"მარიინკას ცენტრიდან უკან დაახევინეს ურდოს ჩვნებმა, პერვომაისკშიც დიდი ბრძოლებია"

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

 

"ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში შეაფასა გენოციდად. ეს საკითხი მალე გავა სენატის სხდომაზე განსახილველად. მაღალი ალბათობით იქნება მხარდაჭერა ორპარტიულად!


- სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და სტრატკომის ხელმძღვანელმა ჯონ კირბიმ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ უკრაინას არ წაახალისებს და არც შეიარაღებას აწვდის შესაბამისს, მაგრამ ვერ დაუშლის, რომ უკრაინამ საკუთარი წარმოების იარაღით იერიში მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე! 


გერმანიის მთავრობაშიც ასევე აღნიშნავენ, რომ არაფერს ხედავენ გასაკვირს იმაში, რომ უკრაინამ დარტყმები მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტზე. 


საერთო ჯამში აშშ-ს სამხედრო დახმარებამ უკრაინისადმი უკვე შეადგინა 19.3 მილიარდი დოლარი. გუშინ აშშ-მ დაამტკიცა თავდაცვის სარეკორდო ბიუჯეტი - 847.3 მილიარდი დოლარი, აქედან 0.1% არის უკრაინის ყოველწლიური დახმარებისთვის - 800 მილიონი დოლარი! ეს არის იმ სამხედრო დახმარების მიღმა, რომელსაც აშშ უწევს უკრაინას შეიარაღების მიწოდების გზით.


გამოცემა "პოლიტიკო" გვატყობინებს, რომ ოდესღაც ავღანეთისთვის შექმნილი თრასთ ფონდის 3 მილიარდი დოლარი, სავარაუდოდ მოხმარდება უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის. 


გერმანია მიაწვდის დამატებით თვითმავალ ჰაუბიცებს, ასევე ჯავშანმანქანებს და სხვა სამხედრო აღჭურვილობას. 


მართალია, გერმანული პეტრიოტები პოლონეთში განლაგდება უკრაინის საზღვართან ახლოს, მაგრამ გრძელდება მოლაპარაკებები გერმანული ტანკების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობაზე. 


ტანკები, თვითმფრინავები და ჰსთ სისტემები ჭირდება ჩვენებს და ომი გაზაფხულზე დასრულდებოდა. 


თუმცა, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი აცხადებს, რომ ზამთარში მოხდება გარდატეხა და გაზაფხულზე უკრაინის ჯარი შევა დონეცკში, ლუჰანსკში, და სევასტოპოლში. 


გენერალი ბენ ჰოჯესი ასევე დაჟინებით იმეორებს, რომ თებერვლისთვის უკრაინა მზად იქნება ყირიმის დაბრუნების ოპერაციის დასაწყებად! 


როგორც ჩანს, პუტლერმა იცის ეს ყველაფერი უკვე და ამიტომაც, როგორც ნატოს გენმდივანი სტოლტენბერგი აცხადებს, უნდა სასწრაფოდ მოლაპარაკებები რომ სული მოითქვას, შეიარაღება შეივსოს და მობილიზაციის ახალი ტალღა განახორციელოს! 


არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ოფიციალურმა კრემლმა ეს ინფორმაცია, უკვე სახალისოა და ბევრ რამეზე მეტყველებს. ნიუსუიკის ინფორმაციით, პუტლერი კიბეებზე დაგორდა, კუდუსუნით დაენარცხა და უნებლიე დეკაკულიკებინგი მოსვლია! 


ამიტომაა ეტყობა ტელეგრამ არხებზე რომ ვრცელდება პუტლერის ყოფილი სფიჩრაიტერის აბას აბლიაზოვის ინფორმაცია, რომ მზადდება ოპერაცია "ნოეს კიდობანი" პუტლერის ცენტრალურ ამერიკაში გასაყვანად. ევაკუაციის რაღაც გეგმა ალბათ არსებობს, მაგრამ მაინც  არასერიოზული მგონია მე ეგ ამბავი - საერთოდ ახალი სიფათით ახალი პიროვნება რომ შექმნან, თანამედროვე მსოფლიოში ვერსად დაიმალები, თუ მოძებნა მოინდომეს... 


