რას გულისხმობს გადავადებული მოგების გადასახადის „ესტონურ მოდელი" და რატომ სპეკულირებს პრემერის განცხადებით ოპოზიცია

უკვე დაწყებულია სპეკულაციები პრემიერის  განცხადებაზე,  კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან. მათთვის შენარჩუნდება მოგების გადასახადის არსებული სისტემა და შესაბამისად, 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან,  თითქოსდა საბანკო სექტორი გაზრდის მომსახურების ტარიფებს და საპროცენტო განაკვეთებს სესხებზე, - ამის შესახებ ეკონომიკი ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე "ჯორჯიან თაიმსის" ბლოგში წერს.

 

 

"გადავადებული მოგების გადასახადის „ესტონურ მოდელზე“, საქართველო გადავიდა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან და მისი მიზანია ეკონომიკური  ზრდის დაჩქარება,შემოღებას ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასთან ერთად, უცხოური ინვესტიციების ზრდა და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება უნდა მოყოლოდა. გარად ამისა,  მოდელის ეფექტი, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში უმუშევრობის შემცირებით ბიზნესის გაფართოებაში და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში უნდა ასახულიყო.

 

ესტონური მოდელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ  კომპანია თავისუფლდება მოგების გადასახადისგან, თუკი ის მოახდენს  მოგების რეინვესტირებას გაფართოების მიზნით. დაბეგვრით კი იბეგრება იურიდიული პირი, თუ მოგებას გასცემს დივიდენდის სახით ან ახდენენ მოგების ისეთ განაწილებას, რომელიც არ უკავშირდება კომპანიის ბიზნესსაქმიანობას.  ახლანდელი მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი. მოგების გადასახადი ვრცელდება რეზიდენტ საწარმოზე და არარეზიდენტ საწარმოზე, რომელიც საქართველოში საქმიანობს  მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. ამასთან, გადავადებული მოგების  გადასახადი არ ვრცელდება: კომერციულ ბანკზე, საკრედიტო კავშირზე, სადაზღვევო ორგანიზაციზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და სესხის გამცემ სუბიექტზე, ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირზე;

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფორმას თავის დროზე კრიტიკოსები არ აკლდა, მათ შორის დღევანდელი ოპოზიციის სახით, ამ მოდელის ეფექტი აისახა, მშპ-ს და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაზე, უმუშევრობის შემცირებაზეც და დასაქმების ზრდაზე. განსაკუთრებით ბოლო 2 წელიწადში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ კოვიდ პანდემიურ 2020 წელს, როდესაც ეკონომიკა რეცესიაში შევიდა. გარდა იმისა, რომ ბიოლო 2 წელიწადში გვაქვს ორნიშნა ზრდა, 2019 წელთან შედარებით მშპ გაიზარდა 47 %-ით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4696 ათასი დოლარიდან 6600 ათას დოლარამდეა გაზრდილი ანუ 40 %-ით, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა 11,4 მლრდ ლარიდან 16,8 მლრდ ლარამდე ანუ 47 %-ით,  ბიუჯეტის დეფიციტი შემცირებულია 3 %-მდე, უმუშევრობა მარტო მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მიხედვით შემცირებულია 15,6 %-მდე.

 

რაც შეეხება პრემიერის განცხადებაზე ბანკებთან დაკავშირებით, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, არის ლოგიკურიც და არგუმენტირებულიც. როდესაც 2017 წელს ბანკებისათვის ამოქმედების ვადა 2023 წლამდე გადაიდო, იგი ითვალისწინებდა ამ პერიოდში საბანკო სექტორის განვითარების დინამიკის ანალიზს. მარტო წელს ბანკების საპროგნოზო სუფთა მოგება, თუ 2019 წელს 1 მილიარდ ლარამდე იყო, 2021 წლის მსგავსად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება. გარდა ამისა, მხედველობაში ნაკლებად იღებენ იმ გარემოებას, რომ საბანკო სექტორი არასაბანკო დაწესებულებებისაგან განსხვავებით ისედაც განსხვავებულ და შეღავათიან საგადასახადო ტვირთის რეჟიმში ფუნქციონირებს. საერთაშორისო საბანკო პრაქტიკით ბანკები არ იხდიან არც დღგ-ს რომელიც ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების მთავარი წყაროა -41 %-მდეა წილობრივად და არც აქციზის გადასახადს, რაც საბიუჯეტო შემოსავლების 13 %-ია. 

