"ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება" - გია გაბრიჭიძე

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან რადიკალური ოპოზიციისა და მათი დასავლეთელი ლობისტების მხრიდან მიმდინარეობს საქართველოს ამ ომში მხარედ ჩართვაზე გამალებული ბრძოლა, ისმოდა შეკითხვა - რატომ, რა ინტერესები აქვს იმ ხალხს, რომ საქართველო ომში ჩაებას? - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს, რუსეთ - უკრაინის ომში ქართველი მოხალისეების მონაწილეობა ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით წაახალისოს“.

 

როგორც გაბრიჭიძემ აღნიშნა, მათ კარგად იციან,რომ ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება და ტელეეკრანებიდან აფრქვევენ მოწოდებებს, რითაც ცდილობენ ხელისუფლებას ტალახი მოსცხონ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან რადიკალური ოპოზიციისა და მათი დასავლეთელი ლობისტების მხრიდან მიმდინარეობს საქართველოს ამ ომში მხარედ ჩართვაზე გამალებული ბრძოლა, ისმოდა შეკითხვა - რატომ, რა ინტერესები აქვს იმ ხალხს, რომ საქართველო ომში ჩაებას?


აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს რომ მათი მოქალაქეები არ ჩაერთონ ამ ომში.
არადა პასუხი საკმაოდ მარტივია: პირველი და უმთავრესი არის ის ზიზღი და ბოღმა, რაც ამ რადიკალებს საკუთარი ხალხის მიმართ გააჩნიათ. შემდეგ მოდის ხელისუფლების შეცვლის სურვილი, რომელსაც ფიქრობენ რომ იმ მოცემულობაში არა-არჩევნების გზით საკმაოდ მარტივად მოახერხებენ და მეორეც - ფული.


ის ფული, რომელიც ასეთ დროს საკმაოდ მარტივად იშოვება.


ომისა და ღალატის პარტიის მიმართ ისმის საკმაოდ ლეგიტიმური შეკითხვა - ომის დაწყების შემთხვევაში თავად სად იქნებიან?


პასუხი აქაც საკმაოდ მარტივია - ცხადია 2008 წლის აგვისტოში წითელი ხიდისკენ გაკვალულ გზაზე.


ასევე მინდა ვთქვა - მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლება და ხალხი არ აჰყვება ამ პროვოკაციებს, საქართველო ომში მხარედ არ ჩაერთვება და ტელეეკრანებიდან აფრქვევენ მოწოდებებს, რითაც ცდილობენ ხელისუფლებას ტალახი მოსცხონ და თავიანთი თავი გმირ მებრძოლებად წარმოაჩინონ. აი ეს არის მათი მთელი ვნება, რომელიც პატრიოტული მოტივებით იფუთება.საბედნიეროდ ქართველი ხალხი კარგად ხვდება ამას და სწორედ ამიტომ არაფერი გამოუვათ,“ - წერს გაბრიჭიძე facebook - ზე.





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"