თვითონ პუტლერმა გუშინ "მოშინაურებულ" ადამიანის უფლებათა საბჭოსთან რამდენიმე საინტერესო განცხადება გააკეთა: "სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს"; "ომი ჩვენ არ დაგვიწყია, არამედ უკრაინელებმა, როდესაც ჩამოგდეს 2014 ში კანონიერი ხელისუფლება" (პირველად იხმარა სიტყვა ომი) და "ბირთვული საფრთხე იზრდება, რა დასამალია, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ პირველები ბირთვული იარაღის გამოყენებას. შესაბამისად, ვერც მეორეები ვიქნებით, ვინც გამოიყენებს" (ვეღარ მოვასწრებთ, თუ სხვა გამოიყენებსო). ოპერაცია დიდხანს გაგრძელდება-ს ფონზე ურდოში წამოვიდა ახალი კლიპი, რომელიც სირცხვილებს გაქცეულებს და აფასებს მობილიზებულებს (ბიჭუნები გარბიან, კაცები რჩებიან) :)))))) არ აგცდებათ ბიჭუნებო ისევ გაქცევა და არ აგვცდება მაგ ბიჭუნების აქ შემოქცევა.


აი, რაც შეეხება ჩმობიკებს, პუტლერის თქმით, 75 ათასია უშუალოდ ბრძოლის ველზე, ერთი მაგდენი საომარი მოქმედებების არეალში, ხოლო 150 ათასი საწვრთნელ ცენტრებში. 


ხოოდა მაგ 75 ათას ატარებენ ხორცსაკეპში ჩვენები ფრონტის ხაზზე. 


ყველაზე მაგრად ცხელოდა გუშინ დონეცკის ავდეევკაში. არტილერია მუშაობს ორივე მხრიდან და მერე მოდიან ტალღებად ჩმობები. ჩვენებიც აწვენენ და აწვენენ შავმიწებში ასობით ურდოს. 


მარიინკას ცენტრიდან უკან დაახევინეს ურდოს ჩვნებმა. 


პერვომაისკშიც დიდი ბრძოლებია. 


უშუალოდ ბახმუტში გუშინ პოზიციური ბრძოლა მიმდინარეობდა. 


დონეცკის და ლუჰანსკის ბელოჰოროვკები (ორივეგან არსებობს) ორივე ჩვენების კონტროლის ქვეშაა. 

კურძიუმოვკაში და პავლივკაში გაიზარდა რუხი ზონა, ანუ გააჩოჩეს ჩვენებმა ურდო კიდევ ნაწილი ტერიტორიებიდან. 

სვატოვო-კრემენნას მიმართულებაზე პლოშჩანკაში არიან შესულები ჩვენები და მიდის მაგარი ბრძოლები. სვატოვოსთან სერიოზული ძალები ჰყავთ მობილიზებული.


ჩვენებმა გუშინ დაუბომბეს მელიტოპოლთან ტოკმაკში და დონეცკთან შახტარსკში ურდოს შეიარაღების საწყობები, აგრეთვე ცოცხალი ძალის ჯონცენტრაციის ადგილები და საკომანდო პუნქტები. 


სამწუხაროდ ჩვენ გვყავს კიდევ ერთი მსხვერპლი. (საქართველო წასული მებრძოლი რუსლან ბაირამოვი გმირულად დაღუპულა ჯერ კიდევ ოქტომბრის თვეში. ის უკრაინაში დაიკრძალა. ეს ამბავი ახლა გახდა ცნობილი. ასე რომ 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს და უკრაინის თავისუფლებისთვის დაღუპული ჩვენი მებრძოლების რიცხვი 34 გახდა. მარადიული ხსოვნა, მადლობა და დიდება გმირებს.