 

აქვე განვმარტავ, რომ ეროვნული ბანკის ნორმატივების მიხედვით, კომერციული ბანკების დასაბეგრი მოგებაც სხვა წესით იანგარიშება. კერძოდ, დასაბეგრ მოგებაზე პირდაპირ ზემოქმედებს ხარჯების ისეთი მუხლი როგორიცაა ზარალი აქტივების(სესხების) შესაძლო დანაკარეგების მიხედვით, რაც განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში მნიშვნელოვნად ამცირებს დასაბეგრ მოგებას. თვალსაჩინოიებისათვის, 2019 წლის შემცირებულ წლიურ წმინდა მოგებაზე, რაც 92 მლნ ლარი იყო, პირდაპირი ზეგავლენა იქონია მარტის თვის მოგების უარყოფითმა 900 მილიონიანმა მაჩვენებელმა, რაც გამოწვეული იყო ეკონომიკის ჩაკეტვის გამო, მაღალი გაურკვევლობიდან გამომდინარე, სესხებზე შესაძლო დანაკარგების ზარალით,  რამაც მილიარდ 189 მილიონი ლარი შეადგინა. შესაბამისად, ამ თვის მოგების გადასახადიც მკვეთრად უარყოფითი-136 მილიონი ლარი იყო. თუმცა შემდეგ თვეებში, ეს მუხლი პოზიტივისკენ დაიძრა და უკვე აპრილის თვის  მოგებამ 80 მილიონი ლარი შეადგინა. ხარჯების ამ მუხლის გარეშე საბანკო სექტორი 2020 წელსაც საკმაოდ მაღალ 800 მილიონიან წმინდა მოგებაზე გავიდოდა! საერთაშორისო ბაზრებიდან ფინანსური რესურსების მოზიდვისას, ინვესტორებიც სწორედ წმინდა მოგებას უყურებენ, წამყვანი ქართული ბანკების უკუგება კაპიტალზე საკმაოდ მაღალია და ROE 30 %-საც კი აჭარბებს, ხოლო გასულ წელს სულაც სარეკორდო 40 % ზე იყო ასული! შედარებისათვის აშშ-ის ბანკების ROE 2021 წელს 14 % შეადგენდა, ინდოეთის ბანკების-13.69 %, თურქული ბანკების  მაჩვენებელი 12.6 %-იყო, ფრანგული და გერმანული ბანკების კიდევ უფრო ნაკლები, შესაბამისად 6.66 % და 3.69 %, ანალოგიურია ესტონეთში-6.71 %,  სასომხეთში-5.5 %, ხოლო აზერბაიჯანში-16.27 %. შედარებით მაღალი ყაზახეთშია 25.6 %.

 

ახლა იმაზე აქცენტირება, რომ ბანკების ამ დასაბეგრ რეჟიმზე გადასვლა ეწინააღმდეგება "თავისუფლების ქარტიას" და ამის კონპენსირებას სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდით უპასუხებენ, ნაკლებად არგუმენტირებულია, სწორედ ისედაც განსხვავებული საგადასახადო რეჟიმის გამო. მომსახურების ტარიფები ისედაც გაზრდილია, ისევე როგორც წმინდა და საპროცენტო მარჟა, ხოლო საბანკო სესხებზე პროცენტი სხვა პრინციპით დგინდება, ძირითადად მოზიდული სახსრების ფასით და პირველ რიგში ვადიანი დეპოზიტების განაკვეთზეა დამოკიდებული", - წერს ცუცქირიძე.

 





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
"მთავარი რაცაა, იმ კრიტერიუმებში წინ ვყოფილვართ ყველაფერში და სტატუსი რატომ არ მოგვცეს?!"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი თებერვლისთვის
"გაორმაგებული ან გაასმაგებული ეკონომიკა არის შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები, დასაქმებასთან ერთად"
"ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება" - ლაშა ხუციშვილი
საქართველოში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება - „საქსტატი“
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს - ნახეთ ახალი მონაცემები
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება იგეგმება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 იანვრისთვის
"სააკაშვილი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს" - გიული ალასანია
დოლარის ღირებულება 2.6499 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
"უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, თითქოსდა რუსეთის ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალა, ეს ყველაფერი საქართველოდან შეტანილი საქონლის შედეგად ხდება"
"15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ... სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა" - შალვა ალავერდაშვილი
2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო