
მსგავსი სიახლეები




















უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მთავარი არის ხალხის, ქვეყნისა და საქართველოს ინტერესები.
„რაც შეეხება ომში ჩართვის თემას, ძალიან ბევრი რაღაც ითქმის, საჯაროდ ბევრი არ ითქმის, მაგრამ ერთს გეტყვით მთავარს, რომ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა, საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცნონ, არამედ ქართველებიც, ეს ფრონტი და ეს ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიც, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. ამის გარდა, ჩვენ ძალიან ბევრი ანალოგიური განცხადება მოვისმინეთ და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია ვიცით, რომელიც სამწუხაროდ, არ ითქმის საჯაროდ, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ, ყველანი ხელისუფლება, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი, უზენაესი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნისა და საქართველოს ინტერესები. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, ყველა ხალხს ვცემთ პატივს, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.