"ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ" - რატი იონათამიშვილი

ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები - სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენ ვნახეთ ბინძური სპეკულაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებებზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში თვითონ დაადასტურეს, რომ სიმართლე იყო, მაგრამ ამით უფრო მეტად გამოჩნდა მათი რეალური სახე, როდესაც ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ საომარ მოქმედებებში ჩართვას და მერე ატყუებენ და ეუბნებიან, რომ ხდებიან უკრაინის არმიის წევრები. სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ჩადგომა კი ავტომატურად იწვევს შენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას და ამაზე არც კი აფრთხილებენ მათ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ესენი არიან ჩვენი ქვეყნის მტრები, არა ხელისუფლების, არამედ სახელმწიფოს, საზოგადოების. ვიცით, რომ ეს ახალი არაა მათი მხრიდან, მაგრამ საბოლოო ჯამში, მათი ამ დამოკიდებულებითაა, რომ მთლიანად რადიკალურ ოპოზიციაში წარმომადგენლები და აქტივისტები ძალიან მძიმედ ამთავრებენ საკუთარ საქმიანობას ქართულ პოლიტიკაში“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

ქართული ლეგიონი, ქართველებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ თანხას სთავაზობს. მედიაში გავრცელდა პირადი მიმოწერა, რომლითიც დასტურდება, რომ თანხა შეადგენს ორი ათას დოლარზე მეტს. ქართულ ლეგიონს კი მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.





მსგავსი სიახლეები
"არანაირი ექსპერტიზა არ არის საჭირო, ერთი რამ არის გასაკეთებელი - მიშამ უნდა ჭამოს"
უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს
"რატომ ლობირებს სახელმწიფო დეპარტამენტი „ომის პარტიის“ გამორჩეულ სახეებს" - “ხალხის ძალა"
"ობიექტურ პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ - კობახიძე
ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
რუსმა სამხედროებმა კრამატორსკზე იერიში კიდევ ერთხელ მიიტანეს - რუსეთ - უკრაინის ომის 345-ე დღე
"ევროკომისიის ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო, როგორც უპირველესი რეფორმატორი, იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას"
"თუკი სადმე შევარდნაზე და შეჭრაზე შეიძლება ვინმემ ისაუბროს და ეს გამოცდილება ჰქონდეს, ერთ-ერთი ვარ აქ"-ნიკა მელია
"სააკაშვილი კრიმინალია და სასჯელი უნდა მოიხადოს"- თეა წულუკიანი
"გერმანიას ვინც ახალ ომში ითრევს რუსეთის ფედერაციასთან და ელოდება გამარჯვებას, არ ესმის, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი განსხვავებული იქნება"-ვლადიმერ პუტინი
"მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ადგენს საქართველოს განვითარების კურსს"-სერგეი ლავროვი
"NDI-ის კვლევამ ქვეყნის როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური ვითარების ძალიან მძიმე სურათი დაგვანახა" - ვახტანგ ძაბირაძე
"სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული არაკანონიერი გარიგებები" - გურამ მაჭარაშვილი
ევროპარლამენტმა კორუფციულ სკანდალში გახვეულ კიდევ ორ ევროდეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნა
"აშშ უკრაინას აფრთხილებს: მოგიწევთ ანგარიშის ჩაბარება“ - The Washington Post
გენერალური პროკურატურა ნიკა კვარაცხელიას საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
"მოვუწოდებთ, გადასცეს სააკაშვილი უკრაინას" - უკრაინის საგარეო უწყება
"სააკაშვილი უკრაინული მხარის დაკვეთით გაყიდა თავისივე გუნდმა, თავს ზვიად გამსახურდიას ნუ შეადარებს"
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია
"მოვისმინეთ ჩანაწერი, სადაც პირდაპირ მტკიცდება, რომ რუსეთის ფედერაციასთან ფარულად საუბრობს "ქართული ოცნება"