რატომ არის საწვავის განსხვავებული ფასები ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე - კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიკვლია

ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე მაღალი ფასები კვლავ მთავარ გამოწვევად  რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს ნავთობის ფასმა შედარებით იკლო, მისი  ღირებულება მაინც მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს. პრობლემას ემატება ბრენდირებულ და არაბრენდირებულ სადგურებზე განსხვავებული ფასებიც.  მაგალითად,  თუ არაბრენდირებულ სადგურზე პრემიუმის ფასი 3.4 ლარია, მსხვილ ქსელებში კი, მისი ღირებულება 3.4 ლარს შეადგენს. ამის მიუხედავად, მოქალაქეები არჩევანს მაინც ბრენდირებულ კომპანიებზე აკეთებენ, რადგან უმრავლესობას აქვს განცდა, რომ მსხვილ ქსელებში ხარისხიანი საწვავი იყიდება. 

 

2022 წელს, კონკურენციის სააგენტომ საქართველოში ბაზარზე საწვავის ფასები შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ერთი და იგივე ქვეყნიდან იმპორტირებულ საწვავზე ფასთა სხვაობა ხშირად 70 თეთრსაც აღწევს.  კვლევის შედეგად რამდენიმე საინტერესო ტენდენციაც გამოიკვეთა, კერძოდ, ქვეყანაში ყველაზე მეტი საწვავი რუსეთიდან შემოდის, სადაც ფასი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია. 

 

რით აიხსნება მცირე და მსხვილ ქსელებში ფასთა შორის დიდი სხვაობა, ამ კითხვით ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორ კომპანიას, „ვისოლს“ მივმართეთ. კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა „ჯორჯიან თაიმსთან“ განმარტავს, რომ ფასების განსხვავება მსხვილი კომპანიების მიერ გაწეულ მაღალ ხარჯებსა და საწვავის ხარისხს უკავშირდება.

 

ვასილ ხორავა აცხადებს, რომ „ვისოლი“ საწვავის იმპორტს რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ახდენს, რომაელებიც ბაზარზე მაღალი ხარისხის საწვავის წარმოებით გამოირჩევიან. 

 

„დიდ და პატარა კომპანიებში ფასთა სხვაობა რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ვყიდით, განსხვავებულია. კონკრეტულად, პატარა კომპანიები ბაზარზე თურქმენეთის და რუსული პროდუქტებით არიან წარმოდგენილი. მათი ინდიკატორი არის დაბალი ფასი და არა ხარისხი. შესაბამისად, პირველი კომპონენტი არის სხვაობა ჩვენ მიერ იმპორტირებულ და მათ მიერ იმპორტირებულ პროდუქტს შორის. 


მეორე კომპონენტი არის კაპიტალური დანახარჯები. პატარა კომპანიების მიერ შექმნილი ინფრასტრუქტურა ჩვენი ინფრასტრუქტურისგან განსხვავდება. მაგალითად, განსხვავებულია სანიაღვრე სისტემები, ასევე ჩამსხმელი აპარატების წარმოშობა, რაც განაპირობებს განსხვავებულ ფასს. ჩვენთან ნებისმიერი მექანიკური მინარევის მოხვედრისას სადგური ჩამსხმელი აპარატის ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფს, რაც არ ხდება არაბრენდირებულ სადგურებზე. შესაბამისად, ალბათობა, რომ მომხმარებლის რეზერვუარში მექანიკური მინარევით დაბინძურებული პროდუქტი მოხდეს, უფრო მაღალია,“- აცხადებს ვასილ ხორავა. 

 

ასევე, ჩვენ გვაქვს საოპერაციო ხარჯები, მაგალითად, თანამშრომლები გაფორმებული არიან, ხოლო არაბრენდრებულ კომპანიებს გაუფორმებელი თანამშრომლები ჰყავს. ეს მათ საშუალებას აძლევს, დამატებით ხარჯებს თავი აარიდონ და  რაც წინაპირობას ქმნის, რომ ფასი დაწიონ.  აღარ გადავალ იმ ტიპის კომპანიებზე, რომელთაც შესაძლოა კონტრაბანდული პროდუქტი ჰქონდეთ, რაც ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია,“- აცხადებს ვასილ ხორავა. 

 

საკითხის უკეთ გასარკვევად კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი ლექვინაძესაც მივმართეთ.  როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, ჩვენთან საუბარში იმასაც  განმარტავს,  რომ მიუხედავად იმისა, ყველა ქსელში საწვავის ხარისხი იდენტურია, მსხვილი კომპანიები მას  მაინც მაღალ ფასში ყიდიან. 

 

ირაკლი ლექვინაძე დასძენს, რომ პრობლემა არაბრენდირებული სადგურების მიმართ მომხმარებლის დაბალ ნდობაშიცაა.

 

„კონკურენციის სააგენტოს მიერ 5 ყველაზე მსხვილი რეალიზატორის მოკვლევის პროცესი ხორციელდება.

