს - ნახეთ ახალი მონაცემები
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება იგეგმება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 იანვრისთვის
"სააკაშვილი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს" - გიული ალასანია
დოლარის ღირებულება 2.6499 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
"უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, თითქოსდა რუსეთის ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალა, ეს ყველაფერი საქართველოდან შეტანილი საქონლის შედეგად ხდება"
"15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ... სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა" - შალვა ალავერდაშვილი
2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო