"არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე"- მამუკა მდინარაძე

დღეს, ამ მიმოწერით, სადაც ჩანს, რომ სთავაზობენ გარკვეულ თანხას, ნათელი გახდა, რომ ასეთი შეთავაზებებიც არის, არა მხოლოდ გულწრფელ მოტივებთან დაკავშირებული, - ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობენ. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

 

„მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ღრმად სწამთ, რომ ისინი ამავდროულად თავისი სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან და უდიდესი პატივისცემა იმ ადამიანებს. მათ შორის შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც საშინლად იქცევიან, პოლიტიკურ კონტექსტში, საშინლად დამაზიანებელ მესიჯებს ახმოვანებენ, მაგრამ შეიძლება არაფერი ჰქონდეთ საერთო იმ სკანდალთან, რომელიც რამდენიმე საათის წინ გასკდა. ეს უნდა ვაღიაროთ.

 

ასევე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მართლაც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი წაიყვანონ ფრონტის წინა ხაზზე. რიგ შემთხვევაში, ეს ანაზღაურებაც არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ არის ადამიანი წასული. არ გამოვრიცხავ პოზიციების დამთხვევას, რომ გულწრფელად უნდა იბრძოლოს ადამიანს, ასევე პატრიოტული მოტივებით, მაგრამ მათ შორის დამატებითი ფაქტორი იყოს გარკვეული ანაზღაურება. მაგრამ ის ხალხი, რომელიც სარგებლობს ადამიანის ერთი მხრივ, გულწრფელი მოტივებით და მეორე მხრივ, გაჭირვებით, მე იმ ხალხზე მაქვს საუბარი“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

POSTV-ის ინფორმაციით, ნონა მამულაშვილის ძმის დაქვემდებარებაში მყოფი „ლეგიონი“ადასტურებს, რომ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში ბრძოლას თანხის სანაცვლოდ, რაც თვეში 2000 დოლარზე მეტს შეადგენს.





მსგავსი სიახლეები
"არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი - მიშამ უნდა ჭამოს"
უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს
"რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ომის პარტიის“ გამორჩეულ სახეებს" - “ხალხის ძალა"
"ობიექტურ პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ - კობახიძე
ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - რუსეთ - უკრაინის ომის 345-ე დღე
"ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას"
"თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ"-ნიკა მელია
"სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს"- თეა წულუკიანი
"გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება"-ვლადიმერ პუტინი
"მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს"-სერგეი ლავროვი
"NDI-ის კვლევამ ქვეყნის როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ვითარების ძალიან მძიმე სურათი დაგვანახა" - ვახტანგ ძაბირაძე
"სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები" - გურამ მაჭარაშვილი
ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა
"აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ - The Washington Post
გენერალური პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
"მოვუწოდებთ, გადასცეს სააკაშვილი უკრაინას" - უკრაინის საგარეო უწყება
"სააკაშვილი უკრაინული მხარის დაკვეთით გაყიდა თავისივე გუნდმა, თავს ზვიად გამსახურდიას ნუ შეადარებს"
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
"მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ფარულად საუბრობს "ქართული ოცნება"