 

ამ მოკვლევის დაწყებას წინ უძღოდა მონიტორინგის პროცესი, რომელმაც 2022 წელს ბაზრის მდგომარეობა შეაფასა. საკითხი გამახვილებული იყო იმაზე, რომ ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ფასთა სხვაობა  არის მნიშვნელოვნად თვალშისაცემი. მიმდინარე წელს იყო გარკვეული პერიოდები, როდესაც მსხვილ და მცირე ქსელებზე საწვავის ფასთა შორის განსხვავება 60-80 თეთრიც იყო. 

 

მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ და მცირე სადგურებზე ერთი და იგივე ქვეყნიდან იმოპირტირებული საწვავი იყიდება, ფასთა შორის ამ სხვაობას მაინც ვხედავთ,“- აცხადებს ლექვინაძე. 

 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იმ მიზეზებს განმარტავს, რომლებიც ბრენდირებულ და არაბრენდრებულ სადგურებზე საწვავის ფასთა სხვაობას იწვევს. 

 

„პირველი მიზეზი არის საოპერაციო დანახარჯები, რაც მსხვილ ქსელებს ბევრად მაღალი აქვთ. მეორე და მთავარი მიზეზი მომხმარებლის დამოკიდებულებაა. მომხმარებლის ნდობა მსხვილი ქსელების მიმართ უფრო მაღალია,  ვიდრე მცირე ქსელების მიმართ. ისინი  ფიქრობენ, რომ მსხვილ ქსელებში ბევრად მაღალი ხარისხის საწვავს ყიდიან და მათ  ჩასხმის სიზუსტესთან დაკავშირებით პრობლემაც აქ აქვთ. მცირე ქსელების მიმართ ეს ნდობა არ არსებობს. ეს მომენტი მსხვილი ქსელების მიერ მნიშვნელოვნად არის გამოყენებული. ისინი ცდილობენ, ის გონივრული ფასთა შორის სხვაობა, რაც შეიძლება არსებობდეს,  უფრო მეტი იყოს. 


ჩვენ მცირე ქსელებს არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ მეტი მარკეტინგული აქტივობა განახორციელონ და მომხმარებელი დაარწმუნონ, რომ მათ სადგურებზე არსებული საწვავი სტანდარტთან შესაბამისობაშია. ქვეყანაში მოქმედებს საწვავის სტანდარტი და რაც კი შემოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სტანდარტს აკმაყოფილებს. ასევე, მათ უნდა დაარწმუნონ მომხმარებელი,  რომ არ აქვთ პრობლემა საწვავის ჩასხმის სიზუსტესთან დაკავშირებითაც. ამ შემთხვევაში, ბაზარზე შეიქმნება მეტი კონკურენცია, რის მერეც მივიღებთ ნაკლებ ფასთაშორის სხვაობას,“- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე. 

 

გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი საწვავის ფასის შემცირებას პროგნოზირებს და მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს პერიოდში ბენზინი კიდევ უფრო გაიაფდება.

 

„ორი ფაქტორი განაპირობებს საწვავის ფასს, ესენია  - საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასი და ადგილობრივი ვალუტის კურსი. ვინაიდან ეს ორი ფაქტორი აგვისტოს შემდეგ  პოზიტიურია, ქმნის წინა პირობას, რომ დეკემბერშიც ფასის კლების ტენდენცია გაგრძელდეს,“- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.  

 

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მსხვილ კომპანიები, რომელთაც ბაზრის 60 პროცენტი უკავიათ, ფასს ხელოვნურად ზრდიან. პარალელურად კონკურენციის სააგენტო ბაზრის შესწავლას აგრძელებს იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ქართულ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია. ასევე, სააგენტო იკვლევს საკითხს, ნავთობის საერთაშორისო ფასის შემცირების და ლარის გამყარების ფონზე, კომპანიებს საწვავის ფასის შემცირების რა რესურსი გააჩნიათ.


/თათია შაიშმელაშვილი/





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
"მთავარი რაცაა, იმ კრიტერიუმებში წინ ვყოფილვართ ყველაფერში და სტატუსი რატომ არ მოგვცეს?!"
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 თებერვლისთვის
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი თებერვლისთვის
"გაორმაგებული ან გაასმაგებული ეკონომიკა არის შესაბამისად გაზრდილი შემოსავლები, დასაქმებასთან ერთად"
"ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დასაქმების მაჩვენებელზეც აისახება" - ლაშა ხუციშვილი
საქართველოში მეორე წელია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება - „საქსტატი“
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს დღეს - ნახეთ ახალი მონაცემები
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 27 იანვრისთვის
2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება იგეგმება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 იანვრისთვის
"სააკაშვილი კოვიდის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ვერ იღებს" - გიული ალასანია
დოლარის ღირებულება 2.6499 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 24 იანვრისთვის
"უცხოური მედიასაშუალებები ამტკიცებენ, თითქოსდა რუსეთის ეკონომიკა რომ არ ჩამოიშალა, ეს ყველაფერი საქართველოდან შეტანილი საქონლის შედეგად ხდება"
"15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ... სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა" - შალვა ალავერდაშვილი
2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ 3.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო