
შეთქმულება გერმანიაში - გერმანიაში დიდი დაჭერები განხორციელდაო, მსოფლიო მასმედიამ გვამცნო - თურმე შეთქმულება მზადდებოდა. ვინ წარმოიდგენდა ამას? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე წერს.
მისი თქმით, გერმანიის უახლეს ისტორიაში შეთქმულებები ბევრი არ მომხდარა.
"პირველი, რომელიც მახსენდება, 1944 წლის 20 ივლისს, როცა რეიხსფიურერი ადოლფ ჰიტლერი კინაღამ მოკლეს (კოდური სახელწოდება "ვალკირია". შეთქმულებას პოლკოვნიკი კლაუს შტაუფენბერგი ხელმძღვანელობდა, მასში, სხვათა შორის, დიპლომატი ვერნერ ფონ დერ შულენბურგიც მონაწილეობდა, გერმანიის ყოფილი ელჩი საქართველოში);
და მეორე - 2022 წლის 7 დეკემბერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დამხობის მიზნით (კოდური სახელწოდება "რეიხსბიურგერი", რომელსაც ვინმე პრინცი ჰენრიხ მე-13 ხელმძღვანელობდა).
საინტერესოა, რომ გერმანიის პროკურატურის განცხადებით, "რეიხსბიურგერელები", მართალია, თავს ნაცისტური რეიხის მოქალაქეებად თვლიან, მაგრამ წარმატების შემთხვევაში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული ქვეყნების ლიდერებთან კონტაქტები სურდათ (მათ შორის, რუსეთთანაც),"-წერს სიმონ კილაძე.
მსგავსი სიახლეები



















