,,ურთიერთობა შიშზე არა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული" - პეტრე კოლხი

ურთიერთობა შიშზე არა, სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული… - ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

"ზოგს პავლე მოციქულის სიტყვებიც ,,რაითა ეშინოდეს ქმრისა” ისე, როგორც ბევრი სხვა რამ, არასწორად აქვს გაგებული…

 

ეკლესიის თავი პავლე, არ გულისხმობდა იმას, რომ სახლში მისული ნასვამი ქმარი აუცილებლად დანას უნდა იქნევდეს და ცოლი შიშისგან კანკალებდეს…

 

სამოციქულოში სიყვარულის დაკარგვით გამოწვეულ შიშზეა საუბარი…

 

დიახ, ყველას სიყვარულის დაკარგვის უნდა შეეშინდეს და არა ქართულ, დამახინჯებულ მენტალობაზე დაფუძნებული, არასწორად გაგებული რელიგიის მიმდევრების, რომლებიც სარწმუნოებასაც საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით იყენებენ და მათზე უცოდინარ ცოლებს თუ შვილებს ,,არიგებენ”, ხომ ხედავ, სახარებაც იმას გვასწავლის, ქალს ქმრის უნდა ეშინოდესო…

 

კარგად ხედავთ, ამგვარმა სწავლებამ რა შედეგი გამოიღო ჩვენ ქვეყანაში…

 

თუ კარგად ვერ შეაშინეს, რა პრობლემაა, ცოლი ხომ ,,კერძო საკუთრებაა” და კლავენ…

 

ვინ იცის ოჯახურმა ძალადობამ რამდენი მოზარდის ფსიქიკა გაანადგურა და აგრეთვე მოძალადეებად ჩამოაყალიბა. ყველა ვერ გაუძლებს მცირე ასაკში გადატანილ სტრესს და თავადაც ზუსტად ისე იქცევა, როგორც ოჯახში ასწავლიდნენ…

 

ასე იკვრება ჩვენ გარშემო ძალადობის ჯაჭვი და ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ ცოტას თუ სურს, ეს ჯაჭვი სამუდამოდ გაწყდეს…

 

უმეტესად მართლა სჯერათ, რომ ხმაურს, პროტესტს არავითარი აზრი არ გააჩნია…

 

არადა, ეს თავის მოტყუებაა…

 

ნუ დავემსგავსებით ირანს, სადაც ქალები უკვე ჩადრებიდან ხმას იმაღლებენ და გაუგონარი სადიზმის მიუხედავად, რაღაც შედეგს მაინც აღწევენ…

 

რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ხშირად მსმენია ქალებისგანაც, კაცმა თუ არ იძალადა, თუ არ იჩხუბა და იგინა, რისი კაციაო…

 

ჰო, ასეთი ქალები მარტო ქმრების ძალადობის წახალისებას კი არ ეწევიან, ვაჟებსაც ასწავლიან, როგორ უნდა იძალადონ ცოლებზე…

 

ღმერთი არ ძალადობს ვინმეზე, არც ეკლესიას დაეწესებია ცოლის თმებით თრევა, არც პავლე მოციქული გვეუბნება, ვინმეს გვეშინოდეს…

 

ეს ჩვენი, აგრესიულ საზოგადოებაში გამოზრდილი თაობების მოგონილია და გვსურს ეს ,,სწავლება” შეუცვლელად თაობიდან თაობას გადაეცეს…

 

არა… შევჩერდეთ… ხმა ამოვიღოთ… მოძალადეა ისიც, ვინც ძალადობას ხელს აფარებს და ჩუმდება…

 

დიახ, ჩვეულება, რომელიც რჯულზე უმტკიცესია, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს…

 

ალბათ, ბევრი იქნება ჩხუბიც, გულისტკენაც, მაგრამ დრო დადგება და აუცილებლად შეეგუებიან, რომ ქალი ნივთი არ არის და ის მამაკაცის თანასწორია… მეტიც-ქალი ახალი სიცოცხლის საწინდარია!..” - წერს პეტრე კოლხი. 





მსგავსი სიახლეები
"კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროინტეგრაციისკენ" - ზაალ ანჯაფარიძე
"ტექნიკური წინსვლა საკმარისი არ არის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის"- სერგი კაპანაძე
"მშვიდობით, ბატონო ჯემალ! მადლობა თქვენთან ერთად სცენაზე თუ სცენის მიღმა გატარებული ულამაზესი წლებისთვის"- გია ბაღაშვილის გამოსათხოვარი ჯემალ ღაღანიძეს
"ცხადად გამოჩნდა, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის გასაშავებლად"
"შოკის მომგვრელია ეს მონაცემი: საქართველოს გამრავლების ასაკის მქონე ყოველი მესამე მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ფიქრობს"
"საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება"
"ვერაფერი, რაც არ უნდა გაიხსენოთ სააკშვილის მმართველობის დროიდან ვერ აქარწყლებს და ვერ შველის ამ უბედურებას"
"ნუ ეწყინება ვაშაძის "ტროიკას", რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"სააკაშვილს ნამდვილად ეკუთვნის ისეთ პირობებში იყოს, როგორშიც სხვებს ამყოფებდა" - დიტო სამხარაძე
"იქ სადაც პრეზიდენტებს ასე კლავენ, თქვენი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირს ხელისუფლებას"
"ელექტორალურად დღეს რომ არჩევნები ჩატარებულიყო, მათი რეიტინგი 3 -5%-ია" - ლევან ნიკოლაიშვილი
"თუ ხვიჩა კვარაცხელიას გაუმართლებს და ტრავმებს ასცდება, რაღაც დიდი უნდა გამოვიდეს"- დემურ გიორხელიძე
„ორი წელი შესრულდა, რაც აღარ არის თემური ჩვენთან, დედამიწაზე, ხილულ სამყაროში…"
"წლებია კანონებს ესენი არ წერენ, დაკავებულები არიან ქვეყნის დაზიანებით შინ და გარეთ"- ამირან სალუქვაძე ოპოზიციაზე
"უჰლედარში ყველა გამოხტომა ჩაუფლავდა ურდოს, პავლივკის მხრიდან შეტევა ჩაუვარდათ" - ალექსი პეტრიაშვილი
"გილოცავ, ძმა" - სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს
"მხოლოდ ამ მაჩვენებლით, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველო ძალიან უსამართლოდ დაიჩაგრა" - ლევან ნიკოლეიშვილი
"არ გამოვა ქალბატონო თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა"
"ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძისა და „მაჩვის“ გაბაზრებულია"
"ჩვენი საზოგადოება უკეთეს დიდ ოპოზიციურ პარტიას ვერ ქაჩავს" - გია ნოდია