"საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ" – ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება და ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმ კოშმარზე, რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ​ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, მარს დი ბარტოლომეომ განაცხადა.

 

 

როგორც ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ.

 

 

„უპირველეს ყოვლისა იმედი გვაქვს, რომ საქართველო გვიჭერს მხარს იმ კოშმარის დასრულებაში, რომელიც უკრაინაში ხდება. მოხარული ვართ, რომ საქართველომ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროკავშირის სასარგებლოდ. მისასალმებელია, რომ ძალიან ბევრი სამუშაო მიმდინარეობს, რათა გადაიდგას აუცილებელი ნაბიჯები, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ჩვენ ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი გვქონდა. მშურს ჩემი კოლეგის პარტიის სახელწოდების – „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად არის ევროპული ოცნება და ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმ კოშმარზე, რასაც წარმოადგენს რუსეთის ძალების აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა გულითადი, მეგობრული საუბარი და ვაპირებთ ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და პირადად მინდა, დავამატო, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თითქმის მეზობელია, რადგანაც ის გერმანიაში სწავლობდა. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ახლო ურთიერთობა გვაკავშირებდა და ახლა კიდევ უფრო დავახლოვდით.

 

 

ჩემი პირადი შეხედულებაა, თუ ქვეყანა ასრულებს ევროპული საზოგადოების მიერ დაწესებულ პირობებს, თუ ის არის თავისუფალი, და მე რეალურად იმედგაცრუებული ვიყავი, როგორ მოეპყრო ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთ ქვეყანას, მათ ევროკავშირის კანიდადატობისკენ და ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მოდით, ეს გავაკეთოთ და გავაკეთოთ კარგად, თუ სამუშაო კარგად შესრულდება, შედეგიც ჩვენთვის იქნება ცხადი და მკაფიო“, – განაცხადა ლუქსემბურგის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

 





მსგავსი სიახლეები
"არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი - მიშამ უნდა ჭამოს"
უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს
"რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ომის პარტიის“ გამორჩეულ სახეებს" - “ხალხის ძალა"
"ობიექტურ პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ - კობახიძე
ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - რუსეთ - უკრაინის ომის 345-ე დღე
"ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას"
"თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ"-ნიკა მელია
"სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს"- თეა წულუკიანი
"გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება"-ვლადიმერ პუტინი
"მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს"-სერგეი ლავროვი
"NDI-ის კვლევამ ქვეყნის როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ვითარების ძალიან მძიმე სურათი დაგვანახა" - ვახტანგ ძაბირაძე
"სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები" - გურამ მაჭარაშვილი
ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა
"აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ - The Washington Post
გენერალური პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
"მოვუწოდებთ, გადასცეს სააკაშვილი უკრაინას" - უკრაინის საგარეო უწყება
"სააკაშვილი უკრაინული მხარის დაკვეთით გაყიდა თავისივე გუნდმა, თავს ზვიად გამსახურდიას ნუ შეადარებს"
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
"მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ფარულად საუბრობს "ქართული ოცნება"