„თუ ხელისუფლება ტოტალურ შეცდომას არ დაუშვებს, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის ნულოვანი საფრთხეა“ - დემურ გიორხელიძე

ცენტრმა „ემპათიამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გამოაქვეყნა. მათი ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას. როგორც ცენტრ „ემპათიას“ დასკვნაშია ნათქვამი, სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი აშშ-ის ან ევროკავშირის მესამე დონის კლინიკაში.

 

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იკვებება სრულფასოვნად, იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს.

 

მისი თქმით, მკურნალობის პროცესი რთულია და ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. ჩხაიძის განცხადებით, პაციენტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

 

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით,  კი მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში და არ ემორჩილება მკურნალობის კურსს.

 

„აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის, სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, ამას ხაზგასმით ვიტყვი, და არა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში, რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად, მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად, №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს“, –აცხადებს რატი ბრეგაძე.

 

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰქონდა.

 

რამდენად აფერხებს პოლიტიკურ პროცესებს მიხეილ სააკაშვილი ასეთი მდგომარეობა? როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება მასთან მიმართებით?

 

„ჯორჯიან თაიმსი“ გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ დემურ გიორხელიძესთან:

 

- არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში დაპატიმრებულ ადამიანს პოლიტიკურ პროცესებზე, რაიმე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ ეს გვეჩვენება, იმის ბრალია, რომ გარეთ მყოფი ადამიანების პოლიტიკა უსუსურია, როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. ვგულისხმობ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომელიც სულ უფრო მარგინალიზებული ხდება და მათი ნებისმიერი გამონათქვამი და საქციელი პოლიტიკის ჩარჩოებში არ ჯდება. ეს რაღაც მარაზმია, რომელიც საბოლოოდ, მათ დეგრადაციას გამოიწვევს. ოპოზიცია ამ გზას ადგას. მაგრამ აქ არის მეორე დიდი პრობლემა, - ნორმალური სახელმწიფო არ შეიძლება არსებობდეს საღი, კონსტრუქციული ოპოზიციის გარეშე.  ძალიან პროფესიული, ხისტი ძალა, რომელიც ათი თავით მაღლა იქნება დღევანდელ ოპოზიციაზე, ისეთ სუსტ ხელისუფლებას, როგორიც საქართველოსია, ოპოზიციური ხედვებითა და ანალიზით  უსაშველოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. სწორედ ამას უფრთხის დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება, ამიტომ შესანიშნავი გზა აირჩია, რომ როგორმე არჩინოს და კვებოს ის. ასეთი ოპოზიცია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სანატრელია, რადგან პასუხისმგებლობას ხსნის მას. ეს წმინდა საინფორმაციო ტექნოლოგიაა.

 

- საერთაშორისო რაკურსით როგორ ჩანს სააკაშვილის ასეთი მდგომარეობა და მოქმედებს თუ არა ეს ქვეყნის იმიჯზე? 

 

- თქვენ წარმოიდგინეთ, საერთაშორისო ურთიერთობები  სააკაშვილთან წლების განმავლობაში იგებოდა, ჯერ კიდე ხელისუფლებაში მოსვლამდე. 1995 წლიდან, ეს ახალგაზრდები შევარდნაძის წყალობით ხელისუფლებაში უკვე იყვნენ. განაგებდნენ სახელმწიფოსა და ეს ურთიერთობებიც ყალიბდებოდა, შემდეგ 9 წელი ხელისუფლებაში იყვნენ. თითქმის 20 წელიწადია საბოლოო ჯამში,  თანაც ფინანსურად ეს ჯგუფი ყოველთვის ძლიერი იყო.

 

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილი სერიოზული პროექტი იყო, ძალიან გავლენიანი ჯგუფების. თუმცა, ევროპასა და შეერთებულ შტატებში მხარდამჭერები დღეს უფრო ნაკლებად ჰყავს.

 

- რამდენად სწორად იქცევა ხელისუფლება სააკაშვილთან მიმართებით?

 

- ის პატიმარია და ციხის საავადმყოფოშია. ამ დროს, ხელისუფლება მშვენივრად იყენებს, ოპოზიციის მომხრეების ბრმა მორჩილებას სააკაშვილისადმი.  თუ, დღეს საქართველოს ხელისუფლება, რაღაც ტოტალურ შეცდომას არ დაუშვებს, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის ნულოვანი საფრთხეა. მაგრამ ასე დარჩენილი ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდება, რადგან იმ პრობლემებს, რომელიც ქართველი ერის წინაშე დგას, ხელისუფლება ფაქტობრივად არანაირად არ ეხება. ეს კი, კიდევ უფრო ამძაფრებს ფუნდამენტურ პრობლემებს, რომელთა გადაჭრის გარეშე ქართველები ამ ქვეყანას უბრალოდ დაკარგავენ.

 

- მესამე პრეზიდენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, რა გამოსავალი არსებობს?

 

- სააკაშვილს ძალიან კარგად ვიცნობ და აშკარად ეტყობა რომ ადამიანურად ჯანმრთელ მდგომარეობაში არ არის. მაგრამ, არ ვფიქრობ, რომ მის მკურნალობას ვინმე ხელს უშლის, ან შეიძლება შეუშალოს. ამის აუცილებლობა არ არის.  მე არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება რაიმეს აკეთებს ( თუმცა, შორს ვარ ხელისუფლების ადვოკატობიდან). სახეზე სააკაშვილს ეტყობა, რომ ჯანმრთელად არ არის.  მას, თავისთავად ცხადია, ადგილზე ყველანაირი მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს. შემდეგ უკვე პროფესიულად წესიერი ექიმების მიერ საერთაშორისო დონის დასკვნა უნდა დაისოს. მე არ მჯერა ე.წ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, „ხბოს აღტყინებით“ თვალებგაბრწყინებული ექიმების დასკვნების. მათ არცერთ სიტყვას არ ვენდობი, თუმცა, აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელად არ არის.

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /





მსგავსი სიახლეები
"არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი - მიშამ უნდა ჭამოს"
უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს
"რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ომის პარტიის“ გამორჩეულ სახეებს" - “ხალხის ძალა"
"ობიექტურ პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ - კობახიძე
ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - რუსეთ - უკრაინის ომის 345-ე დღე
"ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას"
"თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ"-ნიკა მელია
"სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს"- თეა წულუკიანი
"გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება"-ვლადიმერ პუტინი
"მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს"-სერგეი ლავროვი
"NDI-ის კვლევამ ქვეყნის როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ვითარების ძალიან მძიმე სურათი დაგვანახა" - ვახტანგ ძაბირაძე
"სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები" - გურამ მაჭარაშვილი
ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა
"აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ - The Washington Post
გენერალური პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
"მოვუწოდებთ, გადასცეს სააკაშვილი უკრაინას" - უკრაინის საგარეო უწყება
"სააკაშვილი უკრაინული მხარის დაკვეთით გაყიდა თავისივე გუნდმა, თავს ზვიად გამსახურდიას ნუ შეადარებს"
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
"მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ფარულად საუბრობს "ქართული ოცნება"