ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა და ამისთვის კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

აღინიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. პროექტები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარებას, ისე ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებების შექმნას, რითიც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

 

საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესს. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა და უახლოეს პერიოდში კონკურსის წესით შეირჩევა კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც ადგილობრივი, ისე წამყვანი უცხოური კომპანიები. კონსორციუმი ერთი წლის ვადაში დაამუშავებს გეგმის განვითარების კონცეფციას.

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
"მთავარი რაცაა, იმ კრიტერიუმებში წინ ვყოფილვართ ყველაფერში და სტატუსი რატომ არ მოგვცეს?!"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი თებერვლისთვის
"გაორმაგებული ან გაასმაგებული ეკონომიკა არის შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები, დასაქმებასთან ერთად"
"ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება" - ლაშა ხუციშვილი
საქართველოში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება - „საქსტატი“
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს - ნახეთ ახალი მონაცემები
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება იგეგმება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 იანვრისთვის
"სააკაშვილი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს" - გიული ალასანია
დოლარის ღირებულება 2.6499 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
"უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, თითქოსდა რუსეთის ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალა, ეს ყველაფერი საქართველოდან შეტანილი საქონლის შედეგად ხდება"
"15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ... სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა" - შალვა ალავერდაშვილი
2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო