"ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? - დიახ ასამართლებენ!" - ზაალ ანჯაფარიძე

ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? დიახ ასამართლებენ, რადგანაც ყველა ოდნავ მაინც დემოკრატიულ სახელმწიფოში, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თუმცა, მავანთ შერჩევითი მიდგომა აქვთ ამის მიმართაც. თუ საქმე "მათ ნაძირალებს" ეხება, მათ "განსაკუთრებული"  მოპყრობა სჭირდებათ, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

 

"მხოლოდ აფრიკაში კორუფციის, ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლისა და სხვა კორუფციული დანაშაულების გამო გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს 10 პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს.  

 

სხვადასხვა წლებში აზიაში ქვეყნების 31 ლიდერს (პრეზიდენტებს და პრემიერ მინისტრებს) მოუწია ციხის ნარებზე დაჯდომა. 1991-1994 წლებში კორუფციის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა ავსტრალიის ორი პრემიერ მინისტრი.

 

პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ევროპაშიც ბევრი იყო ქვეყნის ლიდერთა გასამართლების „ქეისები“ სხვადასხვა კორუფციული თუ სხვა მძიმე დანაშაულების გამო. გაასამართლეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი (1994) და პრეზიდენტი (2006). 2004-2019 წლებში გასამართლდა უკრაინის სამი პრემიერ მინისტრი და ერთი პრეზიდენტი. სასამართლოს წინაშე წარსდგა მაკედონიის პრემიერ მინისტრი (2006). 2011 წელს კორუფციაში ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. ის არ დაესწრო სასამართლო პროცესს, რადგან ექიმებმა ჩათვალეს, რომ მისმა ნევროლოგიურმა პრობლემებმა მას მეხსიერება დაუზიანა. 2020-2021 წწ, სასამართლო შედგა საფრანგეთის პრემიერ მინისტრ ფრანსუა ფიიონის და ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიმართ.სარკოზი გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი უახლეს ისტორიაში, რომელსაც რეალური პატიმრობის ვადა შეეფარდა.

 

2013 წელს სასამართლოს წინაშე წარსდგა იტალიის მრავალგზის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. 2014 წელს კორუფციის და ფულის გათეთრების ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგა პორტუგალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჟოზე სოკრატესი.2014 წელს ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლეს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ადრიან ნასტასე, 2016 წელს გასამართლდა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი. 2018 და 2020 წელს, გაასამართლეს სომხეთის ორი ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქისიანი. 2018 წელს ხორვატიის პრეზიდენტი ივო სანადერი ასევე კორუფციაში ბრალდებით გასამართლდა. წელს, კორუფციაში ბრალდებით გასამართლდა მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი (2022).

 

ახლახანს, არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს კრისტინა კირშნერს სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა-მითვისების გამო.

 

აღსანიშნავია ერთი რამ, საძიებო სისტემებში რომლებიც თავისუფალია პოლიტიკური კონიუნქტურისგან, გასამართლებულ ლიდერებს შორის გვხვდება სააკაშვილის და მერაბიშვილის გვარებიც და ორივეს გასამართლების მიზეზის გრაფაში უწერია „კორუფცია“.

 

თუმცა, მთავარი ის არის, რომ ყველა გასამართლებული ლიდერი სასჯელს ღირსეულად შეხვდა და არცერთ მათგანს და არც მათი ოჯახის წევრებს არ მოუწყვიათ ის ისტერიული სპექტაკლები და სიმულაცია, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა ეწევა", - წერს ანჯაფარიძე. 





მსგავსი სიახლეები
"კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროინტეგრაციისკენ" - ზაალ ანჯაფარიძე
"ტექნიკური წინსვლა საკმარისი არ არის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის"- სერგი კაპანაძე
"მშვიდობით, ბატონო ჯემალ! მადლობა თქვენთან ერთად სცენაზე თუ სცენის მიღმა გატარებული ულამაზესი წლებისთვის"- გია ბაღაშვილის გამოსათხოვარი ჯემალ ღაღანიძეს
"ცხადად გამოჩნდა, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის გასაშავებლად"
"შოკის მომგვრელია ეს მონაცემი: საქართველოს გამრავლების ასაკის მქონე ყოველი მესამე მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ფიქრობს"
"საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება"
"ვერაფერი, რაც არ უნდა გაიხსენოთ სააკშვილის მმართველობის დროიდან ვერ აქარწყლებს და ვერ შველის ამ უბედურებას"
"ნუ ეწყინება ვაშაძის "ტროიკას", რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"სააკაშვილს ნამდვილად ეკუთვნის ისეთ პირობებში იყოს, როგორშიც სხვებს ამყოფებდა" - დიტო სამხარაძე
"იქ სადაც პრეზიდენტებს ასე კლავენ, თქვენი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირს ხელისუფლებას"
"ელექტორალურად დღეს რომ არჩევნები ჩატარებულიყო, მათი რეიტინგი 3 -5%-ია" - ლევან ნიკოლაიშვილი
"თუ ხვიჩა კვარაცხელიას გაუმართლებს და ტრავმებს ასცდება, რაღაც დიდი უნდა გამოვიდეს"- დემურ გიორხელიძე
„ორი წელი შესრულდა, რაც აღარ არის თემური ჩვენთან, დედამიწაზე, ხილულ სამყაროში…"
"წლებია კანონებს ესენი არ წერენ, დაკავებულები არიან ქვეყნის დაზიანებით შინ და გარეთ"- ამირან სალუქვაძე ოპოზიციაზე
"უჰლედარში ყველა გამოხტომა ჩაუფლავდა ურდოს, პავლივკის მხრიდან შეტევა ჩაუვარდათ" - ალექსი პეტრიაშვილი
"გილოცავ, ძმა" - სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს
"მხოლოდ ამ მაჩვენებლით, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველო ძალიან უსამართლოდ დაიჩაგრა" - ლევან ნიკოლეიშვილი
"არ გამოვა ქალბატონო თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა"
"ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძისა და „მაჩვის“ გაბაზრებულია"
"ჩვენი საზოგადოება უკეთეს დიდ ოპოზიციურ პარტიას ვერ ქაჩავს" - გია ნოდია