საერთო ჯამში, ფრონტის ხაზი მაგრად დგას და რაშკას პროპაგანდილიაში ისტერიკა აქვთ, საახალწლო ოლივიე ყელში არ გადაგვივა, ისეთ სიურპრიზებს მოგვიწყობენო!   'ასეც იქნება! ჩვენები ამბობენ, რომ არ არსებობს ტერიტორია, სადაც დრონებით იერიშის მიტანას ვერ შევძლებთო! თანაც ყველა თუ ისეთი დაცული იქნა, როგორიც რიაზანის და სარატოვის სტრატეგიული ავიაბაზები იყო, ელოდეთ ფოიერვერკებს რაშკასტანში! 


უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს - პუტლერის ბოროტების იმპერია ჩვენს თვალწინ განადგურდება! 

დიდება უკრაინას! 

დიდება გმირებს! 

დიდება ერს! 

სიკვდილი მტერს!" - წერს ალექსი პეტრიაშვილი. 





მსგავსი სიახლეები
"კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ევროინტეგრაციისკენ" - ზაალ ანჯაფარიძე
"ტექნიკური წინსვლა საკმარისი არ არის ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესისთვის"- სერგი კაპანაძე
"მშვიდობით, ბატონო ჯემალ! მადლობა თქვენთან ერთად სცენაზე თუ სცენის მიღმა გატარებული ულამაზესი წლებისთვის"- გია ბაღაშვილის გამოსათხოვარი ჯემალ ღაღანიძეს
"ცხადად გამოჩნდა, რომ კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებდა ქვეყნის გასაშავებლად"
"შოკის მომგვრელია ეს მონაცემი: საქართველოს გამრავლების ასაკის მქონე ყოველი მესამე მოქალაქე ქვეყნის დატოვებას ფიქრობს"
"საზოგადოების განწყობები იმდენად აშკარაა, რომ NDI-მაც ვერ შეძლო რეალობის უხეში დამახინჯება"
"ვერაფერი, რაც არ უნდა გაიხსენოთ სააკშვილის მმართველობის დროიდან ვერ აქარწყლებს და ვერ შველის ამ უბედურებას"
"ნუ ეწყინება ვაშაძის "ტროიკას", რომ სიყალბედ მივიჩნევთ მათ განცხადებებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"სააკაშვილს ნამდვილად ეკუთვნის ისეთ პირობებში იყოს, როგორშიც სხვებს ამყოფებდა" - დიტო სამხარაძე
"იქ სადაც პრეზიდენტებს ასე კლავენ, თქვენი სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირს ხელისუფლებას"
"ელექტორალურად დღეს რომ არჩევნები ჩატარებულიყო, მათი რეიტინგი 3 -5%-ია" - ლევან ნიკოლაიშვილი
"თუ ხვიჩა კვარაცხელიას გაუმართლებს და ტრავმებს ასცდება, რაღაც დიდი უნდა გამოვიდეს"- დემურ გიორხელიძე
„ორი წელი შესრულდა, რაც აღარ არის თემური ჩვენთან, დედამიწაზე, ხილულ სამყაროში…"
"წლებია კანონებს ესენი არ წერენ, დაკავებულები არიან ქვეყნის დაზიანებით შინ და გარეთ"- ამირან სალუქვაძე ოპოზიციაზე
"უჰლედარში ყველა გამოხტომა ჩაუფლავდა ურდოს, პავლივკის მხრიდან შეტევა ჩაუვარდათ" - ალექსი პეტრიაშვილი
"გილოცავ, ძმა" - სააკაშვილი ხაბეიშვილს გამარჯვებას ულოცავს
"მხოლოდ ამ მაჩვენებლით, ყველა კარგად ხვდება, რომ საქართველო ძალიან უსამართლოდ დაიჩაგრა" - ლევან ნიკოლეიშვილი
"არ გამოვა ქალბატონო თამარ, თქვენი და თქვენი მეუღლის ბარიკადების ახალ მხარეს მორიგი გადასვლის მცდელობა"
"ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძისა და „მაჩვის“ გაბაზრებულია"
"ჩვენი საზოგადოება უკეთეს დიდ ოპოზიციურ პარტიას ვერ ქაჩავს" - გია ნოდია