"უკრაინისადმი სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომში არასდროს ჩაერთვება.

 

პრემიერის თქმით, უკრაინისადმი სამხედრო დახმარების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია.

 

„სამხედრო დახმარებაზე ჩვენ ნათლად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ გავაკეთებთ. ჩვენ ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით. ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.

 

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე იყო, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას.

 

„იცით, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ხალხი, ერი გავერთიანდით, საზოგადოება გაერთიანდა მთავრობასთან ერთად და 1 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. უკრაინის ფოსტის მონაცემების მიხედვით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. იცით, რომ მანამდე, ჩვენ ასევე დავეხმარეთ საქართველოში უკრაინელ დევნილებს, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ მათ და ახლაც გრძელდება ეს დახმარება. მაგალითად, როგორიცაა უკრაინულ ენაზე განათლება. უკრაინელი ბავშვები იღებენ განათლებას უკრაინულ სკოლებში, რომლებიც ჩვენ გავხსენით. რაც შეეხება სხვა დამატებით დახმარებას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილავთ, დახმარების საშუალებას გამოვნახავთ და რა თქმა უნდა, ამ დახმარებას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
"არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი - მიშამ უნდა ჭამოს"
უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს
"რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ომის პარტიის“ გამორჩეულ სახეებს" - “ხალხის ძალა"
"ობიექტურ პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ - კობახიძე
ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - რუსეთ - უკრაინის ომის 345-ე დღე
"ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას"
"თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ"-ნიკა მელია
"სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს"- თეა წულუკიანი
"გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება"-ვლადიმერ პუტინი
"მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს"-სერგეი ლავროვი
"NDI-ის კვლევამ ქვეყნის როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ვითარების ძალიან მძიმე სურათი დაგვანახა" - ვახტანგ ძაბირაძე
"სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები" - გურამ მაჭარაშვილი
ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა
"აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ - The Washington Post
გენერალური პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
"მოვუწოდებთ, გადასცეს სააკაშვილი უკრაინას" - უკრაინის საგარეო უწყება
"სააკაშვილი უკრაინული მხარის დაკვეთით გაყიდა თავისივე გუნდმა, თავს ზვიად გამსახურდიას ნუ შეადარებს"
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
"მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ფარულად საუბრობს "ქართული ოცნება"